ივანიშვილის მოსვლა აუცილებელია - კვირის პალიტრა

ივანიშვილის მოსვლა აუცილებელია

რუსი პოლიტოლოგები, ვალერია ნოვოდვორსკაია და კონსტანტინ ბოროვოი, ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლას აუცილებლობად მიიჩნევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საქართველოს იმ გზით წასვლას უწინასწარმეტყველებენ, რომლითაც, მათი თქმით, რუსეთი წაიყვანა ვლადიმირ პუტინმა.

"ჩვენ სააკაშვილის მომხრეები ვართ, მხარს ვუჭერთ და ამ რევოლუციის შედეგები მოგვწონს.  რაც მოხდა, საქართველოსთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ეს პერიოდი გადის. თუ იქ ლიბერალიზაცია და კონკურენცია არ დაიწყო, ეს იქნება გზა იმისკენ, რაც პუტინმა გააკეთა რუსეთში", - აცხადებენ ბოროვოი და ნოვოდვორსკაია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).