"ივანიშვილის სახით ახალ მონსტრს მივიღებთ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის სახით ახალ მონსტრს მივიღებთ"

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის "ახალი მონსტრი" იქნება.

"ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მრავალპარტიული მმართველობის ნაცვლად, მუდმივად პოლარიზებული ცენტრები იქმნება. შესაბამისად, უკვე მერამდენე წელია გვყავს მონსტრი მმართველები და პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვა ძალებისთვის ადგილი არ რჩება. გამონაკლისი არც ბიძინა ივანიშვილი იქნება. მისი ხელისუფლებაში მოსვლა იმით დასრულდება, რომ ძველი მონსტრი ახლით შეიცვლება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს უკანასკნელი წინაზე უკეთესი არაფრით იქნება", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.