პენტაგონი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების მომხრეა! - რას იზამს ტრამპი? - კვირის პალიტრა

პენტაგონი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების მომხრეა! - რას იზამს ტრამპი?

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო "NBC-NEWS"-ი, აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პენტაგონმა, თეთრ სახლს გადაუგზავნა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების რეკომენდაცია, რომელიც ასევე მოიცავს, ამერიკული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "Javeline"-ის გადაცემის რეკომენდაციასაც. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული რეკომენდაციის არსებობა დაადასტურა სამმა წყარომ, რომლებიც ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ წყარო.

სრულიად ლოგიკური რეკომენდაციაა ბევრი თვალსაზრისით, თუკი აშშ-ისა და რუსეთის ბოლოდროინდელ გართულებულ ურთიერთობას გავითვალისწინებთ. გამოცემის ანალიტიკოსისა და წარსულში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, ჯონ მაკლაფინის განცხადებით - "რუსეთმა, უკრაინიაში გამოიმუშავა ის დახმარება, რომელსაც აშშ-ი აპირებს გაუწიოს უკრაინას". ექსპერტების განცხადებით, "Javeline"-ების იქნება კიდევ უფრო მეტი ესკალაცია ამერიკულ-რუსულ ურთიერთობაში, თუმცა რუსეთს სულაც არ აქვს საფუძველი, ეს დახმარება უშუალოდ საკუთარი არმიის წინაშე წარმოქმნილ საფრთხედ აღიქვას, რადგან მათივე განცხადებით - "ისინი იქ არ არიან".

"Javeline"-ი რუსული ჯავშანტექნიკისთვის და განსაკუთრებით ახალი მოდიფიკაციის T-90-ის ტანკებისთვის იმით არის საშიში, რომ მისი ჭურვი სამიზნეს ზემოდან ხვდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ აღნიშნული T-90-ის ქონგურა, ყველაზე დაუცველია ზემოდან, რაც "Javeline"-ის გამოყენების შემთხვევაში, მის უეჭველად განადგურებას ნიშნავს.

ბოლო დღეების განმავლობაში, ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან გაკეთებული განცხადებების შედეგად, ცხადი გახდა, რომ ესკალაციას უნდა ველოდეთ იმ რეგიონებში, სადაც მოსკოვს ხელის ფათური შეუძლია. ერთ-ერთ ასეთ რეგიონად, რა თქმა უნდა, უკრაინა აღიქმება და ბოლო დროს, უკრაინის ფრონტზე ესკალაციაც შეინიშნება. უკრაინულ მედიაში გახშირებულია შეტყობინებები ფრონტიდან, რომელშიც იტყობინებიან, რომ პრორუსი სეპარატისტების მხრიდან, ბოლო დროს გახშირდა მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების გამოყენება, მათ შორის ტანკებისა და ზალპური ცეცხლის სიტემა "Град"-ების მეშვეობით, უკრაინული არმიის პოზიციებზე იერიშის მიტანის შემთხვევები. არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის ფრონტზე ესკალაცია, ჯერ კიდევ მზარდი ტენდენციისაა და ეს ტენდენცია სექტემბამდე შენარჩუნდება, როდესაც ბელორუსიის ტერიტორიაზე რუსული და ბელორუსიული არმიების წვრთნები უნდა გაიმართოს.

თავისთავად ცხადია, "NBC-NEWS"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ამ კონკრეტულ ინფორმაციას, რუსეთის დუმაში გამოეხმაურნენ და რამდენიმე "მამხილებელი" განცხადებაც გააკეთეს. რუსი კანონმდებლების მიერ გაკეთებულ განცხადებებში, საუბარია არა იმაზე, თუ რამ მიიყვანა პენტაგონი ასეთ ნაბიჯამდე, არამედ იმაზე, რომ ამერიკელები ოდითგანვე მატერიალისტები იყვნენ და რომ მათთვის, ასეთი ვითომ დახმარების გაწვდილი ხელი, არის იარაღის გაყიდვის კარგად აპრობირებული მეთოდები წყარო. იქვე, ამერიკელების "მატერიალისტობის" დასტურად, ისიც არის ხაზგასმული, რომ შეიარაღებას აუცილებლად უნდა მიჰყვნენ სპეციალისტები, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს ასწავლიან შეძენილი შეირაღების გამოყენებას, ხოლო ეს ინსტრუქტორები, ტრადიციულად მიმღები მხარის ხარჯზე იგზავნებიან მივლინებაში...!

ასეა თუ ისე, პენტაგონმა საკუთარი წინადადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინაშე წარადგინა და რა თქმა უნდა, ზემოთ აღწერილი რეკომენდაცია, იმ რეალურ ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ მონაცემებზე დაყრდნობითაა შემუშავებული, რომელიც უკრაინის ფრონტზე არსებობს. ახლა ჯერი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მრჩევლებზეა, რომლებმაც პენტაგონის რეკომენდაცია რეალობად უნდა აქციონ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი