კიმ ჩენ ინის მორიგი პროვოკაცია - კორეული რაკეტის წარუმატებელი გამოცდა - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინის მორიგი პროვოკაცია - კორეული რაკეტის წარუმატებელი გამოცდა

15 აპრილს, ფხენიანში გამართული აღლუმისას კიმ ჩენ ინმა მთელი სამხედრო პოტენციალის, მათ შორის, შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების სხვადასხვა მოდიფიკაციების დემონსტრირება მოახდინა.

მეორე დღეს კი, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გამართა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა - რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში, გასაშვები მოედნის თავზევე აფეთქდა (წყარო).

ის, რომ გამოცდა წარუმატებელი გამოდგა, ცალსახად კარგია, მაგრამ მიუხედავად წარუმატებლობისა, ეს ნაბიჯი იმ ავანტურიზმისა და უპასუხისმ გებლობის მაჩვენებელია, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გამოირჩევა. იმედი, რომ ის ჩინეთის მოთხოვნებს დაემორჩილება და შეწყვეტს ბირთვული იარაღის განვითარებას, საბოლოოდ დასამარდა და სულ უფრო დიდია ალბათობაა, ამ ქვეყანის წინააღმდეგ ძალისმიერი ზომების გამოყენება მოხდეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ მობილიზებულია აშშ-ის სამხედრო ფლოტი და მზად არიან ნებისმერ წამს მიიტანონ მასირებული სარაკეტო იერიში ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე, რომელთა უპირველესი სამიზნეც სამხედო მართვისა და კავშირგაბმულობის პუნქტები, ასევე სამთავრობო შენობები იქნება.

ჩრდილოელების მიერ რაკეტის გამოცდას, მყისიერად გამოეხმაურნენ სამხრეთით და სასწარფოდ მოიწვიეს უშიშროების სხდომა, რომელზეც განიხილეს სამოქმედო გეგმა. ასევე საქმის კურსშია ჩაყენებული აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის ინფორმირებაც პენტაგონის ხელმძღვანელმა მოახდინა...

აღნიშული სარაკეტო გამოცდის პროვოკაციულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი გაშვება სამხრეთ კორეაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტამდე, რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

ამ ნაბიჯით ცხადი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე შეტევა პრაქტიკულად გარდაუვალი ხდება, რადგან კიმ ჩენ ინი არ აპირებს დაემორჩილოს არც აშშ-ის ძალით გამტკიცებულ მოთხოვნას და არც მოკავშირე ჩინეთს. ახალი სანქციების დაწესებით კი ზარალდება მილიონობით რიგითი მოქალაქე, რომელიც კიმიბის დინასტიის ტერორის ქვეშ ცხოვრობს.

მოცემულობა ასეთია - დაძაბულობა არათუ ნარჩუნდება, არამედ პროცესების ესკალაციაც ხდება. შესაბამისად, ნებისმერ წამს შესაძლოა დაიწყოს შეტევა "ყუმბარიან მაიმუნზე"!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი