აპატურაიმ დემოკრატიისკენ მოგვიწოდა - კვირის პალიტრა

აპატურაიმ დემოკრატიისკენ მოგვიწოდა

ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა დემოკრატიული რეფორმების პროგრესისთვის. მისი თქმით, ქვეყანაში პროგრესი შეინიშნება, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. აპატურაიმ არაფერი თქვა იმის შესახებ, დაისმება თუ არა 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის  MAP-ის მინიჭების საკითხი, რადგან მინისტერიალის დღის წესრიგი უცნობია. მან უკვე“გაცვეთილი ფრაზა გაიმეორა, თუ საქართველო სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ალიანსის წევრი აუცილებლად გახდებაო.