"ტრამპის საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გაკვეთილია ევროპისთვისაც" - კვირის პალიტრა

"ტრამპის საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გაკვეთილია ევროპისთვისაც"

"ყველაფერი მიგვანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა"

"იმედია, კრემლს ეყოფა გონიერება და საკუთარ ქვეყანას ჰარაკირის არ გაუკეთებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამეზობლო სივრცეში წლების განმავლობაში რუსეთის უზნეო და სრულიად უსამართლო პოლიტიკა გაგრძელდება"

პატივი მქონდა, თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ ამ შეხვედრისას ქართულმა მხარემ აშშ-ის პრეზიდენტისგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე ძალიან მკაფიო გზავნილები მოისმინა. პრემიერის ამერიკული ვიზიტისას არანაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა როგორც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, ასევე სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან. ამ ვიზიტს კი წინ უსწრებდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ იმ საკანონმდებლო აქტზე ხელმოწერა, რომლითაც აშშ-ის კანონით პირველად იქნა აღიარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირება. ბუნებრივად ისმის კითხვა: ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ასე აშკარად გამოხატული მხარდაჭერა რას ნიშნავს საქართველოსთვის და როგორ შეიძლება აღიქვან ეს რუსეთში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტრამპის შეხვედრა სწორედ კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ გაიმართა. გვესაუბრება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი:

- ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ აშშ, ფაქტობრივად, ცხრაწლიანი დუმილის შემდეგ, ასე სწრაფად დაუთმობდა ყურადღებას საქართველოს. რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს მხოლოდ აღტაცების საფუძველია. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებებით მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა განსხვავებაა აშშ-ის ამჟამინდელ და მის წინამორბედ პრეზიდენტებს შორის. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან მოკლე ხანში აშშ-ის ხელისუფლებაში მოსულმა ობამამ რუსეთთან ახალი, "გადატვირთვის პოლიტიკა" გამოაცხადა, რაც წლების განმავლობაში დროის კარგვა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის წახალისების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. საქართველოს მხარდაჭერას უცხადებდა ობამას ადმინისტრაციაც, თუმცა ამგვარი რადიკალური ნაბიჯები, რაც ახლა გადაიდგა, არ ყოფილა, ვისმენდით მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთების თაობაზე განცხადებებს.

დასავლეთის ამგვარმა "მხარდაჭერამ" და რუსეთთან წარმართულმა ზედმეტად ზომიერმა პოლიტიკამ 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ როგორ გაუხსნა რუსეთს ხელები, კარგად დაინახა მსოფლიომ. ტრამპი კი, როგორც მისი პირველი ნაბიჯებიდანვე ჩანს, არ აპირებს კრემლის უფრო მეტად წახალისებას და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით აშშ-ის პოზიციებისა და გავლენის გაძლიერებას გეგმავს.

ბატონი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება არც იყო მისი პირადი ინიციატივა, მაგრამ მისი ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენების შემდგომ სენატორებმაც დაუჭირეს მხარი, რასაკვირველია, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდება.

ნათელი შეიქნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის ამ რეგიონში საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესით კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი მოსახლეობის ნდობა დასავლეთის მიმართ, თუმცა არსებობს რუსეთისგან საშიშროების ზრდის საფუძველიც, დარწმუნებული ვარ, ამაზე, ალბათ, ოცნებობენ კრემლში, მაგრამ არა მგონია, შექმნილ ვითარებაში რუსეთმა რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება გაბედოს.

ძალიან საინტერესო გამოდგა პრემიერ-მინისტრის ამერიკული ვიზიტი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი გულწრფელი და მოულოდნელი შეხვედრა საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში ახალი ერის დასაწყისი იქნება. გარდა ამისა, ამან საბოლოოდ გაფანტა ის კითხვები და ეჭვები, რაც ჩვენი ხელისუფლების საგარეო ვექტორის თაობაზე გამოითქმოდა.

- დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო გამოსვლებისას ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ნაკლებად აქტიური იქნებოდა, რომ აშშ აღარ ჩაერეოდა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და ა.შ., თუმცა დღეს ვხედავთ სრულიად განსხვავებულ ქმედებებს. აშშ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე აშკარად ლიდერად ბრუნდება და ცდილობს, თავისი ადგილი მიუჩინოს რუსეთს.

- ტრამპის ეს მეტამორფოზა ბევრისთვის მართლაც მოულოდნელი იყო, თუმცა ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, გავაცნობიერებთ, რომ ეს მთლად ასე არ არის. დიახ, ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი და პრეზიდენტი ტრამპი განსხვავებული ხედვის ფიგურები არიან, რაც მიგვანიშნებს, რომ მილიარდერი ბიზნესმენი ტრამპი და პოლიტიკოსი ტრამპი სხვადასხვა წერტილიდან აღიქვამდნენ იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის შერწყმით. მან თავისი ბიზნესპოლიტიკური გადმოსახედიდან ძალიან სწრაფად და სწორად შეაფასა ის საფრთხეები და გამოწვევები, რაც არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიოს უდგას, გააკეთა სწორი ანალიზი და გადაწყვეტილებებსაც როგორც საკადრო, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში შესაბამისს იღებს.

დიდი ალბათობით, ტრამპის ქმედებებით კრემლი თავბრუდახვეულია, ის დადგა მკაფიო რეალობის წინაშე, შესაბამისად, ვაშინგტონის გზავნილი კრემლისთვის შეიძლება ერთი პატარა ფრაზით ამოვწუროთ: "ეგრე არ არის, თაყაო, შენ რომ მამული გაყაო".

დარწმუნებული ვარ, ბატონი ტრამპის საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არის არა მხოლოდ აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი, არამედ გაკვეთილია ჩვენი მოსიყვარულე ევროპისთვისაც, რომელიც ვერა და ვერ მოეშვა კრემლისთვის კვერცხის გაგორებას.

ახლა მნიშვნელოვანია, მთელი ყურადღება საშინაო პრობლემებზე გადავიტანოთ, შევეცადოთ, უფრო ეფექტიანად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, რადგან საგარეო მიმართულებით ჩვენი გადაწყვეტილებები უკვე საყოველთაოდ აღიარებულია. თუ ვინმეს ამაზე გული სწყდება, ვეტყვი, რომ რუსეთი მზად არის, მოქალაქეობა უბოძოს ყველას, ვინც საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო და მათ შთამომავლებსაც. ჰოდა, გზა ფართოა, მიბრძანდით, ბატონებო, რუსეთი სიხარულით მიგიღებთ.

- საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება უსაფრთხოება. NDI-ს მიერ ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებული მორიგი კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირებს აშშ-სა და ნატოს, ხოლო ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს (63%). თქვენი აზრით, რა ტიპის პროვოკაციები შეიძლება დაგეგმოს რუსეთმა?

- იმედია, კრემლს ეყოფა გონიერება და საკუთარ ქვეყანას ჰარაკირის არ გაუკეთებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სამეზობლო სივრცეში წლების განმავლობაში რუსეთის უზნეო და სრულიად უსამართლო პოლიტიკა გაგრძელდება. გამოკითხვის ის მაჩვენებლები, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ, საქართველოს მოსახლეობის მკაფიო პასუხია რუსეთისთვის, ეს ასევე არის გზავნილი აშშ-ისა და ნატოსთვის.

ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რას მოიაზრებს საქართველოს ხელისუფლება იმ შესაძლებლობაში, რასაც აშშ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გვაძლევს. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვადევნებ თვალს რუსეთის სატელევიზიო სივრცეს, სადაც პოლიტიკური დისკუსიებისას საქართველოსთან დამოკიდებულებას სხვადასხვა რაკურსით განიხილავენ.

ამ პროცესში ყველაზე პოპულარული და რუსეთის მოსახლეობისთვის ინტენსიურად მიწოდებული ფორმულაა იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან ომი აუცილებელი არ არის, რომ რუსეთს შეუძლია იყიდოს საქართველო. ამიტომაც მეტი სიფრთხილე გვმართებს, ყოველ ნაბიჯზე ამ ფორმულის ნიშნები უნდა ვეძიოთ და არ ავურიოთ ერთმანეთში პოლიტიკური მზაკვრობა და ინვესტიციების სიკეთე.

თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილე სუბიექტები კარგად უნდა აცნობიერებდნენ პრობლემას, უნდა მივყიდოთ თუ არა ჩვენი მიწა უცხოელებს. ანალოგიური გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდით (არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს საფრთხე ისევ რეალური არ გახდება), როდესაც მთავრობამ გაგვახარა იდეით, რომ აპირებს საქართველოს რკინიგზისა და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაზსადენის 25%-ის გასხვისებას. ამგვარი გეგმები ან ბოროტებაა, ან უპატიებელი სიბრიყვე. თუ ასე მოხდა, გეოპოლიტიკა ზედმეტი ტერმინი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის სასიკეთო ძვრები და ცვლილებები, რაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გვაქვს. ვფიქრობ, მუშაობა კვლავაც აქტიურად უნდა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ორიოდე კვირაა, რაც შვებით ამოისუნთქა ამ გაერთიანებამ, ანუ მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა მაკრონის პრეზიდენტად არჩევით ახალი სისხლი გადაუსხა ევროკავშირის პერსპექტივებს.

- ბოლო ხანს შესამჩნევია ჩვენში რუსული პროპაგანდის გაძლიერება, თუმცა ამის ფონზეც კი ძალიან შთამბეჭდავია ის შედეგები, რაც ნდი-ს ბოლო კვლევაში ვნახეთ - ევროკავშირში ინტეგრაციას გამოკითხულთა 80% უჭერს მხარს, ნატოში გაწევრებას კი - 68%.

- ეს არის ჩვენი მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისთვის სრული მხარდაჭერა. ასეთი რამ შეიძლება დასავლურ ქვეყნებშიც კი ვერ ნახოთ. რუსეთს ვერანაირი პროპაგანდა ვერ უშველის, სანამ ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

რუსეთს არანაირი ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენში საზოგადოების განწყობას მნიშვნელოვნად შეცვლის. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩამოვყალიბდით, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენვე გადავყაროთ წყალში, თუ ადეკვატური არ იქნება ჩვენი საშინაო პოლიტიკა და თუ ვერაფერი ვნახეთ სამომავლოდ ხელმოსაჭიდი, გარდა ყოფილი და დღევანდელი ორი პოლიტიკური მმართველი ძალის ურთიერთშუღლისა და გაუთავებელი დაპირისპირებისა.

მუდმივად შფოთის გამომწვევი თემების წარსულიდან ამოქექვა უნდა დასრულდეს.

- საკონსტიტუციო პროექტი მზად არის და მის საერთო-საყოველთაო განხილვას ვადევნებთ თვალს.

- ცოტა არ იყოს, მწარე ირონიის თემაა ეს ე.წ. საყოველთაო განხილვები დოკუმენტისა, რომელიც, მგონი, იმ დარბაზში მყოფთაგან არავის სჭერია ხელში, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის "თავმჯდომარისა". ეს უკანასკნელი უკვე ფართოდ დამკვიდრებული ქართული ნოუ-ჰაუა და, ალბათ, მალე გინესის წიგნშიც შეგვიტანენ იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ, რომელსაც ჰყავს იატაკქვეშეთში მყოფი მწყემსი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იმის ნიშანია, რომ მომზადებულ პროექტზე უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს და სხვადასხვა პოლიტიკური მიდრეკილების სუბიექტები მხოლოდ რამდენიმე საკითხზე კინკლაობენ, რაც დამამცირებელია როგორც კონსტიტუციისთვის, ასევე საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ საყოველთაო გაუგებრობასა და არცთუ ცოტა საფრთხის პირობებში ჩვენში დავიწყებულია ერთი უმნიშვნელოვანესი თეზისი, რომ სახელმწიფოს საძირკველი არის ეკონომიკა, ხოლო პოლიტიკა - ზედნაშენი. სწორედ ამით არსებობენ მოწინავე ქვეყნები. ჩვენ, სამწუხაროდ, მათ რიცხვს არ მივეკუთვნებით, ჩვენთვის საძირკველიც და ზედნაშენიც, პრაქტიკულად, მხოლოდ პოლიტიკაა.

შედეგი ასეთი უგუნურებისა კი ცხადზე ცხადია... ჩემთვის სრულიად მკაფიოა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკეთესია, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ უკეთესი არ ნიშნავს კარგს. სანამ არ ვიმოქმედებთ რეალობის შესაბამისად, დავრჩებით კვლავაც ღატაკ და მშიერ ქვეყნად. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ სიდუხჭირეში ცხოვრობს.

ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები უფრო ცინიზმის შემცველია, ვიდრე ჩვენი საზოგადოებისთვის შვების მომგვრელი. მაშინ, როდესაც სახელისუფლებო სტრუქტურების მთავარი წარმატება გამოიხატება პრემიებისა და დანამატების დარიგებაში, რასაკვირველია, ეს, უპირველეს ყოვლისა, ვნებს ერთიანი ეროვნული მიზნებისადმი საქართველოს მოქალაქეების ერთგულებას.

სანამ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არად აგდებს საკუთარ ვალდებულებას მოსახლეობის წინაშე, არაფერს აკეთებს თითოეული ინსტიტუციის გაჯანსაღებისთვის, ვერ დავიჯერებთ, რომ ასეთი ხელისუფლება უმწიკვლოა ისეთი დოკუმენტის შექმნისას, რასაც ქვეყნის კონსტიტუცია ჰქვია. ძალიან საეჭვოა, რომ სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკური მომავლის ინტერესებია ჩადებული დღევანდელ საკონსტიტუციო ცვლილებებში.

რა სახის საფრთხეებია და როგორ უნდა იყოს კონსოლიდირებული მთელი ერი იმისთვის, რომ არ დავუშვათ კიდევ ერთხელ გამოუსწორებელი შეცდომები, ამაზე ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს ყველას.

- რა საფრთხეებს გულისხმობთ?

- იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა, წესით, უნდა მოახერხოს ქვეყნის კონსოლიდირება და არა დაქსაქსვა. რაც დრო გადის, ჩვენი შიდა პოლიტიკა გაცილებით მაღალ მოთხოვნებს წარმოშობს საზოგადოებისთვის. თუ არ იქნება სიმშვიდე ჩვენს ოჯახში, ჩვენ გარშემო მშვიდობიან სივრცეზე ოცნება აზრს კარგავს. ჩემი აზრით, წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასაც. პრეზიდენტი ფორსმაჟორულ ვითარებებში, კრიზისებისას, ღმერთმა დაგვიფაროს და, საომარი მოქმედებებისას, უნდა იყოს ერის გამაერთიანებელი, ქვეყნის სიმბოლო, თუმცა ეს ცვლილებები ამას საბოლოოდ ასამარებს და უკიდურესად უზღუდავს მას უფლებებს.

- გასულ კვირას დიდი ხმაური მოჰყვა ინფორმაციას მოსკოვის ექსმერ იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის თაობაზე, რაც "ოკუპაციის შესახებ" კანონის დარღვევით მოხდა.

- ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ დღემდე უცნობია მისი მომწვევი და მასპინძელი. ლუჟკოვი თავზე ხელაღებული "ხულიგანი" არ არის, რომ ეფიქრა, აქ ჩამოსულს რაიმე საშიშროება დაემუქრებოდა და მაინც ასეთ პროვოკაციაზე წასულიყო.

დარწმუნებული ვარ, მას ხელშეუხებლობა გარანტირებული ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს დაგეგმილი იყო ისე, რომ საზოგადოების უკმაყოფილება გამოხატულიყო პოსტფაქტუმ, ანუ მისი საქართველოდან წასვლის შემდგომ. ყველაზე გასაბრაზებელია ის განცხადებები, რომ თურმე საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა არ იცოდნენ, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო ნამყოფი და აქ ჩამოსვლისას კანონს არღვევდა. ამგვარი განცხადებები მთლიანად აფარჩაკებს იმ უწყებებს, რომლებიც ვალდებული არიან, დაიცვან კანონი. ამით აჩვენებენ, რომ აზრზე არ არიან, რა ხდება საქართველოში. საბოლოოდ ყველაფერი მიგვანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ლუჟკოვი საქართველოში მაღალი თანამდებობის პირის მოწვევით თუ არა, თანხმობით ნამდვილად ჩამოვიდა.

- ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ დაიწყო ლაპარაკი ონლაინკაზინოების შეზღუდვის თაობაზე.

- კარგად მახსოვს, რომ სწორედ "პალიტრამედია" იყო ორგანიზატორი ონლაინკაზინოებისთვის შემზღუდველი რეგულაციების დაწესების კამპანიისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

მთავრობამ კარგა ხანს ამ საკითხს ყურადღება არ მიაქცია. იმედია, ახლა მაინც მიიყვანს საქმეს ბოლომდე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც არასრულწლოვნებს ჩაითრევ ფინანსურ მაქინაციებში, ეს ბიზნესი კი არა, ვერაგობაა. მომწამლავი და გამანადგურებელი შეთავაზებებით გავსებულია სატელეფონო თუ სოციალური სივრცეები. ეს უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა, ოღონდ კარგი იქნება, თუ გასაჯაროვდება იმ პირთა გვარები, რომლებიც ფლობენ ამ საშინელ ბიზნესს და ვერაგულად წამლავენ ჩვენს ახალგაზრდა თუ ზრდასრულ მოქალაქეებს. ასეთი სია თუ გამოქვეყნდება, იმასაც მივხვდებით, რატომ აქამდე არ შეიზღუდა ჩვენი მოსახლეობის ასეთი მზაკვრული გაძარცვა და გაუბედურება.

ნათია დოლიძე _ Znelad warmosadgeni iyo, rom aSS, faqtobrivad, cxrawliani dumilis Semdeg, ase swrafad dauTmobda yuradRebas saqarTvelos.

rasakvirvelia, Cveni qveynis mosaxleobisTvis es mxolod aRtacebis safuZvelia. SeiZleba iTqvas, rom am gadawyvetilebebiT mkafiod gamoCnda, Tu ra gansxvavebaa aSS-is amJamindel da mis winamorbed prezidentebs Soris. Cven gvaxsovs, rom 2008 wlis agvistos omis dasrulebidan mokle xanSi aSS-is xelisuflebaSi mosulma obamam ruseTTan axali, `gadatvirTvis politika~ gamoacxada,  rac wlebis ganmavlobaSi drois kargva da kremlis agresiuli politikis waxalisebis erT-erTi safuZveli gaxda. saqarTvelos mxardaWeras ucxadebda obamas administraciac, Tumca amgvari radikaluri nabijebi, rac axla gadaidga, ar yofila, vismendiT mxolod SeSfoTeba-aRSfoTebis Taobaze gancxadebebs.

dasavleTis amgvarma `mxardaWeram~ da ruseTTan warmarTulma zedmetad zomierma politikam 2008 wlis okupaciis Semdgom rogor gauxsna ruseTs xelebi, kargad dainaxa msofliom. trampi ki, rogorc misi pirveli nabijebidanve Cans, ar apirebs kremlis ufro metad waxalisebas da ara mxolod saqarTvelos, aramed yvela mniSvnelovani mimarTulebiT aSS-is poziciebisa da gavlenis gaZlierebas gegmavs.

batoni trampis gadawyvetileba SeiZleba arc iyo misi piradi iniciativa, magram misi xelmowera dokumentze, romelsac amerikeli kongresmenebis Semdgom senatorebmac dauWires mxari, rasakvirvelia, gvaZlevs safuZvels vifiqroT, rom SeerTebul StatebTan Cveni politikuri urTierToba ufro mWidro gaxdeba.

naTeli Seiqna, rom aSS-is axali administraciisTvis am regionSi saqarTvelo strategiulad mniSvnelovani partnioria. darwmunebuli var, am procesiT kidev ufro gamyardeba Cveni mosaxleobis ndoba dasavleTis mimarT, Tumca arsebobs ruseTisgan saSiSroebis zrdis safuZvelic, darwmunebuli var, amaze, albaT, ocneboben kremlSi, magram ara mgonia, Seqmnil viTarebaSi ruseTma radikaluri gadawyvetilebebis miReba gabedos.

Zalian saintereso gamodga premier-ministris amerikuli viziti. unda vivaraudoT, rom

aseTi gulwrfeli da moulodneli Sexvedra  saqarTvelos premiersa da aSS-is prezidents Soris Cveni qveynebis urTierTobaSi axali eris dasawyisi iqneba. garda amisa, aman sabolood gafanta is kiTxvebi da eWvebi, rac Cveni xelisuflebis sagareo veqtoris Taobaze gamoiTqmoda.

_ donald trampi winasaarCevno gamosvlebisas erTmniSvnelovnad  acxadebda, rom misi prezidentobis SemTxvevaSi aSS-is sagareo politika naklebad aqtiuri iqneboda, rom aSS aRar Caereoda sxva qveynebis Sida saqmeebSi da a.S., Tumca dRes vxedavT sruliad gansxvavebul qmedebebs.  aSS msoflio politikur asparezze aSkarad liderad brundeba da cdilobs, Tavisi adgili miuCinos ruseTs.

_ trampis es metamorfoza bevrisTvis marTlac moulodneli iyo, Tumca logikurad Tu vimsjelebT, gavacnobierebT, rom es mTlad ase ar aris. diax, namdvilad prezidentobis kandidati trampi da prezidenti trampi gansxvavebuli xedvis figurebi arian, rac migvaniSnebs, rom miliarderi biznesmeni trampi da politikosi trampi sxvadasxva wertilidan aRiqvamdnen im problemebs, romelTa mogvareba SesaZlebeli iqneboda biznesmenisa da politikosis SerwymiT. man Tavisi biznespolitikuri gadmosaxedidan Zalian swrafad da sworad Seafasa is safrTxeebi da gamowvevebi, rac ara mxolod aSS-s, aramed msoflios udgas,  gaakeTa swori analizi da gadawyvetilebebsac rogorc sakadro, ise saerTaSoriso politikaSi Sesabamiss iRebs.

didi albaTobiT, trampis qmedebebiT kremli Tavbrudaxveulia, is dadga mkafio realobis winaSe, Sesabamisad,  vaSingtonis gzavnili kremlisTvis SeiZleba erTi patara fraziT amovwuroT: „`egre ar aris, Tayao, Sen rom mamuli gayao~.

darwmunebuli var, batoni trampis saqarTvelosTan dakavSirebuli gadawyvetilebebi aris ara mxolod aSS-saqarTvelos urTierTobebisTvis mniSvnelovani, aramed gakveTilia Cveni mosiyvarule evropisTvisac, romelic vera da ver moeSva kremlisTvis kvercxis gagorebas.

axla mniSvnelovania, mTeli yuradReba saSinao problemebze gadavitanoT, SevecadoT, ufro efeqtianad gavagrZeloT qveynis ganviTareba, radgan sagareo mimarTulebiT Cveni gadawyvetilebebi ukve sayovelTaod aRiarebulia. Tu vinmes amaze guli swydeba, vetyvi, rom ruseTi mzad aris, moqalaqeoba uboZos yvelas, vinc sabWoTa kavSiris moqalaqe iyo da maT STamomavlebsac. hoda, gza farToa, mibrZandiT, batonebo, ruseTi sixaruliT migiRebT.

_ saqarTvelosTvis erT-erT umniSvnelovanes sakiTxad rCeba usafrTxoeba. NDI-s mier oriode dRis win gamoqveynebuli morigi kvlevis SedegebiT, gamokiTxulTa umravlesoba qveynis usafrTxoebas ukavSirebs aSS-sa da natos, xolo yvelaze did safrTxed ruseTs asaxelebs (63%). Tqveni azriT, ra tipis provokaciebi SeiZleba dagegmos ruseTma?

_ imedia, kremls eyofa goniereba da sakuTar qveyanas harakiris ar gaukeTebs. es ki im SemTxvevaSi moxdeba, Tu samezoblo sivrceSi wlebis ganmavlobaSi ruseTis uzneo da sruliad usamarTlo politika gagrZeldeba. gamokiTxvis is maCveneblebi, romlebzec Tqven laparakobT, saqarTvelos mosaxleobis mkafio pasuxia ruseTisTvis, es aseve aris gzavnili aSS-isa da natosTvis.

Zalian bevria damokidebuli imaze, Tu ras moiazrebs saqarTvelos xelisufleba im SesaZleblobaSi, rasac aSS-is bolodroindeli gadawyvetilebebi gvaZlevs. darwmunebuli var, mxolod me ar vadevneb Tvals ruseTis satelevizio sivrces, sadac politikuri diskusiebisas saqarTvelosTan damokidebulebas sxvadasxva rakursiT ganixilaven.

am procesSi yvelaze popularuli da ruseTis mosaxleobisTvis intensiurad miwodebuli  formulaa imis Taobaze, rom saqarTvelosTan omi aucilebeli ar aris, rom ruseTs SeuZlia iyidos saqarTvelo. amitomac meti sifrTxile gvmarTebs, yovel nabijze am formulis niSnebi unda veZioT da ar avurioT erTmaneTSi politikuri mzakvroba da investiciebis sikeTe.

Tundac sakonstitucio cvlilebebis procesSi monawile subieqtebi kargad unda acnobierebdnen problemas, unda mivyidoT Tu ara Cveni miwa ucxoelebs. analogiuri gaugebrobis winaSe aRmovCndiT (ara var darwmunebuli, rom es safrTxe isev realuri ar gaxdeba), rodesac mTavrobam gagvaxara ideiT, rom apirebs saqarTvelos rkinigzisa da CvenTvis yvelaze mniSvnelovani gazsadenis 25%-is gasxvisebas. amgvari gegmebi an borotebaa, an upatiebeli sibriyve. Tu ase moxda, geopolitika zedmeti termini gaxdeba Cveni qveynisTvis.

Zalian mniSvnelovania is sasikeTo Zvrebi da cvlilebebi, rac evrokavSirisken mimaval  gzaze gvaqvs. vfiqrob, muSaoba kvlavac aqtiurad unda gagrZeldes. mogexsenebaT,  oriode kviraa, rac SvebiT amoisunTqa am gaerTianebam, anu mas Semdeg, rac safrangeTma makronis prezidentad arCeviT axali sisxli gadausxa evrokavSiris perspeqtivebs.

_ bolo xans SesamCnevia CvenSi rusuli propagandis gaZliereba, Tumca amis fonzec ki Zalian STambeWdavia is Sedegebi, rac ndi-s bolo kvlevaSi vnaxeT _ evrokavSirSi integracias gamokiTxulTa 80% uWers mxars, natoSi gawevrebas ki _ 68%.

_ es aris Cveni mosaxleobis evropuli da  evroatlantikuri sivrcisTvis sruli mxardaWera. aseTi ram SeiZleba dasavlur qveynebSic ki ver naxoT. ruseTs veranairi propaganda ver uSvelis, sanam Cveni teritoriebi aqvs okupirebuli.

ruseTs aranairi iluzia ar unda hqondes, rom CvenSi sazogadoebis ganwyobas mniSvnelovnad Secvlis. kargia, rom bolos da bolos, CamovyalibdiT, magram

es yvelaferi SeiZleba Cvenve  gadavyaroT wyalSi, Tu adekvaturi ar iqneba Cveni saSinao politika da Tu veraferi vnaxeT samomavlod xelmosaWidi, garda yofili da dRevandeli ori politikuri mmarTveli Zalis urTierTSuRlisa da gauTavebeli dapirispirebisa.

mudmivad SfoTis gamomwvevi Temebis warsulidan amoqeqva unda dasruldes.

_ sakonstitucio proeqti mzad aris da mis saerTo-sayovelTao ganxilvas vadevnebT Tvals.

_ cota ar iyos, mware ironiis Temaa es e.w. sayovelTao ganxilvebi dokumentisa, romelic, mgoni, im darbazSi myofTagan aravis sWeria xelSi, garda parlamentis Tavmjdomarisa da parlamentis Tavmjdomaris `Tavmjdomarisa~. es ukanaskneli ukve farTod damkvidrebuli qarTuli nou-haua da, albaT, male ginesis wignSic Segvitanen imis saCveneblad, Tu rogor unda iarsebos qveyanam, romelsac hyavs iatakqveSeTSi myofi mwyemsi.

sakonstitucio cvlilebebis ganxilva imis niSania, rom momzadebul proeqtze umravlesobas warmodgena ara aqvs da sxvadasxva politikuri midrekilebis subieqtebi  mxolod ramdenime sakiTxze kinklaoben,

rac damamcirebelia rogorc konstituciisTvis, aseve sazogadod, Cveni qveynisTvis.

am sayovelTao gaugebrobasa da arcTu cota safrTxis pirobebSi CvenSi daviwyebulia erTi umniSvnelovanesi Tezisi, rom saxelmwifos saZirkveli aris ekonomika, xolo politika _  zednaSeni.  swored amiT arseboben mowinave qveynebi. Cven, samwuxarod, maT ricxvs ar mivekuTvnebiT, CvenTvis saZirkvelic da zednaSenic, praqtikulad, mxolod politikaa.

Sedegi aseTi ugunurebisa ki cxadze cxadia... CemTvis sruliad mkafioa, rom dRevandeli xelisufleba ukeTesia, vidre misi winamorbedi, magram ukeTesi ar niSnavs kargs. sanam ar vimoqmedebT realobis Sesabamisad, davrCebiT kvlavac Ratak da mSier qveynad. qveynis  mosaxleobis didi nawili isev siduxWireSi cxovrobs.

Cveni xelisuflebis nabijebi ufro cinizmis Semcvelia, vidre Cveni sazogadoebisTvis Svebis momgvreli. maSin, rodesac saxelisuflebo struqturebis mTavari warmateba gamoixateba premiebisa da danamatebis darigebaSi, rasakvirvelia, es, upirveles yovlisa, vnebs erTiani erovnuli miznebisadmi saqarTvelos moqalaqeebis erTgulebas.

sanam vxedavT, rom xelisufleba arad agdebs sakuTar valdebulebas mosaxleobis winaSe, arafers akeTebs TiToeuli instituciis gajansaRebisTvis, ver davijerebT, rom aseTi xelisufleba umwikvloa iseTi dokumentis Seqmnisas, rasac qveynis konstitucia hqvia. Zalian saeWvoa, rom swored `qarTuli ocnebis~ politikuri momavlis interesebia Cadebuli dRevandel sakonstitucio cvlilebebSi.

ra saxis safrTxeebia da rogor unda iyos konsolidirebuli mTeli eri imisTvis, rom ar davuSvaT kidev erTxel gamousworebeli Secdomebi, amaze Zalian didi dafiqreba gvmarTebs yvelas.

_ ra safrTxeebs gulisxmobT?

_ imas, rom sakonstitucio cvlilebebis procesma, wesiT, unda moaxerxos qveynis konsolidireba da ara daqsaqsva. rac dro gadis, Cveni Sida politika gacilebiT maRal moTxovnebs warmoSobs sazogadoebisTvis. Tu ar iqneba simSvide Cvens ojaxSi, Cven garSemo mSvidobian sivrceze ocneba azrs kargavs. Cemi azriT, warmodgenili cvlilebebis nawili mniSvnelovan problemebs uqmnis qveynis Tavdacvisunarianobasac. prezidenti forsmaJorul viTarebebSi, krizisebisas, RmerTma dagvifaros da, saomari moqmedebebisas, unda iyos eris gamaerTianebeli, qveynis simbolo, Tumca es cvlilebebi amas sabolood asamarebs da ukiduresad uzRudavs mas uflebebs.

_ gasul kviras didi xmauri mohyva informacias moskovis eqsmer iuri luJkovis saqarTveloSi vizitis Taobaze, rac `okupaciis Sesaxeb~ kanonis darRveviT moxda.

_ yvelaze saintereso am ambavSi is aris, rom dRemde ucnobia misi momwvevi da maspinZeli.

luJkovi Tavze xelaRebuli „xuligani“ ar aris, rom efiqra, aq Camosuls raime saSiSroeba daemuqreboda da mainc aseT provokaciaze wasuliyo.

darwmunebuli var, mas xelSeuxebloba garantirebuli hqonda. rogorc Cans, es dagegmili iyo ise, rom sazogadoebis ukmayofileba gamoxatuliyo postfaqtum, anu misi saqarTvelodan wasvlis Semdgom. yvelaze gasabrazebelia is gancxadebebi, rom Turme saqarTvelos Sesabamisma struqturebma ar icodnen, rom is okupirebul teritoriebze  iyo namyofi da aq Camosvlisas kanons arRvevda. amgvari gancxadebebi mTlianad afarCakebs im uwyebebs, romlebic valdebuli arian, daicvan kanoni. amiT aCveneben, rom azrze ar arian, ra xdeba saqarTveloSi. sabolood yvelaferi migvaniSnebs mxolod da mxolod imaze, rom luJkovi saqarTveloSi maRali Tanamdebobis piris mowveviT Tu ara, TanxmobiT namdvilad Camovida.

_ bolos da bolos, xelisuflebam daiwyo laparaki onlainkazinoebis SezRudvis Taobaze.

_ kargad maxsovs, rom swored `palitramedia~ iyo organizatori onlainkazinoebisTvis SemzRudveli regulaciebis dawesebis kampaniisa, rac Zalian mniSvnelovani gadawyvetileba iyo.

mTavrobam karga xans am sakiTxs yuradReba ar miaqcia. imedia, axla mainc miiyvans saqmes bolomde.

yvelafers rom Tavi davaneboT, rodesac arasrulwlovnebs CaiTrev finansur maqinaciebSi, es biznesi ki ara, veragobaa. momwamlavi da gamanadgurebeli SeTavazebebiT gavsebulia satelefono Tu socialuri sivrceebi. es unda aRigavos pirisagan miwisa, oRond

kargi iqneba, Tu gasajarovdeba im pirTa gvarebi, romlebic floben am saSinel bizness da veragulad wamlaven Cvens axalgazrda Tu zrdasrul moqalaqeebs. aseTi sia Tu gamoqveyndeba, imasac mivxvdebiT, ratom aqamde ar SeizRuda Cveni mosaxleobis aseTi mzakvruli gaZarcva da gaubedureba.

naTia doliZe