ალ-ბაღდადი ცოცხალია?! - რუსული კვალი ISIS-ის ინტერესებში და "დაძინებული" თვითმკვლელები ევროპისთვის - კვირის პალიტრა

ალ-ბაღდადი ცოცხალია?! - რუსული კვალი ISIS-ის ინტერესებში და "დაძინებული" თვითმკვლელები ევროპისთვის

გასული თვის შუა რიცხვებში, რუსულმა მედიამ, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, მიმდინარე წლის 28 მაისს სირიაში, ISIS-ის ე.წ. დედქალაქ რაქქაზე, მათი ავიაციის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ (წყარო)

რუსების მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ერთ-ერთ ირანულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ISIS-ის ლიდერის ლიკვიდაციის დამადასტურებელი ფოტომასალაც, თუმცა უტყუარ მტკიცებულებად, ეს ვერ გამოდგა, რადგან ინტენეტ მომხმარებლებმა სწრაფად მოახდინეს ფოტოს იდენტიფიცირება, რომელიც დასავლური მედიის მიერ იქნა გავრცელებული რამდენიმე წლით წინ და მაშინაც, აღნიშნული ფოტო ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცის ერთვოდა, რომელიც საბოლოო ჯამში არ დადასტურდა.

ბოლო დღეებში, ერთერთმა პაკისტანურმა გამოცემამ გაავრცელა ინტერვიუ ქურთ სამართალდამცავთან, რომელიც ანტიტერორისტული მიმართულების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია და რომელ ინტერვიუშიც აღნიშნული მაღალჩინოსანი, ამტკიდებს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი არ არ მომკვდარა და ის ამაში 99% არის დარწმუნებული. მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ტერორისტების ლიდერი ისევ სირიაში, ქალაქ რაყას მისადგომებთან იმყოფება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ალ-ბაღდადი არის "ალ-ქაიდას" ყოფილი წევრი და კარგად იცის თუ როგორ უნდა დაემალოს სპეცსამსახურებს.

ეს ინტერვიუ, იმითიც არის საინტერესო, რომ რესპონდენტი საუბრობს ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო ახალ ლიდერზე. მისი თქმით, დიდი ალბათობით ალ-ბაღდადის შემდეგ მის ადგილს დაიკავებს სადამ ჰუსეინის სპეცსამსახურების რომელიმე ყოფილი ოფიცერი, რომლებიც ISIS-ის მეთაურობაში ახლაც მრავლად არიან (წყარო)

ის ფაქტი, რომ ISIS-ის მეთაურობა ძირითადად სადამ ჰუსეინის სპეცსამსახურების ოფიცრებით არის დაკომპლექტებული, არ არის ახალი თუმცა, რატომღაც ტერორიზმის პრობლემის განხილვისისას ამ საკითხზე ნაკლებად კეთდება აქცენტები.

ჩემი მოსაზრებით ეს საკითხი საინტერესო და მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სირიაში, რუსეთის ანტიტერორისტული მისიის ნამდვილობა გახდეს თვალსაჩინო.

არავისთვის იქნება სიახლე თუ ვიტყვი რომ სადამ ჰუსეინის ხელისუფლებასთან მოსკოვი და კერძოდ რუსული სპეცსამსახურები, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, შესაბამისად, ეს კავშირები ახლაც შერჩენილი იქნება და დიდი ალბათობით ამით უნდა აიხსნას ის თუ რატომ ხდებოდა სირიაში, რუსული პროპაგანდის მიერ ტერორისტების სტატუსის მინიჭება ყველა სახის ოპოზიციური შენაერთისათვის და მთელი სამხედრო ძალისხმევის მიმართვა მხოლოდ მათი პოზიციების განადგურებაზე, მაშინ როდესაც ISIS-ის პოზიციებზე მიტანილი იერიშები, რუსული არმიის აქტივობის მინიმუმს წარმოადგენს. ასევე ხშირად გამხდარა განხილვის საგანი ტერორისტების ხელში აღმოჩენილი, რუსული მარკირების მქონე საბრძოლო მასალები და ა.შ.

ზოგადად რაც შეეხება ISIS-ის მდგომარეობას ერაყსა და სირიაში, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, მათი პოზიციები მნიშვნელოვანწილად შესუსტდა. ერაყში სამთავრობო და ქურთთა შენაერთებმა მათი მთავარი ფორპოსტი, ქალაქი მოსული აიღეს; სირიაში, ქალაქ რაყაში კვალვ მიმდიანრეობს მასშტაბური ოპერაცია და ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წარმატებით ხორციელდება ტერორისტები მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გასუფთავება.

არსებობს მოლოდინი, რომ რაყას დაცემის შემდეგ, ტერორისტები გადავლენ ბრძოლის იმ ტაქტიკაზე, რომელიც "ალ-ქაიდას" მიერ იქნა გამოყენებული ავღანეთში და ამას დაემატება, დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიებზე მოწყობილი ტერორისტული აქტები. პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია მედიაში, რომ დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ავლენენ და აკავებენ ISIS-ის თვითმკვლელ ტერორისტებს, რომლებიც დავალების მიღებას ელოდნენ და არავინ იცის, როდის იქნებოდნენ გააქტიურებულები. დიდი ალბათობით, ასეთი "დაძინებული" თვითმკვლელები კიდევ ბევრი იქნება დასავლეთსა და ანტიტერორისტული კოალიციის წევრი ქვეყნების ტეროტირიებზე და სწორედ იმ დროს იქნებიან გააქტიურებულები, როდესაც სირიასა და ერაყში ISIS-ი პოზიციებს საბოლოოდ დაკარგავს და გადავა "პარტიზანულ ბრძოლებზე".

ISIS-ის საბოლოო განადგურებას, ახლო აღმოსავლელი ექსპერტების მოსაზრებით 3-4 წელი დასჭირდება, ხოლო მისი როგორც ერთიანი ორგანიზმის გაქრობის შემდეგ, პრობლემად დარჩება მისი დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ცალკეული მცირე დაჯგუფებები და არ არის გამორიცხული, ინდივიდუალურად მოქმედი ტერორისტები, რომელთა აღმოჩენა და გაუვნებელყოფა ყველაზე რთულია.

ფაქტია ის რომ მხოლოდ ლიდერების განადგურება, ტერორიზმის პრობლემას ვერ მოაგვარებს და ყველაზე მთავარი ამ ბრძოლაში არის, ტერორისტებისთვის ადამიანური რესურსების წვდომის შეზღუდვა, მათთვის ახალი წევრების გადაბირების შესაძლებლობის მოსპობა და დაფინანსები წყაროები გადაკეტვა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა მუდმივად სახეცვლილი იქნება და მუდმივად შეიწირავს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი