დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - კვირის პალიტრა

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში

თურქეთის პროვინცია ვანში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო 570 კაცი დაიღუპა, 2500-ზე მეტი კი დაშავდა.მიწისქვეშა ბიძგებმა 2200 შენობა დაანგრია, ვანში მძიმე მდგომარეობაა. გახშირდა მაროდიორობა, ხალხი ჰუმანიტარული დახმარებით სავსე კონტეინერებს ძარცვავს. თურქეთს უკვე აღმოუჩინეს დახმარება ისრაელმა, უკრაინამ, აშშ-მა და საფრანგეთმა. მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაღუპულან.