საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება - კვირის პალიტრა

საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

პარლამენტმა, 14 ხმით 72-ის წინააღმდეგ, მხარი არ დაუჭირა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივას 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის  26 მაისის მოვლენების   შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.ინიციატივას ცხარე დებატები მოჰყვა. ტრადიციულად, უმრავლესობამ ოპოზიციის ერთი ნაწილი პრორუსულ ორიენტაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხალხმა უკვე შეაფასა როგორც 7 ნოემბერი, ისე 26 მაისი და რომ პოლიციელებისა და ჯარისკაცების დასჯას არ დაუშვებს.