ოპერაცია დასრულდა - კვირის პალიტრა

ოპერაცია დასრულდა

ნატოს წევრმა ქვეყნებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლიბიაში ალიანსის ოპერაცია 31 ოქტომბერს დასრულდა.თუმცა ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭო ითხოვდა, რომ ნატო ქვეყანაში წლის ბოლომდე მაინც დარჩენილიყო. ნატო ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში 2011 წლის 19 მარტს ჩაება. ალიანსის თვითმფრინავებმა ოპერაცია "გაერთიანებული დამცველის" ფარგლებში 26 ათასი საბრძოლო გაფრენა შეასრულეს და 6 ათასი სამიზნე გაანადგურეს. საბოლოოდ, ნატოს მხარდაჭერით მეამბოხეებმა მოახერხეს როგორც დედაქალაქ ტრიპოლის, ისე დიქტატორ მუამარ კადაფის მთავარი დასაყრდენის, სირთის აღება, სადაც დიქტატორი დაიღუპა კიდეც. ის უდაბნოში საიდუმლოდ დაკრძალეს.