მალხაზ გულაშვილი დააპატიმრეს - კვირის პალიტრა

მალხაზ გულაშვილი დააპატიმრეს

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს აზერბაიჯანი-საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცველებმა ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი და მისი ვაჟი, დავით გულაშვილი დააკავეს. მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მალხაზ გულაშვილმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. დავით გულაშვილს კი აღკვეთის ღონისძიებად დააკისრეს გირაოს გადახდა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს (ვრცლად იხ. გვ. 8).