მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მოწვევა საშიშია - კვირის პალიტრა

მსოფლიო მართლმადიდებლური კრების მოწვევა საშიშია

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს  I-ის აღსაყდრების 20 წლის იუბილეზე იმყოფებოდა."ჩვენ გვქონდა საუბარი მომავალი მართლმადიდებლური კრების შესახებ. ბართლომეოს  I-ს ძალიან უნდა, რომ შედგეს კრება მართლმადიდებლური ეკლესიებისა. ჩვენ ვუპასუხეთ მას, რომ არ შეიძლება ამ კრების მოწვევა, სანამ არ იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის სადავო საკითხები მოგვარებული", - ბრძანა  უწმინდესმა.

"მსოფლიო პატრიარქის წინადადებაა, რომ ყველა ტაძარი, რომელიც ამა თუ იმ ეკლესიის გარეშეა, უნდა ეკუთვნოდეს მსოფლიო პატრიარქს. ჩვენ ვუთხარით, რომ ტაძარი უნდა ეკუთვნოდეს კონკრეტული ქვეყნის დედაეკლესიას, თუ ამის სურვილი აქვს ტაძრის მრევლს, ხოლო თუ მრევლს აქვს სურვილი, რომ ეს კონკრეტული ტაძარი ეკუთვნოდეს მსოფლიო პატრიარქს, მაშინ დედაეკლესია ამის წინააღმდეგ არ წავა. ეს ოქროს შუალედია", - ბრძანა პატრიარქმა.