საოკუპაციო არმიის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე!
საოკუპაციო არმიის აქტივობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე!
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნისთვის რომ ერთგვარი "შავი ხვრელების" ფუნქციას ასრულებს და მუდმივ საფრთხეს ქმნიან, ყველასთვის ცხადია, ვინც კი ღიად კოლაბორაციონისტული განწყობებისა არ არის.

ასევე ყველამ კარგად ვიცით, რომ უკვე მიყენებული ზიანის გარდა, ახლო და შორეული მომავლის პერსპექტივაშიც უქმნის საფრთხეს საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას.

უკრაინის კრიზისის დაწყებიდან, რუსული არმიის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ნაწილები აქტიური წვრთნისა და გადაიარაღების პროცესს გადიან. თავად რუსეთის თავდაცვის
სამინისტრო არ მალავს და ღიად აცხადებს რომ სამხრეთ სამხედრო ოლქში შემავალი საჯარისო დანაყოფებია პრიორიტეტული, რუსული სამხედრო წარმოების უახლესი ნაწარმით აღჭურვის თვალსაზრისით, რასაც თან ერთვის ამ უახლესი შეიარაღების გამოყენებაში წვრთნა. ასევე ღია წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, ამავე სამხედრო ოლქში მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების შესახებ, რომელიც უკრაინისა და
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს მოიცავს.


ბოლოს ასეთი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 25 ივლისს გამოცხადდა და მასში ასევე ჩართულები არიან ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული სამხედრო ნაწილები. მიმდინარე წვრთნაში ათი ათასი სამხედრო მოსამსახურე და ხუთი ათასი ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. ამოცანა კი ამ ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა. ცოტა ხნის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსული არმიის ნაწილისთვის მიწოდებული უახლესი მოდიფიკაციის ტანკების Т-72БЗ (Wiki-link) შესახებ, რომლებმაც მიმდინარე წლის ივნისის მიწურულს გადაკვეთეს საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი და ამ მოვლენის ამსახველი ფოტომასალა, სოციალურ ქსელ Instagram-ზე გავრცელდა.

InformNapalm-ის ექსპერტების მოსაზრებით, ის, რომ აღნიშული ტანკები საავტომობილო პლატფორმებით გადაადგილდებოდა, ნიშავს იმას რომ ისინი გუდაუთაში განთავსებული რუსული არმიის საშტატო ტექნიკა არ არის, რადგან ამ ნაწილის საშტატო ტექნიკა, წვრთნებიდან ტრადიციულად სარკინიგზო პლატმორფებზე დგება და ისე გადაადგილდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ტანკები, დამატებით იქნა ჩატანილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ბოლო დღეების განმავლობაში, მხოლოდ აფხაზეთში წვრთნას გადიან მზვერავები, რომლებიც მტრის ზურგში მოქმედებაში ვარჯიშობენ, ასევე გასულია პოლიგონზე მექანიზებული ქვეითი შენაერთები და არტილერია. 26 ივლისს კი ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, რომელთა ფორმალური მისია, სეპარატისტების ცალკეული დანაყოფების, რუსული არმიის შემადგენლობაში შესვლის საკითხს განიხილავენ წყარო.

გასული თვის მიწურულს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტისა და საბრძოლო ტექნიკის ჩაყვანის შესახებ, რასაც თბილისშიც მოჰყვა გამოხმაურება, თუმცა იმდენად დაბალი მასშტაბით, რომ საქართველოს მოსახლეობამაც კი ვერ გაიგო ეს გამოხმაურება. განცხადება, რუსეთის ამ აგრესიულ ნაბიჯზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა , რომელშიც ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიდნენ ინფორმაციას. ყველას კარგად გვესმის რომ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებით რუსეთის სამხედრო მანქანის შეჩერება ვერ მოხდება და ამასთანავე საჭიროა, ქართული არმიის მუდმივი წვრთნა და აღჭურვა, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში, თითქმის შეჩერებულია.

ამავე ინფორმაციაში მითითებულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული საოკუპაციო არმია, ე.წ. "აფხაზეთის არმიასთან" ერთად, წლის განმავლობაში ასამდე წვრთნის ჩატარებას გეგემავს. რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესებს, არავინ ვიცით, რადგან, არც არანაირი განცხადება ან ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გვინახავს. თავად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შეირაღებული ძალების ბიუჯეტის 60% მხოლოდ მოსამსახურეთა ანაზღაურებაში იხარჯება, შეიარაღების შეძანაში კი სულ რაღაც 4,1% წყარო. ეს ციფრებიც საკმარისია იმის დასანახად თუ რამდენად მზად არის ქართული არმია, რუსეთის აგრესიისთვის წინააღდემგობის გასაწევად. აქვე უნდა გავიხსენოთ ისიც რომ რუსებმა კაზაკებით დაკომპლექტებული შენაერთები ჩააყენეს საქართველოს საზღვრის გასწვრივ და აღნიშული კაზაკები, რუსული არმიის უახლესი შეიარაღებით არიან აღჭურვილები.

ეს ყველაფერი ასევე აისახება იმ პოლიტიკურ განცხადებებში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლების მიერ ვრცელდება. მაგალითად, დღეს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსი სეპარატისტები, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის უსაფრთხოებისთვის, ოპერატორი კომპანია BP-ისგან ანაზღაურებას ითხოვენ წყარო. ამას ემატება ის რომ ოსი სეპარატისტები, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან განიხილავენ, ცხინვალში ეკლესიის მშენებლობასა და ოსების, რუსულ სასულიერო სემინარიაში სწავლების საკითხებს წყარო. ცალკე აფხაზი სეპარატისტები აკეთებენ განცხადებებს, საქართველო-NATO-ს წვრთნების შესხებ და ტრადიციულად რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხის ტრანსლირებით არიან დაკავებულები წყარო. ყოველივეს კი ფონად გასდევს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, რომელიც სეპარატისტებისთვის ყოველგვარი შედეგების გარეშე სრულდება და ეს თანამედროვე ლეკიანობა, მათ ბიუჯეტში გარკვეულ შემოსავალის წყაროსაც წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთქმულში აღწერილი აქტივობის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და არმიის მზადყოფნა, უსუსრად მოსჩანს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ზემოთ აღწერილი აქტოვებები, მხოლოდ ბოლო ორი თვის მონაცემს მოიცავს.
ამ ყველაფრის ფონზე ლოგიკურია სამოქალაქო საზოაგდოების შიშები და აქტივობა, ოკუპირებული ტერიტორიების მიამრთულებით. ცხადია რომ საქართველოს ხელისულფება ან ვერ აფასებს სათანადოდ საფრთხეს ან არ შესწევს უნარი შეაფასოს ეს საფრთხე და ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქვეყნის მოქალაქეებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, რუსული არმია და სეპარატისტები კი აქტიურად ემზადებიან და ვარჯიშობენ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში მოქმედებისთვის, ამაზე მიანიშნებს ყველა ის პროცესი, რომელიც ზემოთ აღვწერე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნისთვის რომ ერთგვარი "შავი ხვრელების" ფუნქციას ასრულებს და მუდმივ საფრთხეს ქმნიან, ყველასთვის ცხადია, ვინც კი ღიად კოლაბორაციონისტული განწყობებისა არ არის.
leoni
02 აგვისტო 2017 10:04
კამიკაძეები გახდებით კი არა 2008 ში დასწრებაზე იყავით ვინ გაასწრებდა საქართველოდან, არ გამიხდით გმირები? ან და ნატომ ლამის რუსეთის საზღვრები გადალახა და რა გეგონათ რუსეთმა გულფეხდაკრეფილმა უნდა უყუროს მათ ქმედებებს?
vaxo
27 ივლისი 2017 15:25
მთავარი მოთხოვნა ჯარების გაყვანა უნდა იყოს.თუ ამას ვერ მივაღწევთ,პარტიზანულ ქმედებებზე უნდა გადავიდეთ,მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს.თუ საჭირო გახდება კამიკაძეებათ უნდა ვიქცეთ.მაშინ დაგვაფასებს ყველა შინაურიც და გარეულის.სხვისი ხელი შემყურე ყოველთვის ასე ვიქნებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა