რუსეთს მსო-ში ვუშვებთ - კვირის პალიტრა

რუსეთს მსო-ში ვუშვებთ

ქართული მხარე დათანხმდა შვეიცარიის შეთავაზებულ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, თუ ფსოუზე და როკის გვირაბთან საერთაშორისო დამკვირვებლები განთავსდებიან, ოფიციალური თბილისი მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას დათანხმდება. ცოტა ხნის წინ კი ქართული მხარე ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებს ჩაშლილად აცხადებდა. დასავლური პრესის მტკიცებით თბილისზე ზეწოლა მოახდინეს ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა, რომელთაც ქართულ მხარეს შეუთვალეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთს 15 დეკემბრის მინისტერიალზე მაინც მიიღებენ და თბილისის წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ მარცხად შეფასდება.