"სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობას მახინჯი ფორმა აქვს"
13-02-2017
"სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობას მახინჯი ფორმა აქვს"
"ის, რომ მიყურადება-თვალთვალის საკითხი ასეთი ღია მსჯელობის თემად იქცა ჩვენს ქვეყანაში, ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებს მხოლოდ აკვირვებს"

საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოების გზების ძებნას შეუდგა. ვაშინგტონში პრემიერის მრჩევლის, თედო ჯაფარიძის, მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეწვია, რომელიც ამერიკის სენატისა და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს მაიკლ ფლინსა და ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს. "პოზიტიურად შეფასდა ყველა ის პროცესი, რომელსაც საქართველოს
მთავრობა ახორციელებს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში... რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა. მათ აქვთ სურვილი, საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ,
მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს", - განაცხადა ჯანელიძემ რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ.

როგორ შეიძლება წარიმართოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი პრეზიდენტობის განმავლობაში? - ექსპერტ მამუკა­ არეშიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- მიუხედავად ასეთი მაღალი დონის შეხვედრებისა, თქვენს კითხვაზე საპასუხოდ რაიმეს დანამდვილებით თქმა გამიჭირდება­. ერთი რამ ცხადია - საგარეო საქმეთა მინისტრის ამ წარმატებული ვიზიტის მოსამ­ზადებლად ბოლო ერთი თვის განმავლობა­ში თედო ჯაფარიძემ, ჩვენს ელჩ დავით ბაქ­რაძესთან ერთად, ტიტანური სამუშაო გასწია. დანამდვილებით ვიცი, რა დონის შეხვედრები ჰქონდა მას და პოლიტიკური დიპლომატიის რა რთულ "სიმებს" შეეხო... ამ შეხვედრების შედეგებზე ჯერ პრინციპულად არ ვილაპარაკებ, რადგან ჩემთვის ინფორმაცია ბოლომდე ცნობილი არ არის, მით უფრო - ამერიკული მხრიდან. შეხვედრების ეს მაღალი დონე მახარებს და იმედიანად განმაწყობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის მაღალი ხარისხი არათუ­ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აშშ რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციის პირველ ნაბიჯებს და აშშ-ში შექმნილ ვითარებას, ზუსტი შეფასებები აქაც რთულია, რადგან ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ დეკლარირებული ფრაზები, მაგალითად, სირიაში ამერიკისა და რუსეთის ჯარების ერთობლივი მოქმედების შესახებ, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს... ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია მეტ-ნაკლებად დაზუსტებით ვილაპარაკოთ, ის არის, რომ
ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ირანთან ურთიერთობის იმ ფორმის შენარჩუნებას, რომელიც ბოლო პერიოდში ობამამ დააწესა;

- პოლიტიკურად დაძაბული გამოდგა გასული კვირა. ჯერ იყო და, პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მიიღო, შემდგომ კი კიდევ ერთი ვეტოს კონტურები გამოიკვეთა. საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებათა იმ პაკეტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი უწყება - "ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება. ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას, პრეზიდენტსაც პარლამენტის უმრავლესობისგან რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება აქვს, რის თაობაზეც მან საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაცია შესთავაზა, რაზეც "ქართული ოცნების" უმრავლესობამ უარი განაცხადა... კომიტეტებში ეს პაკეტი უკვე განიხილეს, მომავალ სასესიო კვირას მასზე უკვე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ...

- იმას, რაც ხდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, უკიდურესად უარყოფითად ვაფასებ. საზოგადოება დაიღალა ამ გაუთავებელი დავით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი - პარლამენტის წინა თუ ამჟამინდელი მოწვევის უმრავლესობას შორის. ვერ შედგა ეს ურთიერთობა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. არის თითქოს გამონათებები, რაღაც დაუჯდებათ ჭკუაში, შეთანხმდებიან, მაგრამ ამას არა აქვს სისტემატური ხასიათი. სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობას მახინჯი ფორმა აქვს. ის კი არა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა იყოს, სწორედაც უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იგრძნობოდეს პერსონალიებს შორის უთანხმოება.ეს განსაკუთრებით პარლამენტის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ეტყობა.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე... ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ვერც ეს საკანონმდებლო ცვლილებები იძლევა ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას და რომ უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებულ ახალ სააგენტოში ე.წ. გასაღების არსებობა არსებითად არაფერს შეცვლის...

- ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები ჯერ ისევ "ნედლია" და მუშაობას მოითხოვს, მხოლოდ ზოგადად თუ შემიძლია მათზე ლაპარაკი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილო თემაა, რომლის ასეთი საჯარო განხილვა ლამის უკვე უნიკალური შემთხვევაა. ყურადღებით გადავხედე, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში როგორია ამ საკითხისადმი მიდგომა და ფარული მიყურადება-თვალთვალის თემა როგორ არის კანონის ჩარჩოში მოქცეული. ალბათ, მეტყვიან, რომ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში და ა.შ. დემოკრატიის სხვა ხარისხია, შესაბამისად, საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მაღალია, რასაც მეც ვიზიარებ, მაგრამ ის, რომ მიყურადება-თვალთვალის საკითხი ასეთი ღია მსჯელობის თემად იქცა ჩვენს ქვეყანაში, ზემოთ ნახსენები ქვეყნების წარმომადგენლებს­ მხოლოდ აკვირვებს.

ამ რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე გერმანელ კოლეგებს ველაპარაკე. იქ კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის შემადგენლობაშია გათქვეფილი ეს მიყურადება-თვალთვალის სამსახური ისე, რომ ვერც გაიგებ კაცი, რომელ განყოფილებაშია. სისტემა ისეა გასაიდუმლოებული, რომ მის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რაც შეეხება ბრიტანეთს, იქ ისეთი მიდგომებია, რომ მიყურადება-თვალთვალის მასშტაბი ძალიან დიდია. იქ არაერთ უწყებას აქვს ამის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი კონტროლის მექანიზმიც ძლიერია. უსმენენ არა მხოლოდ ტელეფონებს, არამედ მუდმივად აკვირდებიან სოციალურ ქსელებს,­ სხვადასხვა ვებგვერდს და ა.შ. და ეს ყველაფერი გამართლებულია ტერორიზმის მაღალი საფრთხით.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენთან ეს საფრთხე ნაკლებია, ძალიან ცდება. ამაზე ვლაპარაკობ უკვე რა ხანია, მაგრამ ჩვენში ხომ არავინ უსმენს იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეში ჩახედულია. 1995 წლიდან გავიძახი ერთსა და იმავეს. თუ მაშინ ვამბობდი, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები იყო საფრთხე, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ხუთ რეგიონში შეიძლება იყოს ამგვარი საშიშროების კერა... არ ვამბობ, რომ დღეს და ხვალ ვინმეს ააფეთქებენ, თუმცა ამის გამორიცხვაც არ შეიძლება... არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს ხვალინდელი პროცესებისთვის საფუძვლის მომზადება, რესურსის­ დაგროვება... აქედან გამომდინარე,
მიმაჩნია, რომ მიყურადება-თვალ­თვალის სისტემა არის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი, ამიტომ ამ კუთხითაც უნდა შეხედოს საკითხს იმ ხალხმა, ვინც მხოლოდ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს.

ახალი სააგენტოს საქმიანობასა და მთელ ამ პროცესს ხუთი სახელმწიფო ორგანო გააკონტროლებს. არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ ამ ხუთმაგი კონტროლის ბარიერის დაძლევა შეიძლება, მაგრამ ეს - თეორიულად, პრაქტიკულად კი ხელისუფლება საკმაოდ რთულ სისტემას გვთავაზობს. საზოგადოებამ იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რომ ეს ხუთმაგი კონტროლი ზედმიწევნით ზუსტად და გასაგებად იყოს გაწერილი კანონში და მისი განხორციელება დაუბრკოლებლად მოხერხდეს. რაც შეიძლება ავტორიტეტულ და სანდო ადამიანებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ამ კონტროლის პულტზე. ჩვენ ადამიანების უფლებებზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ისე არა, რომ მათი უსაფრთხოება დაგვავიწყდეს.

- საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კამპანია "ეს შენ გეხებას" საკონსტიტუციო სარჩელი და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით... შესაბამისად, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სვამენ კითხვას: თუ ახალი სააგენტო ისევ სუს-ს დაექვემდებარება, რომლის ხელში აქამდეც იყო ეს ე.წ. გასაღები, მაშ, რა აზრი აქვს ახალი უწყების შექმნას?

- ოპოზიცია და არასამთავრობოები გვთავაზობენ, რომ ეს ახალი სააგენტო აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყოს. რიგითმა მოქალაქემ ვითომ რატომ უნდა დაიჯეროს, რომ ამ დამოუკიდებელი სააგენტოს ხელმძღვანელი ბოლომდე თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან და ისევ არ მოხდება უკანონოდ მოსმენა?! ამ ძალიან საჩოთირო საკითხთან დაკავშირებული კანონი, სამწუხაროდ, აბსოლუტურად სრულყოფილი ვერ იქნება.
რაღა დაგიმალოთ და, დღეს რიგით ადამიანებს ეს დავა არ აინტერესებთ. ეს არის ელიტების დავა. უბრალო ადამიანებისთვის დღეს უმთავრესი სოციალური პრობლემატიკაა, და წესით, ხელისუფლებისთვისაც მისი მოგვარება უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი.

- კიდევ ერთი საკითხია ე.წ. მოსმენების საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც უკვე კავშირგაბმულობის კომპანიების უკმაყოფილებას იწვევს. ახალ სააგენტოს, კანონპროექტის მიხედვით, მათი დაჯარიმების და აუდიტის განხორციელების უფლება შეიძლება ჰქონდეს...

- როდესაც ვამბობდი, რომ საჭიროა ამ ცვლილებების დახვეწა, ერთ-ერთ საკითხად ამასაც ვგულისხმობდი. მიმაჩნია, რომ აქ, აშკარად, გაუგებრობაა. რატომ უნდა შეეძლოს საკომუნიკაციო კომპანიების შემოწმება ამ სააგენტოს, როდესაც ამისთვის მარეგულირებელი კომისია არსებობს?! ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს არც ეს ბიზნესი და არც ამ კომპანიების მუშაობის წესი. ვფიქრობ, აქ დაფიქრებაა საჭირო.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გეგმაა, რომელიც ფართომასშტაბიან რეფორმას და ტელეკომპანიის ფაქტობრივ გაჩერებას გულისხმობს...

- ჩემი ცხოვრების საუკეთესო 15 წელი გავატარე ამ ტელევიზიაში. დავიწყე მუშაობა რიგით რეჟისორად და დავასრულე "მოამბის" მთავარი რედაქტორის პოსტზე. კარგად ვიცნობ დღესაც ამ ტელევიზიას და მივიჩნევ, რომ მთლად კატასტროფული მდგომარეობა არ არის. ნამდვილად შეიმჩნევა სისტემური კრიზისის ნიშნები, მაგრამ ეს არ არის გამომდინარე შემოქმედებითი მხარიდან. ჩამოვთვლი ამ სისტემური კრიზისის კომპონენტებს: დავიწყოთ იმით, რომ ყველა პოლიტიკური, ძირითადად, მმართველი ძალა ცდილობდა, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. თუმცა საზმაუს კოლექტივი სულ ცდილობდა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა. თუ პოლიტიკური ძალები ტელევიზიას ვერ იყენებენ, მის წინ მდებარე მოედნის გამოყენებას ცდილობენ ხოლმე. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ ტელევიზიასთან გამართულ აქციას - მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბოლშევიკური ლოზუნგები სახიფათოა და იმედია, მალე კოლექტივიზაციასაც არ მოითხოვენ.

კრიზისის მეორე მიზეზი ის არის, რომ ტელევიზია ინფრასტრუქტურულად არის მოშლილი. შენობას, განსაკუთრებით კი მის პირველ კორპუსს, აქვს სერიოზული პრობლემები. თავის დროზე არასწორი გეოლოგიური გათვლების შედეგად იყო აშენებული. კატასტროფული მდგომარეობაა ტექნიკის თვალსაზრისით... და კიდევ ერთი - თანხები წლების განმავლობაში არასწორად იხარჯებოდა. 2000 წლიდან მოყოლებული, დაიწყო საზმაუს ბიუჯეტის ხარჯზე პარაზიტობა და წლების განმავლობაში არნახული მასშტაბი მიიღო. გარდა ამისა,
საზოგადოებრივი ტელევიზია გახდა უამრავი ცნობილი ადამიანის ახლობლების თავშესაფარი. დღესაც ბევრია ტელევიზიაში ისეთი ადამიანი, რომლებიც არაფერს აკეთებენ და ამ არაფერში იღებენ ხელფასს.

ალბათ, ნახევარზე ნაკლებია ისეთი, ვინც "საზოგადოებრივ მაუწყებელში" საქმიანობისთვის თავს დებს. იქ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან დაბალ ხელფასად მაღალი ხარისხის გადაცემებს ქმნიან. ეს განსაკუთრებით შეეხება "საზოგადოებრივ რადიოს".
ყოველივე ამას სჭირდება სიღრმისეული რეფორმა, ქირურგიული ჩარევა. არ არის გამორიცხული, მეც, მაღლაფერიძის მსგავსად, იგივე ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ შეილახოს ტელევიზიის დამსახურებული მუშაკების ღირსება.

არც ტელევიზიის გაჩერება შეიძლება, რადგან გაჩერებული ტელევიზია ნიშნავს ყველაფრის ნულიდან დაწყებას, რაც ძალიან რთულია. მე დღევანდელი მენეჯმენტის ნაწილთან ერთად ამ რეფორმას არ წამოვიწყებდი. ამაში ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც მონაწილე და მეტიც, ავტორია იმ უბედურებისა, რაც დღეს ტელევიზიაში ტრიალებს.

პოლიტიკური თვალსაზრისითაც ყოვლად გაუმართლებელია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გაჩერება. მაშინ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის თემა დადებითად გადაწყდა, ასეთ ხისტ გადაწყვეტილებებს ძალიან მწვავედ აღიქვამენ დასავლეთში. რეფორმის აუცილებლობაში ვეთანხმები მაღლაფერიძეს, მაგრამ ფორმაში - ვერა. ვფიქრობ, მან ამ გეგმით ამ თემაზე დისკუსია გახსნა. სავარაუდოდ, ამ გეგმას არ უწერია ამ სახით განხორციელება, თუმცა იმედი მაქვს, მოიძებნება სიღრმისეული რეფორმის ოპტიმალური გზა.

- ხელისუფლების ოპონენტები ამას "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან ერთად განიხილავენ და აცხადებენ, რომ ეს არის დარტყმა ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ სიტყვაზე...

- ეს ტყუილია. მათი თქმით, გამოდის, ხელისუფლებაში იმდენად იდიოტები არიან, რომ თავის თავს გამოუცხადეს ომი. "რუსთავი 2"-თან ბმაც არასწორია და ამაზე აპელირება მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პროექტია. ქმნიან რაღაც საკოორდინაციო საბჭოს თურმე, და თავისუფალ სიტყვას იცავენ.

სად იყო ეს ხალხი მაშინ, როდესაც "იბერიას" ხურავდნენ, "იმედს" არბევდნენ და "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ხალხს პანტაპუნტით ყრიდნენ? ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაიჯერებს, თუმცა უცხოელებისთვის ეს ისეთი მგრძნობიარე თემაა, ვფიქრობ, ხელისუფლებამ ზედმიწევნით კარგად უნდა ახსნას, რა პროცესთან გვაქვს საქმე.

- როგორ აფასებთ სააპელაციო მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, გარშემო აგორებულ სკანდალს? გავრცელებული ინფორმაციით, მილიონამდე თანხა და ქონება მიიღო მისმა ძმამ იმ ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგა... "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ ეს იყო "რუსთავი 2"-ის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის "საფასური". მოვისმინეთ საწინააღმდეგო არგუმენტები, თუ არის ეს არგუმენტები თქვენთვის დამაჯერებელი?

- ჩემთვის ამ ყველაფერში გარკვევა საკმაოდ რთულია. თუ მართალია, რასაც ამბობენ, სამარცხვინო ამბავია და ამ პროცესის ყველა მონაწილე უნდა დაისაჯოს. სამწუხაროდ, ხელისუფლების, კერძოდ, მერიის მხრიდან ჩვენ დღემდე ვერ დავინახეთ გასაგებად დასაბუთებული პოზიცია და ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად. ჯერ ვერ გავარკვიეთ, სად არის სიმართლე. ისევე, როგორც აბურდულია უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის თაობაზე აგორებული პროცესი...

ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოსამართლეებზე ზეწოლას ცდილობდნენ, მაგრამ სრულიად გაუგებარია ვითარება, რაც ამ საქმის ირგვლივ შეიქმნა...
აქაც აბსურდამდე მივიდა საქმე, ისევ დაკარგა ხელისუფლებამ ინიციატივა, საზოგადოებისთვის კი კვლავაც გაუგებარი დარჩა, ვინ რა ჩაიდინა. არ ვიცი, როგორ ახერხებს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის თავის მართლების რეჟიმში ყოფნას...

ნათია დოლიძე
nafnafa
23 თებერვალი 2017 13:29
გლახუნა განათლებული,საქმეში,პოლიტიკაში ჩახედული ნაციონალი რომ ხარ გეტყობა რიტორიკაზე,მიმიფურთხებია ყველანაირ მატერიალურ კეთილდღეობაზე თუ ქართული სული ,ქართული გული,ტრადიცია არ იქნება,ტქვენ რომ მოგვცილდით იმ ღმერთს ვენაცვალე,დინოზავრების მდგომარეობა დაგემართებათ მალე,ამინ,ამინ
glaxuna
17 თებერვალი 2017 14:15


აბსოლუტურად ყველა ს ა ფ რ თ ხ ე ,მით უმეტეს 21-ე საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისათვის მოდის ე რ თ ა დ ე რ თ ი - ურუსეთიდან,ამ 21-ე საუკუნეშიც შუა საუკუნეობრივი მოცემულობიდან,რომელიც ვ ე რ ა ნ ა ი რ ა დ ეგუება საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა ს ა ც კი,არათუ მის განვითარება- განმტკიცებას...


ათასჯერ გაგიმეორებთ :
რომ არა რუსეთის სპეც-სტრუქტურები და მათი ,,მუშნი ზარანდიები,, არც 2012 წლის ,,არჩევნების შედეგები,, ა რ დადგებოდა და დღეს :
სახელმწიფო ბიუჯეტი ყველა შემთხვევისათვის 18-20 მილიარდი იქნებოდა (!)
ეკონომიკუირი ზრდის მაჩნებლებლები არანაკლებ 6.5-8 % (!)
ლარის კურსი მაქსიმუმ 1.7.
ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები დ ა ს რ უ ლ ე ბ უ ლ ი,და ახალნიც დასრულების პროცესში.
მოქალეების დასაქმება უკვე სერიოზულად თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო დ პროგრესირებადი,
რეფორმები ასევე სწრაფი ტემპებით განხორციელებადი და უ კ ვ ე სახელმწიფო სტრუქტურები ევროკავშირის სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან შ ე ს ა ბ ა მ ი ს ო ბ ა შ ი მოყვანილი,
უვიზო მიმოსვლა უკვე 2 წლით დაშვებული (2012 წლისათვის ყველა პარამეტრით მოლდავეთზე წინ ვიყავით !)

ასოცირების შესახებ ხელშეკრულებები ფუნქციონირებადი და მით ს ა რ გ ე ბ ე ლ ი უკვე ა შ კ ა რ ა დ თვალსაჩინო თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის.
ჯანდაცვის რეფორმა გაცილებით კომპეტენტურად განხორციელებული და დღეს თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო დ მხოლოდ პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ა დ ი (და არა დღეს-რეგრესირებადი !)

სამხედრო და სამხედრო წარმოება სერიოზულ ხარისხზე აყვანილი და თავდაცვის ბ ი უ ჯ ე ტ ი კიდევ უფრო საკმაოდ გ ა ზ რ დ ი ლ ი (დღეს...).
უკვე საქართველოში ძ ლ ი ე რ ი საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგებული და მით საქართველოს უსაფრთხოება სერიოზულად დ ა ც უ ლ ი,
საოკუპაიო ზოლის გასწვრივ ქართული სპეც-ნაწილები განლაგებული და შედეგად ურუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად შ ე ზ ღ უ დ უ ლ ი,
პარალელურად

ტერ მთლიანობის დაცვა-აღდგენისათვის საქართველოს საკითხი კიდევ უფრო მ ძ ა ფ რ ა დ დასმული მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში და ურუსეთი გაცილებით შებორკილი თავის აგრესიულ და იმპერიულ ზრახვებსა და მცდელობებში (!)

... ... ...

პენსიები უკვე ყველა შემთხვევაში -200 დ ო ლ ა რ ი ს ეკვივალენტი,
ხელფასებიც აღმოსავლეთ ევროკავშირის პრეტენდენტი სახელმწიფოების დონეზეც მეტი -ანუ 500-600 ევროს შესაბამმისი (!)


საქართველო როგორც მხოლოდ პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ა დ ი სახელმწიფო უკვე არა მარტო კავკასიაში,შუა აზიისათვის-აც :განათლების,მედიცინის,სამართლებრივი ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების , სპორტით... ც ე ნ ტ რ ი (!)

(ვისაც ა რ სჯერა-დაეკითხეთ ნებისმიერ ობიექტურ ეკონომისტსს,დასავლეთის წამყვან ეკონომისტებს !)

ანუ თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო დ სწრაფად მზარდი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო და მით სერიოზულად ა ვ ტ ო რ ი ტ ე ტ უ ლ ი,მაგრამ 2012 წლიდან...


ნაც-ების მოძულეების მე-5-ე ,,ყველაზე მაგარ,, წელს ...ისევ
1990-ანების -,,ანალიტიკოსები,,-ს ,, მსჯელობები,, ?!

ანუ , ვინც თავიანთი ,,ანალიტიკური მსჯელობებით,, 1990-ან წლებში კრემლის დირექტივებით მიზანმიმართულად -თეთრის -შავად წარმოჩენისა და შავის-თეთრად (როგორც 2012 წლიდან - დღემდე) ...სამოქალაქო ომის ინსპირირებას ( და მისი შემდგომი შედეგებით) იდეოლოგიურად შ ე უ წ ყ ვ ე ს ხელი (ზვიადის ეროვნული ხელისუფლებით იარაღით დამხობას და...) ... და ეს ,,ანალიტიკოსები,,- დღეს სრულად ა რ იქნებოდა - აქტუალური,ანუ მათი ,,აზრი,, აბსოლუტურად მიუღებელი-სრულად არა ადეკვატურიც კი (!)

და დღეს ნამდვილად ა რ გვეყოლებოდა როგორც ,,პ ო ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ ი,, : ივანა-ს-შვილები- ვოლსკები-ღარიბოვები-ტრიპოლსკები-უსუფოვები-ბესელიები-კობახიძეები-სესიაშვილები-მდინარაძეები-თალაკვაძეები-ძიძიგურები ... ... ...
და შედეგად -ყ ო ვ ლ ა დ უპერსპექტივო და ღ ა ტ ა კ ი -რუსული გ უ ბ ე რ ნ ი ა (!)
ათასჯერ შეგახსენებთ:
,,ვაჭრუკანების,მსტოვრებისა და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა ა რ ა ვ ი ს უნახავს,ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს აშენებს იდეალისტები და პატრიოტები!,,
კარლ მანერჰეიმი

პ.ს.
ნაც-ების მოძულეებო,რ ო გ ო რ ?!

შევარდნაძის საბჭოთა ნომენკლატურის მიერ ,,აშენებული,, საქართველო ნაც-ებმა 2003-2012 წლებში ,,დაანგრიეს,, არაა ?! და 2012 წლიდან ,,ბიზნესმ,ენ-ქველმოქმედ.. ივანა-ს-ვილით და მისი იგივე საბჭოთა ნომენკლატურთ და მისი ნაშიერებით ,,აშენებთ,, არაა ?!

გამოგატვინათ კი არა,უკვე ხო მთლად გ ა მ ო გ ა დ ე ბ ი ლ ა დ ასავალ-დასავალმა და მისდაგვარმა ..ქართული მედიის,, რუსული პროპაგანდის საშუალებებმა და რ ე ა ლ ო ბ ი დ ა ნ მთლად მოგწყვიტად ?!

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა-გააზრებისათვის-
2012 წლიდან თქვენი,ნაც-ების მოძულეების მიერ დამკვიდრებული-
რუსული ავტორიტარულ-ოლიგარქიული კრიმინალურ -კლანური მმართველობის სისტემით მხოლოდ დ ე გ რ ა დ ი რ დ ე ბ ა სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუტები,თითქმის აბსოლუტურად დ ი ს ფ უ ნ ქ ც ი უ რ ი ხდება და მით ა რ ა ნ ა ი რ ი,არასოდეს არ დადება რაიმე ეკჯონომიკური წინსვლა,რაიმე,რომე;ლიმე სფეროში უბრალოდ ს ი ჯ ა ნ ს ა რ ე,არათუ განვითარება-პროგრესი...პირიკით მხოლოდ შ ე უ ქ ც ე ვ ა დ რეგრესი და უპერსპექტივობა მკვიდრდება და რაც უფრო დ რ ო გადის,მას ხ ე დ ა ვ ს ელემენტარული ეროვმნული ღ ი რ ს ე ბ ი ს მქონე ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა და ...შ ე ე შ ვ ი თ ნაც-ების დაუსრულებელ და შეუქცევად ლანძღვა-გინებას

(დირექტივებული მხოლოდ კრემლიდან- ქართველ ერის დეზორიენტირება-დემორალიზება-დეგრადირებისათვის და მით მუდამ დ ა პ ი რ ი ს პ ი რ ე ბ ი ს რეჟიმში ჩაგდებისათვის და მით გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს ...უკვე მე-5-ე წელია ხელისუფლებაში ხართ და თ ქ ვ ე ნ ხართ პ ა ს უ ხ ი მ გ ე ბ ე ლ ი ყოველივეზე და ყველაფერზე და თუ ასე გააგრძელეთ,ანუ ჩრდილელ მ ტ ე რ თ ა ნ თქვენთვის ჩვეული გადაულახავი - ს ი ფ რ თ ხ ა ლ ი თ და საქართველოში ოპონენტების მიმართ - ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი თ ...
მით
თქვენს მიერ დადებული ,,შედეგებისა,,-თვის - პ ა ს უ ხ ს გაგებინებთ ქ ა რ თ ვ ე ლ ი ხალხი და მამდვილად ვერ გიშველით კრემლის სპეც-სტრუქტურები,ასე რომ გაქვთ მათი იმედი და მით ხართ გულმოცემულები (მ ხ ო ლ ო დ საკუთარი ოპონტებისს მიმართ !) და მათით რომ დღემდე ინარჩუნებთ საქართველოში ხელისუფლებას (!)
და
ეს ბუნებრივი პროცესი იქნება (!)

რედაქტორის რჩევით