"თალიბანის" ლიდერები გაანადგურეს - კვირის პალიტრა

"თალიბანის" ლიდერები გაანადგურეს

ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა პაკისტანში "თალიბანის" 5 ბოევიკი გაანადგურა დაღუპულებს შორის არიან "თალიბანის" ხელმძღვანელის, მაულვი ნაზირის  მოადგილე ჰან მოჰამედი და ნაზირის უმცროსი ძმა, ხაზრათ ომარი. მოჰამედი და ომარი "თალიბანის" მთავარი ფიგურები იყვნენ, ამ უკანასკნელს კი, სავარაუდოდ, პაკისტანის სპეცსამსახურებთან ჰქონდა კავშირი. ამერიკული უპილოტოები დროდადრო ნადირობენ ვაზირისტანის პროვინციის მთიან ნაწილში, სადაც "თალიბანის" ერთ-ერთი მთავარი ბაზა მდებარეობს.