რუსეთი ირანს ბირთვულ ზესახელმწიფოდ აქცევს!?
რუსეთი ირანს ბირთვულ ზესახელმწიფოდ აქცევს!?
ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის, ირანისთვისა და ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, სანქცირებულ სამთაგან ყველაზე გაბრაზებული რუსეთია. ეს გასაგებიც არის და ლოგიკურად ჩნდება მოლოდინი, რომ სწორედ რუსეთი ჩაიდენს რამე ისეთს, რაც მნიშვნელოვანწილად გაართულებს ვითარებას მთელ მსოფლიოში.

ასეთი მიმართულებები კი საკმაოდ მრავლად არის - დაწყებული ჩრდილო კორეიდან და დასრულებული ლიბიით!

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ირანის დედაქალაქ თეირანში, ქვეყნის ხელახლად არჩეული პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის რუსეთის დელეგაცია,
ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინის მეთაურობით, დაესწრო. თავად ირანის საპრეზიდენტო არჩევნები, ნაკლებად საინტერესოა, რადგან როუჰანის ხელახალი არჩევით, არაფერი  შეიცვლება და ამიტომ, ამ მოვლენიდან ყველაზე საინტერესო ის მოლაპარაკებებია, რომელიც რუსულმა დელეგაციამ ირანში გამართა.

რუსულ და ირანულ მედიაში ვრცელდება თავად დიმიტრი როგოზინის განცხდება, რომელიც თეირანში ამ ვიზიტისას გამართული შეხვედრების
თემატიკას აღწერს. დიმიტრი როგოზინი, ირანის თავდაცვის მინისტრ ჰუსეინ დეჰგანისა და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ სორენ სატტარის შეხვდა, რომლის შემდეგაც გავრცელდა განცხადება, რომ ირანი და რუსეთი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ამ განცხადებაში არაფერი ახალი არ იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი. რუსეთი ირანს რომ აწვდის იარაღს, ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა აღნიშული შეხვედრის შემდეგ, დიმიტრი როგოზინი ასევე შეხვდა ირანის ვიცე-პრეზიდენტ სორენ სატტარის, რომელთან შეხვედრის დაანონსებისას, თავად დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ მასთან განიხილავს ირანისთვის უახლესი ტექნოლოგიების გადაცემისა და ირანელი სპეციალისტების მომზადების საკითხს. ეს ნიუანსი იმით არის საინტერესო, რომ აქ არ არის საუბარი საწარმოო ტექნოლოგიებზე და ეს ინფორმაცია, ძირითადად რუსული მილიტარისტული გამოცემების მიერ იქნა გავრცელებული, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ლაპარაკია სამხედრო ტექნოლოგიებზე.

ამ განცხადებების შინაარსში, საინტერესოა ის, რომ ყოველი დეტალი, ამერიკული სანქციების ჭრილში განიხილება და ყოველი ნაბიჯი, სწორედ აღნიშნულ სანქციებზე პასუხად სახელდება
. შესაბამისად, დიდია ეჭვი, რომ დღევადნელმა რუსეთმა, რომელიც ძალიან გაბრაზებულია სანქციების გამო, შესაძლოა გაიმეოროს საბჭოთა კავშირის შეცდომა - მოგეხსენებათ, არსებობს ეჭვი, რომ ჩრდილო კორეელებს სწორედ მათ მისცეს ატომური იარაღის შექმნის ტექნოლოგიები. ეს ისტორია კი ზუსტად იგივე სცენარით ვითარდებოდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ირანის მიმართულებით ვიხილეთ.

რუსების მიერ ჩრდილო კორეაშიც თავდაპირველი ბირთვულ სფეროში საქმიანობა ქვეყნის ენერგოსაჭიროებების არგუმენტით გამყარებული, "მშვიდობიანი ატომი" იყო. შედეგად ამ აქტივობას მოჰყვა ბირთვული იარაღის შექმნა
.

ჩრდილო კორეელებისთვის ბირთვული ტექნიოლოგიების გადაცემის შესახებ, 2015 წელს, ძალიან კარგი მასალა აქვს გამოქვეყნებული რუს სამხედრო ექსპერტს, ვასილი სიჩოვს. ამ მასალის გაცნობისას მსგავსი ასოციაციები ირანთან აუცილებლად გაგიჩნდებათ და შესაბამისად, ლოგიკურია რისკი, რომ შესაძლოა რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩაიდინოს ძალიან დიდი დანაშაული, მთელი კაცობრიობისა და პირველ რიგში, მუსულმანური სამყაროს წინაშე, რადგან ირანის ხელში ბირთვული იარაღის გაჩენა, რადიკალურად შეცვლის მუსულმანურ სამყაროში სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირებას, რაც, რა თქმა უნდა, საფრთხეს, მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონით არ შემოფარგლავს და ის გახდება ისეთივე გლობალური პრობლემა, როგორიც დღეს არის ჩრდილო კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე.

ასეთი სცენარის განვითარების შესაძლებლობა არის იმ ამბიციებისა და აგრესიულობის გათვალისწინება, რომელიც რუსეთს ახასიათებს. ასევე ძალიან კარგი სავაჭრო თემაა, როგორც ირანელებთან, ისე საერთაშორისო აქტორებთან და ამიტომ მოსალოდნელია რომ ეს საფრთხე გააქტიურდეს, როგორც პოლიტიკურ დისკუსიებში, ისე ფარულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში.

ამ ეჭვებს ამყარებს ის ინფორმაციაც, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა და რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსეთსა და ირანს შორის ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის განახლებისა და გაღრმავების შესახებ მოლაპარაკებები 15 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგების შესახებ მოსკოვში ირანის საელჩომ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ოფიციალურად განაცხადა.

შესაბამისად, როგოზინის ირანული შეხვედრები სწორედ ამ მოლაპარაკებების გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მხრივ ძნელი წარმოსადგენია რას გულისხმობდა როგოზინი - "უახლეს ტექნოლოგიებში"?! თავად რუსეთს, ამ მიმართულებით ძალიან დიდი ჩამორჩენა აქვს და მხოლოდ საკუთარ საზღვრებს შიგნით შეუძლია მიანიჭოს რომელიმე ტექნოლოგიას "უახლესის" სტატუსი, რომელთა დიდი ნაწილი მსოფლიოსთვის უკვე მოძველებულია. ერთდერთ ასეთ სფეროდ შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო დანიშნულების რაკეტების წარმოება და ბირთვული სფერო, რომელიც ირანისთვის შესაძლოა მართლაც ნიშნავდეს "მაღალ (უახლეს) ტექნოლოგიას".

ის, თუ რამდენად მოიგებს თავად რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ირანისთვის ბირთვული ტექნოლოგიების გადაცემით, ცალკე საკითხია და ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია, რადგან ირანსა და რუსეთს შორის, ისევე როგორც თურქეთსა და რუსეთს შორის, მიმდინარე "დატკბობა"  არაბუნებრივი და მოკლევადიანია. არცერთი მათგანი არ შეეგუება ახლო აღმოსავლეთში რუსულ გავლენას, თუკი თვითკმარი სახელმწიფოები გახდებიან, მეორეს მხრივ კი რუსეთმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ საკუთარ საზღვრებში მოქცეული მუსულმანური თემის აბსულუტური უმრავლესობა სუნიტია და არა შიიტი, რაც კიდევ უფრო აბსურდულს ხდის ირან-რუსეთის მოკავშირეობას!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

niko
11 აგვისტო 2017 00:21
სამხედრო ტექნოლოგიები არც ახალი და არც უახლესი რუსეთს არ აკლია. სხვა საქმეა ცხოვრების დონე რითიც მართლა ჩამორჩება მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ რომ ჩვენთან შედარებით ეს მაჩვენებელიც რამდენჯერმე მაღალია
Mandela
08 აგვისტო 2017 13:40
ირანი - სპარსეთის სამართალ მემკვიდრე აგრეთვე ისტორიულად ძალზედ ეშმაკი და ცბიერი დამპყრობელი თავისი შაჰ აბასით ნადირ შაჰით და შაჰ თამაზებით რუსეთზე კი რა შეიძლება მოკლედ თქვა ივანე მრისხანე სახელიც მეტყველებს ბოროტი დაუნდობელი შეუბრალებელი მეფე აი სწორედ მასში არის სრულიად რუსი ერის ამოძახილის გამოვლინება გათელვა განადგურება დაჩაგვრა დაცინვა სხვა ერებისმიმართ დღეს პუტინი არის ამ მცნებით დაჯილდოვებული და შემართებით მიყვება ამ გზას სწორედ ხალხის დაკვეთაა რასაც რუსეთის ხელისუფლება ავლენს საგარეო მიმართულებით რასაც ისინი დღეს ჩადიან პუტინი დარწმუნებული ვარ ფიქრობს რუსეთის ისტორიაში შევიდეს როგორც ერთერთი ყველაზე დიდი რუსი დამპყრობელი და ეგრეთწოდებული ველიკაია დერჟავის სრულყოფილი გამახორციელებელი ეს მათ სულში ზის
კოტე
08 აგვისტო 2017 09:35
ჩვენ კი ვიყოთ ამერიკისა და მისი ელჩის უსიტყვო ვასალები. რა ყველგან ამერიკის ელჩს ჩრიან სხვა ქვეყნის ელჩები სადააა.
სპორტ სასახლეშიც ხომ უძვრებოდით ან იქ მას რა უნდოდა აი ესაა საკითხავი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა