დემოკრატია არჩევნებს უკავშირდება - კვირის პალიტრა

დემოკრატია არჩევნებს უკავშირდება

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფუნდამენტურად დემოკრატიული განვითარება, გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული სტრუქტურის გაღრმავება მომავალში ჩასატარებელ არჩევნებზეა დამოკიდებული.ამერიკელი დიპლომატის თქმით, ეს ეხება როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებს. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესი ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში და ამისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი.