"პუტინის ცნობიერებასა და ქმედებაში დიდი პოზიტიური ძვრები არ ჩანს"
16-02-2015
"პუტინის ცნობიერებასა და ქმედებაში დიდი პოზიტიური ძვრები არ ჩანს"
"იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მე ირაკლი ფირცხალავა არ მიმაჩნია დამკვეთად"

მინსკში უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად გამართული მოლაპარაკება ურთულესი და, იმავდროულად, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივიც გამოდგა. რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა შეთანხმების მიღწევას 16 საათი მოანდომეს. ჯერ ძნელი სათქმელია, ჰყავს კი ამ მოლაპარაკებას გამარჯვებული ან დამარცხებული, რადგან ევროპელი ლიდერები მაინცდამაინც კმაყოფილი არ ჩანდნენ. პირქუში და აღელვებული ჩანდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც, რომელსაც, როგორც გავრცელებულ ვიდეოფირში ჩანდა, ფანქარიც კი შემოატყდა ხელში. ჯერჯერობით, ისიც ძნელი
სათქმელია, მოხერხდება კი ამ შეთანხმების საფუძველზე ვითარების ესკალაცია. სამწუხაროდ, 13-პუნქტიან შეთანხმებაში არსად არის ნახსენები რუსეთის პირდაპირი აგრესია და ის, რომ საომარ მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები მონაწილეობენ. ასევე აღარავის გახსენებია ყირიმი... შეთანხმების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა
შეწყვეტილიყო და დაუყოვნებლივ დაწყებულიყო დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა. შეთანხმების მნიშვნელოვანი ჩანაწერებია ისიც, რომ უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმა 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და უნდა მიიღონ კანონი დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:


- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ მინსკში გამართულ ე.წ. ნორმანდიული ფორმატის მოლაპარაკებას? გახდება კი ეს შეთანხმება უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერების საფუძველი?

- სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებაში მონაწილე პოლიტიკოსებს არ ეტყობოდათ დიდი ოპტიმიზმი, რაც განცხადებებშიც არ დაუმალავთ. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს ის "ნაღმები", რომელიც ამ შეთანხმებაშია ჩადებული. ის ფაქტი, რომ შეთანხმების შემდეგ გაცილებით გააფთრდა რუსული მხარე და ცეცხლის შეწყვეტამდე, 13-14 თებერვალს, საომარი მოქმედებები უფრო ინტენსიური გახდა, ცხადყოფს, რომ კრემლისთვის ეს შეთანხმება ბევრს არაფერს ნიშნავს. საინტერესოა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დრო 24 საათით სწორედ პუტინის მოთხოვნით გადასწიეს, როგორც ჩანს, ცდილობდნენ, ცეცხლის შეწყვეტამდე, რაც შეიძლება დიდი ტერიტორია დაეკავებინათ. მოკლედ, პუტინის ცნობიერებასა და ქმედებაში დიდი პოზიტიური ძვრები არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი უკრაინის ფედერალიზაციის თაობაზე, რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები და უკრაინის ორ რეგიონს ახალი სტატუსი განესაზღვროს, რაც, ჩემი აზრით, დაპირისპირების ახალი წყარო იქნება. ეს იქნება უკრაინაზე მუდმივი ზეწოლის ბერკეტი.

ამ პროცესში ერთადერთი სანდო პერსპექტივა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერთა მკაფიო გამონათქვამებია, რომ ისინი სანქციების შემცირებას არ აპირებენ მანამ, ვიდრე შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდება. უკრაინა რჩება საქართველოსთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხად, უკრაინა არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პრობლემების აქტუალიზაციის წინა პირობა. მართალია, ბოლო ხანს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას გაუგებრობა ახლავს, რაც ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების იქ დასაქმებამ განაპირობა, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ გაუგებრობის მიზეზი უკრაინაში შექმნილი ვითარებაა - უამრავ პრობლემაში გახლართულ უკრაინის ხელისუფლებას უჭირს ჩვენი ქვეყნის ყოფილ ლიდერებთან დაკავშირებული მტყუან-მართლის გარკვევა. დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერს დაინახავენ...

- ბევრს მინსკის შეხვედრამ 1993 წლის 27 ივლისის საქართველო-რუსეთს შორის სოჭში გაფორმებული შეთანხმება გაახსენა, როდესაც რუსეთმა ისარგებლა იმით, რომ საქართველომ მძიმე ტექნიკა გამოიყვანა აფხაზეთიდან და ცეცხლი განაახლა, თუმცა, მერე ყველაფერი სეპარატისტებს დააბრალა... ხომ არ ხედავთ უკრაინაშიც იმავე საშიშროებას?
- ამ ფაქტის გახსენება ლოგიკურია. მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა ეს ხელშეკრულება, რის შედეგადაც სოხუმი დაეცა და აფხაზეთი დაიკარგა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მზაკვრობა არ იწყება და, სავარაუდოდ, არც დამთავრდება პუტინით...

- ცოტა ხნის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა განაცხადა: "პუტინი არ ცხრება და ყველაფერი მესამე მსოფლიო ომამდე მიდის". მინსკის შეხვედრას კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა "ბოლო შანსი" უწოდა, რომლის შემდეგიც ომია... იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები უკრაინაში კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდა, რამდენად რეალურია, რომ ომი გასცდეს უკრაინის ფარგლებს?
- მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამით, ალბათ, თავს თუ მოვიტყუებ. რამდენიმე წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომელთაც ამ ბოლო პერიოდში რუსეთის პერიფერიებში მოსახლეობასთან მოუწია ურთიერთობამ. იქ ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, რუსულ სახელმწიფოს ისინი, ფაქტობრივად, არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ასეთ მდგომარეობაშია, ომისთვის მაინც მზად არის. რუსული პროპაგანდისტული მანქანა ამისთვის მიზანმიმართულად მუშაობს. ამას გეუბნებით სრულიად უბირ და ღატაკ ხალხზე, რომელთა უმეტესობა ალკოჰოლზეა მიჯაჭვული. მათი განწყობა უპირველესად რუსეთის ტრაგედიაა, თუმცა, უკვე არა მხოლოდ მისი. ასეთი განწყობა მარტივად მისაღწევია ისეთ ქვეყნებში, რომელსაც უზარმაზარი ადამიანური რესურსი აქვს და სადაც დიქტატურაა. შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი კარზეა მომდგარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არავის სურს. ერთ გამონათქვამს გავიხსენებ: არ ვიცი, რა იარაღს გამოიყენებენ მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ მეოთხეში აუცილებლად ქვებით დაუპირისპირდებიან ერთმანეთსო...

- ბატონო სოსო, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე გასულ კვირას ყველაზე აქტუალური თემა იყო...

- მიმაჩნია, რომ ამ თემის საჯარო განხილვა ზღვარს გადავიდა. გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ დროა, ლაპარაკი იყოს მის შედეგებზე და არა მიმდინარეობაზე. როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კეთილი უნდა ინებონ და მორჩნენ ამ საკითხზე ლაპარაკს. ეს თემა პოლიტიზებულია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების პირველივე დღიდან. ამას ვერც ავცდებოდით, რადგან უმაღლესი თანამდებობის პირი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ეს ნამდვილად იყო და რჩება საზოგადოების ცხოველი ინტერესის საგნად, ოღონდ არ მეგულება მეორე ქვეყანა, სადაც ტელეეთერში მიმდინარეობდეს ასეთ საქმეზე პროკურორებსა და ადვოკატებს შორის დისკუსიები, არჩევდნენ მტკიცებულებებს და ა.შ. რაც მეტი პირი ჩაერთვება ამ თემის განხილვაში, მით მეტად გაიზრდება ის ბურუსი, რაც ამ საქმეს ისედაც არ აკლია. ბევრად უკეთესი იქნება, თუ დროულად გასაჯაროვდება გამოძიების შედეგი. ჯერჯერობით, ეს პროცესი მხოლოდ აზიანებს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელსაც საქართველოსთვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია. იმედია, დღევანდელ პროკურატურას ძალუძს საქმის ბოლომდე მიყვანა. არ გამოვრიცხავ, საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობაც იყოს. იმედი ვიქონიოთ, რომ მარტიდან ეს სისტემა უფრო სანდო პირის ხელში იქნება და საგამოძიებო პროცესებიც უფრო სწრაფად დასრულდება.

- მიიჩნევთ, რომ ზოგიერთი საქმის გამოძიება საგანგებოდ გააჭიანურეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეცვლამდე?

- ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლოზე ზეწოლა აღარ არის, გადაჭარბებულია. შესაძლოა, ახალი ხელისუფლების ზეწოლა წინასთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აქვს სასამართლო სისტემაზე გავლენის ბერკეტები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთგული თანაგუნდელების მიმართაც კი უამრავი მაკომპრომეტირებელი მასალა აქვთ გადანახული, იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ანალოგიური კომპრომატები არაერთ მოსამართლეზეც ექნებათ. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს მოსამართლეებში შიში ძველი ხელისუფლებისა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეცვლა კონსტიტუციური პროცესია და იმედია, წარმატებით დასრულდება, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად.

- ჟვანიას საქმეს მივუბრუნდეთ. ბოლო დროს ბევრჯერ ახსენეს "ეფბიაის" დასკვნა. ვარაუდობენ, რომ დასკვნაში ზოგიერთი ეპიზოდი გაყალბებულია. თქვენი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლებას თუ ექნებოდა ამის სურვილი, შეძლებდა ამერიკულ საგამოძიებო ორგანოზე გავლენის მოხდენას?
- სავარაუდოდ, ზემოქმედების ინსტრუმენტები არსებობს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თუ ხელისუფლებას დედნის რომელიმე ნაწილი არ მოეწონებოდა, მის შეცვლაზეც ეზრუნა. ის, რომ პირველად ეს დასკვნა დამახინჯებულად ითარგმნა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს... საინტერესოა ამერიკის ელჩის განცხადება, რომ "ეფიაიმ" ეს დასკვნა მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა; ანუ რა მტკიცებულებებიც ხელისუფლებამ მიაწოდა, იმის საფუძველზე. მისივე თქმით, თუ საქმეში ახალი მასალები გაჩნდა, ამერიკული მხარე კვლავაც მზად არის, გამოძიების პროცესში ჩაერთოს.

- პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა...
- ასეთი რთულად გამოსაძიებელი საქმის შედეგიანად დასრულება ნამდვილად გახდებოდა ნებისმიერი პროკურატურისთვის სიამაყის მიზეზი, თუმცა, ვფიქრობ, ჩვენს სამართალდამცავებს სიხარული ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. ნებისმიერი გამოძიების დროს ჩნდება კითხვები. თუ მთლიანად არ იქნება წარმოდგენილი ამ დანაშაულის ჩამფიქრებელთა და შემსრულებელთა შორის არსებული ჯაჭვი, არ იქნება დასახელებული მოტივი, საზოგადოებას ეჭვი არ გაუქარწყლდება, თუმცა, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...

- ფიქრობთ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა კორტების სპეცოპერაციას უკავშირდება?

- სიმართლე გითხრათ, მე ირაკლი ფირცხალავა არ მიმაჩნია დამკვეთად. სავარაუდოდ, უფრო შუამავალი იქნებოდა დამკვეთსა და შემსრულებლებს შორის. ნუ ჩამთვლით ფირცხალავას ადვოკატად, მაგრამ ვეჭვობ, ის იყოს ყოფილი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც შესაძლოა, ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს ხორცს შეასხამდა.

- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უკვე დაასახელეს, თუმცა, უმრავლესობაში ლამის განხეთქილების ვაშლად იქცა ის კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა შეარჩიონ საბოლოო კანდიდატი. მომსწრენი გავხდით დაპირისპირებისა უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესა და პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილს შორის, რომელიც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია...
-  ქუცნაშვილსა და საგანელიძეს შორის დაპირისპირება ძველი ამბავია, მაგრამ  ამჟამინდელი პროცესი ცხადყოფს, რომ თვითონ საპარლამენტო უმრავლესობაშია აზრთა სხვადასხვაობა. რასაკვირველია, "ქართული ოცნებისთვის" უფრო სასარგებლო იქნებოდა, ეს თემები მოგვარებულიყო არა საჯაროდ, არამედ თავად პარტიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, თემა ისე იყო აჟიტირებული, რომ აღარ დაიმალა. ნუ დავივიწყებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმები წარმოადგინა პრეზიდენტმა, ეს მისი უფლებაა. გავა რამდენიმე დღე და დაასახელებენ თავმჯდომარეობის კანდიდატს... ვფიქრობ, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ისეთი შეფასებებისგან, რაც ავნებს სასამართლო სისტემას. არა მგონია, პარლამენტმა შური იძიოს პრეზიდენტზე და მის ფავორიტს არ დაუჭიროს მხარი მხოლოდ იმის გამო, რომ შესაძლოა, ის პირი არ დასახელდეს, ვინც საპარლამენტო უმრავლესობას უნდა... რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ორგანიზაცია ვერ ჩამოყალიბდა კლასიკურ პარტიულ სისტემად. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ პარტიაში პოლიტიკოსთა დეფიციტია.

- თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, ჯოკია ბოდოკია, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ბევრი მიიჩნევს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და შესაძლოა, ამ საქმეში უფრო მაღალი თანამდებობის პირებიც არიან გარეული...

-  ზეპირად რაიმეს თქმა ძნელია, გამოძიება გამოაჩენს, მარტო მოქმედებდა ეს პირი თუ - არა. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ ქალაქის მერს, დავით ნარმანიას, ამ საქმესთან კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. მისი ცხოვრების წესი ამგვარ ქმედებას კატეგორიულად გამორიცხავს.

- როგორც გაირკვა, ჯოკია ბოდოკია 2010 წელს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. რისი ბრალია, რომ ხელისუფლებაში ასეთ საკადრო გადაწყვეტილებებს იღებენ? შეგახსენებთ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ სკანდალსაც, როდესაც ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსად - ვალერი ზუმბაძე, სამხედრო ინსპექციის უფროსის მოადგილედ კი რობერტ გრიგალაშვილი დანიშნა. ორივე წინა ხელისუფლების დროსაც თანამდებობებზე იყვნენ და მათ არაერთ გახმაურებულ საქმესთან არცთუ კანონიერ კავშირში ამხელდნენ... ზუმბაძე და გრიგალაშვილი საზოგადოებრივი პროტესტის გამო იძულებულები გახდნენ, თანამდებობები დაეტოვებინათ...

- საკადრო პოლიტიკა დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე სუსტი მხარეა. არ ვიცი, არსებობს თუ არა ჩანაწერი იმის თაობაზე, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების მოსურნეს, ან რა გამოცდილება და პროფესიონალიზმი... როგორც წესი, ეს არის კულისებს მიღმა გადამალული თემა. როგორც ჩანს, უკვე ტრადიციად იქცა, რომ პირები ინიშნებიან მხოლოდ ვიღაცის ნება-სურვილის წყალობით. ისინი, ვინც თავდაცვის სისტემაში დანიშნეს, მეტად ცნობილი არიან პოლიტპატიმართა შორის. ისინი იყვნენ მერაბიშვილის სანდო და საამაყო კადრები და არაერთ უმსგავსობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული...

ის ფაქტი, რომ მინისტრმა ამ კადრებით დაიწყო სამინისტროს "გაჯანსაღება", მიუთითებს, რომ  მისთვის მთავარია პირადი ურთიერთობები და არა სხვა რამ. პარალელი შემიძლია გავავლო ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან, როდესაც დამარცხებული ქართული არმია საფრთხეს წარმოადგენდა ხელისუფლებისთვის და ახალაია ზუსტად ამ მოტივით გაამინისტრეს. გაამინისტრეს მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრებთან ურთიერთობის გამოცდილება ჯარისკაცებზეც გაევრცელებინა. შედეგად მივიღეთ უამრავი დაპატიმრებული ჯარისკაცი, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი ოფიცრები და ა.შ. ასე დაისადგურა თავდაცვის სისტემაში ტერორმა და გაუგებრობამ, რაც იყო მძიმე დარტყმა ქართული ჯარისთვის. დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ბატონმა პრემიერმა და საზოგადოების პროტესტი, რის შედეგადაც ეს ორი ბატონი წაბრძანდა თავდაცვის სამინისტროდან, ქართულ ჯარზე შეტევად შეაფასა. არადა, მე სწორედ ამ ხალხის თავდაცვის სამინისტროში მიყვანა მიმაჩნია არმიაზე შეტევად. რას გულისხმობდა პრემიერი შეტევაში, გაუგებარია! როდესაც ის თვითონ ყოფილ თავდაცვის მინისტრ ალასანიას დისკრედიტაციას უწევდა, ეს არ იყო შეტევა, და ჯანელიძეს რომ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითეს, ეს არის შეტევა?!

ნათია დოლიძე

ბიძინა სავანელს
27 თებერვალი 2015 12:30
ორივეს კისერიც უტეხია
omar
23 თებერვალი 2015 13:42
ბიძინა სავანელი:Да здравствует Киевская Русь, долой Монгольская "Русь".
აბა, ამასა ჰყოლიან და!
ბიძინა სავანელი
19 თებერვალი 2015 21:30

1. Ф. М. Достоевский «Нечто о Русском Вранье»
«Отчего у нас все лгут, все до единаго? Это именно потому, что у нас могут лгать даже совершенно честные люди. Я убеждён, что в других нациях, в огромном большинстве, лгут только одни негодяи; лгут из практической выгоды, т.е. прямо с преступными целями. ...Истина лежит перед людьмы по сто лет на столе и они не берут, а гоняются за придуманным, именно потому, что ее-то и считают фантастичным и утопическим. ...Женщина меньше лжёт, многие даже совсем не лгут, а мужчин почти нет нелгущих». См. Ф. М. Достоевский, Дневник Писателя, Полное Собрание Сочинений, издание шестое, т. X, пар. XV, С.-Петербург, 1906, стр. 285, 287, 288.
2. А. Толстой писал: “Есть две Руси. Первая Киевская имеет свой корень в мировой, а по меньшей мере в европейской культуре. Идеи добра, чести, свободы, справедливости, понимала эта Русь так, как понимал ее весь западный мир. А есть еще вторая Русь – Московская. Это Русь Тайги, монгольская, дикая, звериная. Эта Русь сделала своим национальным идеалом кровавую деспотию и дикую ожесточенность. Эта Московская Русь, из давних времен была, есть, и будет полным отрицанием всего европейского и ожесточенным врагом Европы”.
3. ”Пьянство, малограмотность, тупость и убожество русского мужика, отставшего от Европы лет на двести, и до сих пор еще не совсем уверенно застегивающий собственные штаны, в очередной раз показывает, что с ним дружить нельзя, так как он рассматривает дружбу как слабость". А. П. ЧЕХОВ.

Да здравствует Киевская Русь, долой Монгольская "Русь".

რედაქტორის რჩევით