ამერიკულმა ავიაციამ ასადის არმიაზე საჰაერო იერიში მიიტანა!
ამერიკულმა ავიაციამ ასადის არმიაზე საჰაერო იერიში მიიტანა!
დასავლურმა გამოცემა reuters.com-მა 18 მაისს, დღის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, ასადის არმიაზე მიტანილი საჰაერო იერიშის შესახებ.

გამოცემა ინფორმაციას, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მისი მტკიცებით, აშშ-ის არმიის მაღალი ჩინის სამხედროა. გავრცელებული ინფორმაციით, ასადის არმიის მხარდაჭერილ მოხალისეთა ერთ-ერთი დაჯგუფება, იორდანიის საზღვართან მდებარე, ოპოზიციის პოზიციებისკენ მიემართებოდა, რა დროსაც დასავლური ანტიტერორისტული კოალიციის საჰაერო ძალებმა, კერძოდ კი აშშ-ის სამხედრო ავიაციამ, ცეცხლი გაუხსნა და კოლონა გაანადგურა. "Reuters"-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში, მოცემულია შემთხვევის ორი ვერსია, რომლიდანაც ერთის მტკიცებით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
კოლონაში შემავალი ერთი ტანკი და ერთი ბულდოზერი იქნა განადგურებული, ხოლო მეორეს მტკიცებით, ცეცხლი გამაფრთხილებელი იყო და კონკრეტულ შედეგებზე არ საუბრობს. (წყარო)

ინფორმაციას, საჰაერო იერიშის შესახებ ადასტურებს სირიის ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელმაც გამოცემას განუცხადა, რომ მათი პოზიციების მიმართულებით გადაადგილდებოდა,

ასადის მხარდამჭერი არმიის მოხალისეთა და ირანული ძალები, რომლებიც პოზიციებს შეტაკებისთვის საშიშ მანძილზე მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც ამერიკულმა ავიაციამ კოლონაზე იერიში მიიტანა.

რუსულ მედიაში ამ ინფორმაციაზე გამოხმაურება უცნაურად თავშეკავებული იყო. მათ მიერ გავრცელდა მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, იერიშის შესახებ და არანაირი შეფასება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა ასადის მხარდამჭერ არმიაზე, რიგით მეორეა ასადის არმიის ერთ-ერთ აეროდრომზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, ასადის არმიის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა "YouTube"-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც მათი მტკიცებით აღბეჭდილია ამერიკული
ავიაციის იერიში. (ვიდეო)

მოცემულ ვიდეოზე ჩანს (თუკი ის ნამდვილად ამ იერიშს ასახავს) იერიშის შედეგად განადგურებულია ტექნიკა, რაც "Reuters"-ის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას ადასტურებს.

აღნიშნული ინციდენტი საინტერესოა იმითაც, რომ რუსების, თურქებისა და ირანელების ასტანაში მიღწეული შეთანხმების შედეგად, სირიაში უნდა შეწყვეტილიყო საბრძოლო მოქმედებები, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეთანხმება არ მუშაობს და ცალმხრივი, ილუზორული პროექტების წყალობით სირიის ურთულესი კონფიგურაციის კონფლიქტი ვერ შეწყდება.

ეს ინციდენტი ასევე საინტერესოა იმით, რომ რამდენიმე კვირით ადრე, ასადის მხარდამჭერ და რუსულ მედიებში, ვრცელდებოდა ინფორმაცია იორდანიიდან სირიის ტერიტორიაზე ამერიკული სპეცდანიშნულების ძალების შესვლის ალბათობის შესახებ.
შესაბამისად, ასადის არმიის ყურადღება ამ მიმართულებაზე ლოგიკურად გამახვილდებოდა, რასაც ადასტურებს ეს ინციდენტიც. თუმცა, ის რომ აშშ-ის სამხედრო ავიაციამ მიიტანა იერიში საფრთხის შემცველ კოლონაზე, თავისთავად აჩენს ვარაუდს რომ იმ პოზიციებზე, რომლისკენაც კოლონა მიემართებოდა, შესაძლოა კოალიციის სახმელეთო ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და სწორედ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იქნა განადგურებული კოლონა.

მომხდარი კიდევ ერთხელ გააჩენს კითხვას, რუსული ჰაერთავდაცვითი სისტემების შესახებ - თუ სად იყვნენ ისინი და რატომ დაუშვეს კოლონის გადაადგილება მაშინ, როდესაც სირიის საჰაერო სივრცეში კოალიციის ავიაცია იმყოფებოდა?! რომელსაც პოტენციურად შეეძლო გაენადგურებინა კოლონა, რაც მოხდა კიდეც.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ალესი
09 ივნისი 2017 13:02
დათო ჯიგარო მე მგონი ამერიკაში აგერია
დათო
22 მაისი 2017 16:06
კიბო , მერე რატომ ბომბავდნენ ბელგრადს ამერიკელი ვირთხები ამას რატომ არ კითხულობ? ამერიკამ სადაც ფეხი დაადგა იქ ყველგან არეულ დარეულობაა და რომ ეს არეულდარეულობა მრავალ წელს გაგრძელდება. არ დაბლოკოთ.
არჩი
21 მაისი 2017 14:50
დღეს ფხენიანმა"ამოუცნობი" რაკეტა გამოსცადა,სავარაუდოდ ბალისტიკური,ფეხებზე დაიკიდა ტრამპის მუქარა
kutaisi
21 მაისი 2017 11:41
ბლოგერო.მიესალმები ამერიკის იმპერიულ მიზნებს?ის არის უბედურება,ყველაფერი ამერიკული კარგად რომ გეჩვენებათ.მეტი აზრი რო გამოვთქვა,მაინც არ მიქვეყ
ნებთ.სჯობს ჩათალაშვილს მოვუსმინოთ
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?