პატრიარქი ანკარის პასუხს ელოდება - კვირის პალიტრა

პატრიარქი ანკარის პასუხს ელოდება

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  II-ის წერილი თურქეთის ხელისუფლებისადმი განხილვის პროცესშია.

"როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომ თურქეთში მდებარე ტაძრები გადაეცეს იმ ერებს, რომელთა საკუთრებაც არის. უკვე გადასცეს ბერძნებს, სომხებს, რუსეთს, თუმცა, ჩვენთვის ჯერ არ გადმოუციათ. მე გავუგზავნე წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრს და ვითხოვდით, რომ ოშკი, ხახული და სხვა ტაძრები უნდა ყოფილიყო გადმოცემული საქართველოსთვის. გვიპასუხეს, რომ წერილი განხილვის პროცესშია, მაგრამ მე დავავალე ელჩსა და კონსულს, რომ ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ", - ბრძანა  პატრიარქმა და იმედი გამოთქვა, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).