აზერბაიჯანი უშიშროების საბჭოში გაწევრდა - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანი უშიშროების საბჭოში გაწევრდა

აზერბაიჯანი თავის ისტორიაში პირველად გაეროს უშიშროების საბჭოს დროებითი  წევრი გახდა.აღმოსავლეთ ევროპიდან აზერბაიჯანის კონკურენტი სლოვენია იყო, თუმცა კენჭისყრისას უპირატესობა ჩვენს მეზობელს მიანიჭეს.

უშიშროების საბჭოს დროებითი წევრები გახდნენ გვატემალა, მაროკო, Pპაკისტანი და ტოგო. გაეროს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათგან 5 მუდმივი (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) და 10 დროებითი წევრისგან.