აზერბაიჯანის არმიამ სომხურ პოზიციებზე ახალი იერიში მიიტანა
აზერბაიჯანის არმიამ სომხურ პოზიციებზე ახალი იერიში მიიტანა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ იერიში მიიტანა სომხების პოზიციაზე, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

 

გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თუ რამ გამოიწვია აზერბაჯანის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნა და არც ის არის აღნიშნული თუ რა სახის შეიარაღება იქნა გამოყენებული. შედეგად, სომხეთის მხარემ დანაკარგები განიცადა თუმცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ლაპარაკია მხოლოდ სამ დაჭრილზე (წყარო).
სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანელების მხრიდან ცეცხლი უმიზიზეოდ გაიხსნა, თუმცა აზერბაიჯანულ გამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმა პრევენციულია, რადგან

სომხურმა მხარემ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და ისეთი პოზიციებიდან გახსნა ცეცხლი, რომლიდანაც ამ დრომდე არ ყოფილა (წყარო), შესაბამისად, აზერბაიჯანელების მხრიდან სომხეთის არმიის პოზიციებზე მიტანილი იერიში პრევენციული ხასიათის იყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა იერიშის ამსახველი ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, რომელიც პოზიციებზე განთავსებისთვის
მივიდა და მათზე იერიშის სწორედ იმ დროს მიიტანეს.

ვიდეოზე (ვიდეო) ასახული კადრების მიხედვით, სომხურ მხარეს ბევრად მეტი დანაკარგი უნდა განეცადა ვიდრე აღიარა და სავარაუდოდ, სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, ასე ოპერატიულად გამოაქვეყნა იერიშის ამსახველი კადრები.

გაზაფხულის დადგომიდან, საერთაშორისო მედიაში ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტი განახლდეს და განახლდეს სრული მასშტაბით. შესაძლოა ეს ინციდენტი სწორედ ის გარდამტეხი მოვლენა გახდეს, რომელიც გამოიწვევს კონფლიქტის სრულმასშტაბიან განახლებას, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი რამ ძალზედ საეჭვოა, საერთაშორისო ვითარებისა და იმ ეკონომიკური კრიზისების გამო, რომელსაც დაპირისპირებულ მხარეთაგან ორივე განიცდის. მსოფლიო უსაფრთხოება მოცემულ მომენტში იმდენად არის დესტაბილიზებული, რომ ძნელი წარმოსადგენია ამ ფონზე კიდევ ერთი შეიარაღებული კონფლიქტი დაუშვან, ყარაბაღის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებზე ზემოქმედების ბერკეტის მქონე ძალებმა. ეს კონფლიქტი, კიდევ უფრო უპროგნოზოს გახდის ვითარებას, რადგან ის ყველაზე დესტაბილიზებული რეგიონის პერიფერიაზე იმყოფება და ბუნებრივად დაბადებს საფუძველს სხვადასხვა სახის რადიკალიზმის გავრცელების თვალსაზრისით.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

 

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

გავაზელი
10 ივლისი 2017 09:21
ღმერთმა ნუ ქნას, ახლა მაგათ ერთმანეთს დაცხონ.
sandro
08 ივლისი 2017 15:32
რუსების მიერ მიყიდული იარაღი გამოცადეს ალბათ,

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა