მოშიმშილე სტუდენტები გაიტაცეს - კვირის პალიტრა

მოშიმშილე სტუდენტები გაიტაცეს

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მისაღებში მოშიმშილე სტუდენტები შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.აქციის "მოუსმინეთ სტუდენტებს" მონაწილეები რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან შეხვედრასა და პრობლემატური საკითხების განხილვას  ითხოვდნენ. "დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის ალექსანდრე კობაიძის ცნობით, მას შემდეგ, რაც რექტორის მისაღები მედიის წარმომადგენლებმა დატოვეს, 15-მა სამოქალაქოსამოსიანმა პირმა, რომლებიც აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებად გაეცნენ, სტუდენტები მანქანაში ჩასვა და სოფელ ძეგვთან დატოვა. სტუდენტებმა მომხდარის შესახებ სახალხო დამცველს აცნობეს.