ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული აფეთქებისთვის მზადება განაახლა - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული აფეთქებისთვის მზადება განაახლა

მიმდინარე წლის 15 აპრილს დაგეგმილი ბირთვული იარაღის გამოცდა, მოგეხსენებათ, ცნობილი მოვლენების გამო გადაიდო. მომდევნო დღეებში, ძირითადად რუსულ მედიაში იწერებოდა, რომ ჩრდილო კორეელებმა ბირთვული გამოცდა "გაყინეს" (წყარო).

ასეთი დასკვნის საფუძველი გახდა, ჩრდილოელების მიერ, საგამოცდო პოლიგონზე გამართული ფრენბურთის მატჩები, რომლითაც დასავლეთში დაასკვნეს, რომ გამოცდა გადაიდო და პერსონალი ჩვეული რეჟიმში გადაიყვანეს. ასეთი ინფორმაციის შემდეგ, 21 აპრილს დღის ბოლოს გამოჩნდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პოლიგონზე განახლდა სამუშაოები, რომლებიც მიუთითებენ ბირთვული გამოცდისთვის მზადებაზე. ეს ინფორმაცია, ამერიკულ-კორეული კვლევითი ორგანიზციის ექსპერტების მიერ, თანამგზავრით გადაღებული ფოტოების ანალიზის შედეგად გავრცელდა (წყარო).

ჩინეთის განცხდებით, ბირთვული გამოცდის დღე შესაძლოა იყოს 25 აპრილი, რომელიც ასევე სადღესასწაულო თარიღია და ჩრდილოეთ კორეის არმიის დღე აღინიშნება. ჩინელები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სწორედ ამ დღე იყოს დაგეგმილი, მეექვსე ბირთვული გამოცდა ჩრდილოეთ კორეაში (წყარო).

დღეს გავრცელებულ ინფრმაციებში, ასევე აღნიშნულია რომ სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია სამხრეთ კორეის არმია, რომლის ბრძანებაც სამხრეთის პრეზიდენტმა გასცა გუშინ, ჩინელების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ორი კორეის საზღვრების ორივე მხარეს არმიების მობილიზაცია შეიმჩნევა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ კორეის ნაწილში, განთავსებულია აშშ-ის არმიის 28 000-კაციანი კონტიგენტი, რომელთა მზადყოფნის შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთელები და ამერიკელები ერთობლივ წვრთნებს მართავენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სამხრეთისკენ არსებული ყველა სამხედრო დანაყოფი, მზადყოფნაში იქნება.

ჩინეთი აცხადებს რომ ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე და გადააფიქრებინოს პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ და ამიტომაც, მეტი დამაჯერებლობისათვის, ჩინეთმა კიმ ჩენ ინს შეუზღუდა საწვავით მომარაგება.

დასავლურ მედიაში ასევე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სტრატეგიული ავიაცია, უჩვეულოდ აქტიური იყო გასული კვირის ბოლო დღეებში, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ ჩინელები ამოწმებდნენ, ჩრდილოელებთან მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ ინფორმაციას.

ჩინეთი უკვე აღარ მალავს რომ კორეის საზღვრებთან ჯარების გადასროლას ანხორციელებს, მხოლოდ რუსები უარყოფენ და აცხადებენ რომ ვლადივასტოკში დაფიქსირებული სარაკეტო კომპლექსები, სამხედრო წვრთნებისთვის იყო განკუთვნილი.

მომავალი კვირის სამშაბათს დაგეგმილია აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლების შეხვედრა ჩრდილოელების ბირთვული პრობლემის განსახილველად. თეთრი სახლის ხელმძღვანლობის მიერ გავრცელბული ინფორმაციის თანახმად, 25 აპრილისთვის კორეის სანაპიროებთან იქნება ასევე საზღვაო ხომალდების დამრტყმელი დაჯგუფება, ავიამზიდის მეთაურობით (წყარო). ამერიკული ფლოტის მეთაურის განცხადებით, მათი დაჯგუფება იაპონიის წყლებში შევა, სადაც გაჩერდება 30 დღით, რათა უზრუნველყოს მოკავშირეებისა და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოება. ასევე არსებობს ინფორმაცია რომ კორეის ნახევრკუნძულისკენ სხვა რაკეტმზიდებიც მიემართებიან.

ამ ყველაფერს უცნაურად ემთხვევა, რუსული სტრატეგიული ავიაციის აქტივობა აშშ-ის საჰაერო საზღვრებთან წყარო, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში. შესაძლოა რუსების ეს აქტივობა სწორედ კორეის კრიზისთან იყოს დაკავშირებული და როგორც კიმ ჩენ ინის ერთდერთი მოკავშირეები, მისთვის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდნენ. ასეთი რამ მხოლოდ იმიტომ შეიძლება გააკთოს რუსეთმა რომ წინსწარ გააფრთხილოს კიმ ჩენ ინი და აშშ-ის არმიას მოულოდნელობის ეფექტის გამოყენების შესაძლებლობა არ მისცეს.

თავის მხრივ განცხადება გააკეთა იაპონიამ, რომლის პოზიციაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა  გაახმაურა. მისი თქმით, იაპონელები მზად არიან კორეის ნახევრკუნძულზე საკუთარი არმიის გასაგზავნად, რადგან იქ ათობით ათასი იაპონელი იმყოფება. საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში კი აუცილებელი იქნება მათი ნახევარკუნძულიდან ევაკუაცია წყარო.

ამ ყველაფრის ფონზე, ჩრდილოეთ კორეის მედია საშუალებები, მოსხლეობაში გარდაუვალი ომის შესხებ ავრცელბენ ინფორმაციას და ტრადიციულად იქადნიან რომ "აგრესორ ამერიკას" გაანდგურებენ.

რითი დასრულდება ეს კრიზისი, ღმერთმა უწყის. არავითარი მყარი პროგნოზი არ არსებობს, რადგან "ყუმბარიანი მაიმუნი" კიმი, უპროგნოზოა და არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მომდევნო შესაძლო ტრაგიკულ თარიღად დასახელებულია 25 აპრილი. ჩინელების განცხადებით, შესაძლოა რამდენიმე დღით გადაიწიოს გამოცდამ, მაქსიმუმ მაისის პირველი რიცხვებისთვის.

თარიღის მოახლოებასთან ერთად უფრო ნათელი გახდება, რეალურად არსებული ვითარება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი