"ღარიბაშვილს ვერ დავაბრალებთ ფულის მოპარვას, მაგრამ..." - წლის წასვლა და 2015 წლის მთავარი თემები
28-12-2015
"ღარიბაშვილს ვერ დავაბრალებთ ფულის მოპარვას, მაგრამ..."  - წლის წასვლა და  2015 წლის მთავარი თემები
2015 წლის უმთავრესი პოლიტიკური მოვლენა ევროკომისიის დადებითი დასკვნაა, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეები მაქსიმუმ 6 თვეში ევროპის 30 ქვეყანაში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.


მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ნატო-სთან დაახლოების გზაზეც. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოში სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი უკვე დააფუძნა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში განსაკუთრებული ძვრები წელს არ მომხდარა, თუმცა, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოში განვითარებულ პროცესებშიც რუსეთმა თავისი როლი შეასრულა. 2015 წელი ისტორიაში შევა ტერორიზმის გააქტიურებითა
და სირიაში მიმდინარე ურთულესი პროცესებით, რასაც თან ერთვოდა რუსეთ-უკრაინის დროდადრო გამწვავებული კონფლიქტი და თურქეთისა და რუსეთის გამწვავებული ურთიერთობა. მაშ, ასე, გადავხედოთ 2015 წლის მთავარ თემებს:

"უკვე ყველა ქვეყანა უნდა იღებდეს ზომებს ტერორისტთა თავდასხმის პრევენციისთვის"

ბადრი ნაჭყებია: "13 ნოემბერი ევროპის ისტორიაში "სისხ­ლიანი პარასკევის" სახელით შევიდა.­ პარიზის ექვს სხვადასხვა ადგილს ტერორისტები ერთდროულად დაესხნენ თავს, მათ სამიზნედ ქცეული მშვიდობიანი მოსახლეობა
კი სრულიად დაუცველი აღმოჩნდა... ყველა ქვეყანა უნდა იღებდეს ზომებს ტერორისტთა თავდასხმის პრევენციისთვის. საინტერესოა ერთი ფაქტი: საფრანგეთი დღეს ევროპაში ყველაზე დიდი ბირთვული ქვეყანაა, რომელიც ასეთი დარტყმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ეს არის ფრანგული სპეცსამსახურების სრული კოლაფსი. ვფიქრობ, სერიოზული მუშაობა მოუწევთ ამ სამსახურებს და ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მთელი ევროპისთვისაც. ეს იყო კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი, დიდი დაფინანსებით. ცხადია, "ისლამურ სახელმწიფოში" კარგად გაწვრთნილი პროფესიონალი სამხედროები და მომზადებული ადამიანები არიან".

"ჩვენ ვცხოვრობთ იმავე სისტემაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დატოვა"

ვახტანგ ძაბირაძე: "ჩვენ ვცხოვრობთ იმავე სისტემაში, რომელიც სააკაშვილმა დატოვა და ეს სისტემა, უპირველესად, ხელისუფლებას აზარალებს. ამიტომ თავდაპირველად სწორედ სისტემის რეფორმირება უნდა განხორციელებულიყო, რაც დღემდე არ მოხდა. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ხელისუფლება და მოსახლეობა ერთმანეთს აღარ ენდობა. ხელისუფლება ცდება, თუ მთავარ ოპონენტად ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს. დღეს მას "ნაციონალური მოძრაობა" კი არა, ხალხი უპირისპირდება... ვერ მოხერხდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალეულობის სათანადოდ დამტკიცება. რაც შეეხება დესტაბილიზაციის საფრთხეს და ამაში "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესს, ასეთ ვითარებაშიც კი, "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის სათავეში დაბრუნების შანსი არა აქვს".

"თაღლითი ოსტაპი" ისევ დაბრუნდა ოდესაში"

სოსო ცისკარიშვილი: "უკრაინის საკადრო პოლიტიკისა აღარაფერი მიკვირს. სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებით მართლაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიჭირს, დავიჯერო, რომ ის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს იტყვის. არ გამოვრიცხავ, ეს გადაწყვეტილება სააკაშვილის გავლენის შესასუსტებლად იყოს მიღებული. უკრაინაში ქართველი ჩინოსნების საქმიანობას მაინცდამაინც დადებითად არ აფასებენ, გვესმის უკმაყოფილო განცხადებებიც. ამ ფონზე არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილი, უბრალოდ, გაარიდეს კიევს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილზე საბოლოოდ აიღო ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაზე", რადგან დარწმუნდა, რომ ამ ძალას საქართველოში წარმატების შანსი აღარ აქვს. ბედის ირონიაა, რომ სააკაშვილი "ანეკდოტების მექის" გუბერნატორად დანიშნეს. სააკაშვილი დაპირებებით ქართველებს ნამდვილად ვერ გაგვაკვირვებს. ახლა, ალბათ, "ააყვავებს" ოდესას და საბოლოოდ ისევ რუსეთს ჩააბარებს... "თაღლითი ოსტაპი" ისევ დაბრუნდა ოდესაში. ისიც უნდა ითქვას, რომ წიგნის გმირს იმდენი არაფერი უვნია ქვეყნისთვის, რაც სააკაშვილმა ავნო, ამიტომ სააკაშვილისთვის ეს შეფასება კომპლიმენტი უფროა"."

"როდესაც დამნაშავე სამართალდამცავის მანტიას ირგებს, უფრო საშიში ხდება"

რამაზ საყვარელიძე: "გვახსოვს დრო, როდესაც საზოგადოება ე.წ. ქუჩის ტოტალურ ტერორში ცხოვრობდა - "მხედრიონის" პერიოდს ვგულისხმობ. შევარდნაძის მმართველობისას ტერორი ნელ-ნელა შესუსტდა, მაგრამ არ გამქრალა. სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეს პრობლემა თითქოს გაქრა, თუმცა, თვითონ ხელისუფლება და მასთან დაახლოებული პირები გახდნენ მოქალაქეებისთვის სახიფათო. ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაში პოლიტიკურ მოტივს ვერ გამოვრიცხავთ.
სახელმწიფომ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იმოქმედოს და არ დაუშვას ქუჩის ტერორის დაბრუნება. არც ის უნდა დავუშვათ, რომ სამართლიანობის აღდგენის მომხრეებზე ნადირობა დაიწყოს. ამ ტრაგედიას რამდენიმე პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონოდა - საზოგადოებისა და განსაკუთრებით იმ პირების დაშინება, ვინც სამართლის აღდგენას ითხოვს, და კიდევ - ხელისუფლების დისკრედიტაცია. ბუნებრივად გვახსენდება იური ვაზაგაშვილის ენით აუწერელი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ორივე დანაშაული გამოწვევაა საზოგადოებისთვის. ძველმა ხელისუფლებამ სამართალდამცავ ორგანოებში ბევრი თავისი კადრი შეინარჩუნა და ისინი დიდწილად კრიმინალთან არიან დაკავშირებული. როდესაც დამნაშავე სამართალდამცავის მანტიას ირგებს, უფრო საშიში ხდება. სწორედ ამიტომაც არის საჭირო სისტემის სრული დემონტაჟი, რაც დღემდე ვერ მოუხერხებია ხელისუფლებას".

"დავინახეთ თაობა, რომელიც საბჭოთა წიდისგან თავისუფალია"

ზაზა ფირალიშვილი: "13-14 ივნისის სტიქიური უბედურების შემდგომმა დღეებმა დაგვანახა, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის არა მთავრობას, ძლიერ მფარველს თუ რომელიმე საერთაშორისო გაერთიანებას, არამედ იმ ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. დავინახეთ, რომ შეგვიძლია საკუთარი თავის პატრონობა, მიუხედავად ხელისუფლებისა, მიუხედავად ერის ლიდერების, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობისა, მიუხედავად იმ პოლიტიკოსების სიმრავლისა, ფოტოგრაფების თანხლებით რომ დადიოდნენ უბედურების ადგილზე.

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: დავინახეთ თაობა, ყოველ შემთხვევაში, ნიშნები მაინც იმ თაობისა, რომელიც საბჭოთა წიდისგან თავისუფალია. ათი-თხუთმეტი წელი დაგვრჩენია საიმისოდ, რომ ქვეყნის სადავეები მან გადაიბაროს და ახლა მთავარია, ამ წლების განმავლობაში რამე საბედისწერო შეცდომა არ დავუშვათ".

"ეს პროცესი ზურას მეორედ მოკვლის მცდელობა იყო"

გია ხუხაშვილი: "ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული მისი პირადი დაცვის წევრების - ხარშილაძისა და ძაძამიას სასამართლო პროცესი, როდესაც ისინი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, როგორც მოსალოდნელი იყო, სკანდალური გამოდგა... ეს პროცესი საქმისთვის უფრო საზარალო იქნება, ვიდრე შედეგის მომტანი. ჩვენ ავცდით მთავარ საკითხს - ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამოძიებას. დაცვის წევრებისთვის გამოტანილი ვერდიქტით გამოძიებამ დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანია იმ ბინაში, სადაც გარდაცვლილი ნახეს, თავისი ფეხით მივიდა, ანუ დაცვის თანამშრომლებმა მიიყვანეს და მიატოვეს. ამიტომაც გაასამართლეს ხარშილაძე და ძაძამია. ამით ლამის უარყოფილია მკვლელობის ვერსია. მაინტერესებს,­ რა გამოიძიეს დღეს? ქმნიან რაღაც პიარილუზიას, თითქოს ეს გამოძიება შეეხებოდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეს, არადა, სინამდვილეში ამ ძიებას მთავარ საკითხთან საერთო არაფერი აქვს. მეტსაც გეტყვით: ამ პროცესმა დააზარალა მთავარი საკითხი, გამომზეურდა ამდენი ჭუჭყი, კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს ზურას ხსოვნა. განა სამსახურებრივი გულგრილობა იყო ამ საქმეში მთავარი თემა? ამ პროცესით ჟვანიას მკვლელობის საქმის გამოძიება უკანა პლანზე გადავიდა. მეტიც, ძალიან ბევრ ვერსიას, უფრო ლოგიკურს, გადაესვა ხაზი. დარჩა ერთადერთი ვერსია - რომ ზურა ცოცხალი მივიდა იმ ბინაში, არადა, მკვლელობის სხვა, გაცილებით დამაჯერებელი ვერსიები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ეს პროცესი ზურას მეორედ მოკვლის მცდელობა იყო".

"ვამბობთ "ნაციონალურ მოძრაობას", ვგულისხმობთ "რუსთავი 2"-ს და პირიქით"

არჩილ გამზარდია: "შესაძლოა, ბოლო ხანს ზოგიერთი გადაცემის დახურვის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, მართლაც ხომ არ ცდილობს ვინმე მედიაზე ზეწოლას, მაგრამ ამის მაგალითად "რუსთავი 2" არამც და არამც არ გამოდგება. მოგეხსენებათ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უამრავმა ადამიანმა გამოთქვა პრეტენზია დაკარგული ქონების დაბრუნებაზე... ამგვარი სურვილი ჰქონდა ქიბარ ხალვაშსაც, რომელმაც გადაწყვიტა, სამართლებრივად იბრძოლოს. საფუძვლიანია მისი პრეტენზია თუ არა, ამას სასამართლო გადაწყვეტს, თუმცა, ხალვაშს ამ ბრძოლის უფლება აქვს. ეს ტელეკომპანია "ნაციონალური მოძრაობის" დროს იმდენჯერ გაყიდეს და გადააფორმ-გადმოაფორმეს, რომ საზოგადოებასაც აქვს მისი მფლობელების თაობაზე არაერთი კითხვა. ვიდრე ქონება სადავოა, მას აყადაღებენ. ასე მოხდა ახლაც. ეს სამართლებრივი პროცესია, რომელსაც მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობისა" და ტელევიზიის მესვეურთა ისტერია, თუმცა, მე მათ ერთმანეთისგან ვერც ვასხვავებ. ვამბობთ "ნაციონალურ მოძრაობას", ვგულისხმობთ "რუსთავი 2"-ს და პირიქით... ტყუილია გვარამიას განცხადება, დაგვხურესო. ეს ის გვარამიაა, რომელიც 2007 წელს "იმედის" ქონების დაყადაღებას ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევდა და ოპოზიციის ლიდერებს პირდაპირი ეთერით რუსეთის­ აგენტებად აცხადებდა... თუ ეს მაშინ ჩვეულებრივი პროცედურა იყო, დღეს მედიაზე ზეწოლა რატომ გახდა?!"

"საქართველო ევროპის ნაწილია!"

სანდრო თვალჭრელიძე: "ვიზა-ლიბერალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ტყუილად ცდილობენ პროცედურულ საკითხებზე აპელირებით მის დაკნინებას... მას მერე, რაც გამარტივებული რეჟიმი ამოქმედდება, საკონსულოებთან აღარ მოგვიწევს საათობით რიგში დგომა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მხარეა. მთავარია, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ შეუქცევადია - ამას ევროპაშიც კარგად ხედავენ და აღიარებენ. ევროპამ ამ ანგარიშით თქვა ის, რაც აქამდეც ვიცოდით - საქართველო ევროპის ნაწილია! ეს არის ჩვენი, როგორც საერთაშორისო აქტორის დაფასება, აქტორისა, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიის გზაზე. მოსალოდნელი ევროპული ვიზა-ლიბერალიზაციის მოლოდინში კრემლმა ჯერ შეფარვით დაიწყო ლაპარაკი საქართველოსთვის ვიზების გამარტივებაზე, შემდეგ კი უკვე პუტინმა მოგვახსენა, რომ თურმე მზად არის, საქართველოსთან აღადგინოს უვიზო მიმოსვლა. მეტიც, ამხანაგი პუტინი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ქართული ხაჭაპურითაც გაუმასპინძლდა. ესეც ერთგვარი ჟესტი იყო ქართველების გულის მოსაგებად. რას ვიზამთ, ვერ გასცდა კრემლის პოლიტიკა გასტრონომიას... ვიზა-ლიბერალიზაცია სრულიად ახალ სივრცეს აჩენს აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ. თუ ისინი აიღებენ ქართულ პასპორტებს, ისარგებლებენ ამ ვიზა-ლიბერალიზაციით ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეები."

"ღარიბაშვილს ვერ დავაბრალებთ ფულის მოპარვას, მაგრამ..."

მამუკა არეშიძე: "ივანიშვილმა თქვა, რომ მისდამი არსებული ჭარბი ნდობა უნდა გადანაწილებულიყო ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ვერ მოხდა იმიტომ, რომ ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს დაშორდა. ისე, ცოტა უცნაურად მეჩვენება მთავრობასთან დაკავშირებული ივანიშვილის გამონათქვამები. ერთი მხრივ, აქებს მთავრობასა და მის მეთაურს, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ მთავრობის წევრებს აქვთ გარკვეული ჯგუფის არაკონსტრუქციული გავლენის ქვეშ მოქცევის პრობლემა. სწორედ ეს თქვა, როცა პრემიერ-მინისტრის ნათესავები ახსენა.

ივანიშვილმა ღარიბაშვილი შვილივით გაზარდა. პრემიერს ჩაბარებული ჰქონდა ამხელა ბიუჯეტი და მისთვის უკანონოდ თეთრი არ მოუკლია. ამიტომაც ივანიშვილი ღარიბაშვილს უაღრესად ენდობოდა. თუმცა, ამ ნდობას ცოტა ბზარი გაუჩნდა. მიზეზი ის არის, რომ გამოჩნდნენ პირები, მათ შორის - ღარიბაშვილის ნათესაობიდან, ვინც ღარიბაშვილ-ივანიშვილის ურთიერთობით ცხოვრების მოწყობა მოინდომეს. ივანიშვილი ვერ იტანს ტყუილს და ვერ იტანს, როდესაც ფულს ჰპარავენ. ღარიბაშვილს ვერ დავაბრალებთ ფულის მოპარვას, მაგრამ ტყუილი მას პირადად თუ არ უთქვამს, თქვეს მისი უახლოესი გარემოცვის წევრებმა".

ირაკლი ღარიბაშვილი: "გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის თანამდებობა, იქნებოდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრობა თუ პრემიერ-მინისტრობა, ზოგადად ხელისუფლებაში ყოფნა, არასოდეს ყოფილა თვითმიზანი. ჩემთვის ეს არის საშუალება იმისა, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩვენს ძვირფას ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია გვაქვს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მაგალითს დავუტოვებთ მომავალ თაობას. თანამდებობები არის დროებით, მარადიული არის უფალი და სამშობლო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა, როცა გამყარებულია ჩვენი ქვეყნის განვითარების საშინაო და საგარეო მიმართულებები, მინდა ვუსურვო წარმატება მომავალ ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას ხალხს! ჩემი ოცნება არის, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო, ძლიერი, ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხი. ამიტომ, მე ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად!"

ნათია დოლიძე
david67
30 დეკემბერი 2015 16:46
ამ აკას და გლახუნას,ხომ ვერ დაასწრებ კომენტარს.თან რა ამაზრზენ კომენტარებს დებენ. იმის მაგივრად , რომ მომავალზე და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ ან იფიქრონ სააკაშვილს მისტირიან,თითქოს თუნდაც პატარა ქვეყანაში,სხვა ვერავინ გამოჩნღება.ვერ ეღირსებით სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას! ამას ხომ თქვენც ნამდვილად ხვდებით? არ მესმის რა საჭიროა ილაპარაკო იმაზე,რაც არასდროს არ მოხდება! გასაგებია არ მოგწონს ეს მთავრობა, მაგრამ ძველი ფაშისტები, რატომ უნდა გინდოდეს?
glaxuna
29 დეკემბერი 2015 22:09


ნ ე ტ ა ვ როდემდე ი ბ რ უ ტ უ ნ ე ბ თ

თანამედროვე ,,ანალიტიკოსები,,

,,პოლიტოლოგები,,
ეს
,,ყოფილი,, კომუნისტები და მათი გამოზრდილი კომკავშირელები -?!

არადა - მ ტ ე რ ი და მოყვარე ვერ გაურჩევიათ,
და
მეგობარი და მოძულე !!!

თურმე უკრაინაში კარგი სახელით ვერ არიან ნაც-ები?!

შეგახსენებთ ყველაზე პ ო პ უ ლ ა რ უ ლ ი პოლიტიკური ფიგურა თანამედროვე უკრაინაში არის მ.სააკაშვილი,

ყველა გამოკითხვის შედეგად,ყველაზე მ ი ნ ი მ ა ლ უ რ ი
47-27-%-ტით,
პრეზიდენტ პოროშენკოსთან,

და აღარაფერს ვამბობ პრემიერთან და მის მინისტრთა საბჭოსთან...

და რაც გ ა კ ე თ დ ა,მ ხ ო ლ ო დ ნაც-ების მონაწილეობით და წარმართვით ...და მას ა ფ ა ს ე ბ ს მხოლოდ უ შ უ ა ლ ო დ უკრაინელი ხალხი და უკრაინის მ ო ქ ა ლ ა ქ ე ე ბ ი და ...

ვისაც ს ზ უ ლ თ -მხოლოდ ყოფილი კომუნისტების ფინანსურ -კრიმინალურ კლანურ ძ ა ლ ე ბ ს
და ეს უ ბ რ ა ლ ო დ - ფ ა ქ ტ ი ა!!!

და ნაც-ები და მათი წარმატებული რეფორმები,რომ არა სომხეთი და აზერბაიჯანი იქნებოდა დღეს მისაბაძი და მისათითებელი მმსახელმწიფოები,,

რა ასოცირების,რის უვიზო მიმოსვლის შესახებ ს ა უ ბ ა რ ი ც კი ც ი ვ ი ლ ი ზ ე ბ უ ლ დასავლეთ ღ ი რ ს ე უ ლ ი ერების თანამეგობრობასთან!
AKA
29 დეკემბერი 2015 12:48
ბატონებო, მოგეხსენებათ, რომ 200 წლით დამონებული რუსეთის სამხრეთდასავლეთი პროვინციისაგან, რომელსაც საქართველო ერქვა, ქვეყნის აშენება ძალიან რთულია, და ჩვენდა საბედნიეროდ მოვესწარით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის, სახელმწიფოდ აღდგენას...,
--ბატონო სოსო მხედველობა და მეხსიერება დაგსუსტებიათ, ოსტაპ ბენდერის ფილოსოფიას ვერ გაცდენილხართ:,,. "თაღლითი ოსტაპი" ისევ დაბრუნდა ოდესაში" ს აყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე: "გვახსოვს დრო, როდესაც საზოგადოება ე.წ. ქუჩის ტოტალურ ტერორში ცხოვრობდა -.....
,,ეს პროცესი ზურას მეორედ მოკვლის მცდელობა იყო" გ ი ა ხუხაშვილი: ზურას საქმის გახსნა შეუძლებელია, რადგან КГБ-ს (რუსეთის) ხელით არის გაკეთებული...
სანდრო თ ვ ა ლ ჭ რ ე ლ ი ძ ე: "ვიზა-ლიბერალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ტყუილად ცდილობენ პროცედურულ საკითხებზე აპელირებით მის დაკნინებას ამ მოვლენამ
..საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა....ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკურად ჩამოშორების შემდეგ КГБ-ს გენერალმა შევარდნაძემ, გაპრეზიდენტებისთანავე საქართველო გ ა ნ ზრ ა ხ, ყაჩაღების ქვეყნად აქცია ; ყველაფერი გაიქურდა, ქარხნები ჯართად გაიყიდა. ყველა იპარავდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდა, მინისტრიდან დაწყებული უბრალო მოკვდავით დამთავრებული. ჩააბნელა საქართველო; ტრანსპორტი და მეტრო ნახევრად მუშაობდა.. სწავლა უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში ჩაშლილი იყო. სოფლად და ქალაქად, დაძრწოდნენ შეიარაღებული მხედრიონელები და სხვა და სხვა ჯურის ბანდიტები. რეკეტიორები ...ფულს სძალავდნენ.. სრული განუკითხაობა სუფევდა... და ეს სრული განუკითხაობა 10 წელს გრძელდებოდა...
,,ვარდების“ რევოლუციამ, საქართველოს მართვას ჩამოაშორა მოღალატე შევარნაძე... დაიწყო განათლებული ახალგაზრდა ენერგიული პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის 10 წლიანი ხანა... ,, ამ სატანა ნაციონალებმა“ საიდანღაც გააჩინეს ელექტროენერგია, გაანათეს ქალაქები და სოფლები. ჩართეს გაზი, შემოიტანეს საკვები პროდუტები, დაიწყეს ინტენსიური აღმშენებლობა მთელ ქვეყნის მასშტაბით. დააგეს თანამედროვე გზები, აღადგინეს სარაიონო გზები.. , ჩაატარეს რეფორმები. დაამყარეს წესრიგი. ხალხს აღარ ეშინოდა.. დათრგუნულმა ხალხმა ამოისუნთქა, ქალაქი ქალაქს დაამსგავსეს და ქვეყანას სახელმწიფოს სახე მისცეს. ა ხ ლ გ ა ზ რ დ ე ბ ი თ დაკომპლექტებულმა მთავრობამ საქართველო, როგორც ქვეყანა გ ა დ ა ა რ ჩ ი ნ ა.. ..საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო სამართლის ს უ ბ ი ე ქ ტ ი ა. რუსული ენა ჩაანაცვლა სხვა ენებმა. ქართველები, უშუალოდ ვეკონტაქტებით ევროპულ და არა მარტო ევროპულ კულტურას. თავისუფლებაში აღზრილი, საზღვარგარეთ გასული ახალგაზრდა ქართველები მუშაობენ , სწავლობენ და კვალიფიკაციას იმაღლებენ განვითარებული ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებში, სამეცნიერო კვლევით და კულტურულ ცენტრებში. ორიგინალში კითხულობენ მსოფლიოში ცნობილ მწერლებისა და პოეტების... შემოქმედებას...
თანამედროვე ნიჭიერმა ახალგაზრდობამ, ბევრ, ქეიფის მოყვარულ პაპასა და მამას გაუსწრო ინტელექტითა და შრომისმოყვარეობით. საამაყოა კ ა ნ ო მ მ ო რ ჩ ი ლ ახალგაზრდა ქართველების ყოფა ცხოვრების ხილვა.
ზემოთთქმული, სწორედ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ არის მიღწეული. ზოგისთვის ,,ოსტაპ ბენდერი“
ნუთუ არ მოგბეზრდათ ახალ ახალი ჭორებისა და ზღაპრების ძიება სააკაშვილის დისკრედიტაციისათვის, რითაც ძალიან ახარებთ დამოუკიდებლი სამშობლოს მტრებს ?!?

რედაქტორის რჩევით