რუსული ნარატივი ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში
რუსული ნარატივი ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში
ბოლო დღეების მსოფლიო მედიაში ყველაზე აქტუალური თემა ისევ ტრამპი და მასთან დაკავშირებული ამბებია.
ამჯერად განსჯის საგანი გახდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციის გათქმა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ საფრთხეს უკავშირდებოდა.

ოვალურ კაბინეტში, ლავროვთან შეხვედრა სკანდალად იქცა შეხვედრისთანავე და ძალზედ უცნაური აქტივობა გამოიწვია რუსულ მედიაში. არსებობს მოსაზრება, რომ ოვალურ კაბინეტში ლავროვის მიღება, პუტინის დაჟინებული მოთხოვნა იყო, თუმცა ლოგიკური ახსნა ამ "დაჟინებისა" ვერსად ამოვიკითხე. თავად ფაქტი, რომ ლავროვის ვიზიტს ოვალურ კაბინეტში
მყისიერად მოჰყვა სკანდალი, ფოტოების გავრცელების ეპიზოდით, რომელიც ლავროვის პირად ფოტოგრაფად გასაღებულმა, ТАСС-ის ფოტოგრაფმა გადაიღო. მოკლედ, "ყალბი" ფოტოგრაფის ეპიზოდი, ცალკე სკანდალის საფუძველი გახდა, მაგრამ ის, რომ ამ შეხვედრაზე, ტრამპმა საიდუმლო ინფორმაცია გაანდო რუსებს, ყოველგვარ ზღვარს გასცდა და მთელი დასავლეთ სამყარო შოკში ჩააგდო.

მიჩნდება ეჭვი, რომ კარგად
გაწვრთნილმა რუსმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა, აშშ-ში რუსეთის ელჩთან ერთად ტანდემში, ზედმიწევნით დაგეგმილი პროვოკაცია გაითამაშეს, რომელიც ტრამპის, როგორც პოლიტიკოსის გამოუცდელობაზე იყო აგებული და მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოუვიდათ.

ის, რომ ტრამპის ოვალურ კაბინეტში შესვლის დღიდან, რუსული თემატიკა არ ჩამოდის დასავლური გამოცემების პირველი გვერდებიდან, უკვე მიანიშნებს მთელი ამ პროცესის პროვოკაციულობასა და მიზანმიმართულ განვითარებაზე.

ასეთი ვითარება ქმნის ასევე ლოგიკურ ეჭვს, რომ ტრამპზე ასეთი მასშტაბით შეტევა, დემოკრატებსაც აძლევს ხელს. ასეთ შემთხვევაში, დემოკრატებისა და რუსების ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და ასეთი მსჯელობის საფუძვლად შეიძლება ავიღოთ ის, რომ რუსებისთვის, საკუთარი საგარეო პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად, თეთრ სახლში დემოკრატები უფრო მისაღებია, ვიდრე რესპუბლიკელები. თანაც რესპუბლიკელები იმ ძალოვანი მრჩევლებისა და უწყებების ხელმძღვანელობის არსებობით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში შევიდნენ. ის, რომ მათი უმეტესობა პროფესიონალად ჯერ კიდევ ცივი ომის პირობებში ჩამოყალიბდა, უკვე ბევრს მეტყველებს მათ მენტალიტეტსა და დამოკიდებულებაზე იმ ფენომენების მიმართ, რომელთა "გაცოცხლებასაც" ცდილობს რუსეთი.
ამ თვალსაზრისით, ძალზედ საინტერესოა თუ როგორ აფასებენ რუსები, ტრამპის ადმინისტრაციის ძალოვან ბლოკს (ბმული), რომლის გაცნობის შემდეგაც ეჭვი, რომ შესაძლოა პრორუსული განწყობები არსებობდეს ტრამპსა და მის გუნდში, სრული აბსურდი ხდება.

"The Washington Post"-ის ინფორმაციით, საიდუმლოს გათქმა რუსებთან, შეშფოთების საფუძველი გახდა ევროპელ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს შორის. პირველ რიგში შეშფოთება დაეფუძნა იმას, რომ თუკი ასეთი მნიშვნელობის ინფორმაცია არსებობდა ტერორისტული საფრთხეების შესახებ, ეს უნდა სცოდნოდათ ევროპელებს, რადგან აშშ-ისადმი ტერორისტული საფრთხეები, პირდაპირ პროპორციულია ევროპისთვის. ესეც ერთგვარი რუსებისთვის სასურველი შედეგია, რადგან მათი ამოცანაა დისონანსი შეიტანონ ამერიკასა და ევროპის ურთიერთობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ თემაზე ერთი შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში, სადაც ამერიკელებისა და ევროპის უსაფრთხოების თანამშრომელთა შორის მოეწყო საკითხის განხილვა, რომელიც მომავალ კვირას, აშშ-ში უნდა გაგრძელდეს.

ასევე გავრცელდა ვერსია იმისა, თუ კონკრეტულად რას ეხებოდა საიდუმლო ინფორმაცია. "The Washington Post"-ის ინფორმაციით, ლაპარაკია საფრთხეზე, რომ ტერორისტებმა შესაძლოა გამოიყენონ ჩვეულებრივი "ნოუთბუკები" და მათი მეშვეობით შეიტანონ ამერიკული ავიაკომპანიების თვითმფრინავებში ასაფეთქებელი ნივთიერება, რასაც მოჰყვა რადმენიმე ქვეყნიდან ავიარეისებზე "ნოუთბუკების" თვითმფრინავში შეტანის აკრძალვა. თუმცა გაუგებარია რატომ იყო ეს ინფორმაცია საიდუმლო, მაშინ როდესაც აღნიშნული აკრძალვა, აშშ-იმ და ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 21 მარტს შემოიღეს და იქვე იყო განმარტებული, რომ გადაწყვეტილება, ტერორისტული საფრთხეების ზრდასთან არის დაკავშირებული
(წყარო).

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მთელი ეს "ისტერიკა" რუსების მიერ ე.წ. "უტკებით" ჟონგლიორობა უნდა იყოს, რომელიც ნაცვლად იმისა რომ ზოგადი დაძაბულობის დეესკალაციისკენ იყოს მიმართული, პირიქით ამძიმებს ვითარებას და ცალსახად გააჩენს ვაშინგტონში მასზე უმკაცრესი რეაგირების სურვილს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
kutaisi
09 ივნისი 2017 16:57
პუტინის დაჟინებული მოთხოვნა,ჩათლახაშვილს ვინ გაანდო

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა