ამერიკელი სამხედროები ტრამპის ბრძანებას ელიან!
ამერიკელი სამხედროები ტრამპის ბრძანებას ელიან!
კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებული კრიზისი, კვლავ აქტუალურია და მთელი მსოფლიო მედია ელის თუ რა მოხდება. აგრესიული განცხადებების გავრცელების შემდეგ, ესკალაცია ჯერ კიდევ არ მინელებულა და მხარეები საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს განიხილავენ. კიმ ჩენ ინი ირწმუნება, რომ აქვს შესაძლებლობა, იერიში მიიტანოს ამერიკულ ბაზებზე, რომლებიც წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამზეა განთავსებული. ხოლო აშშ-ი ასეთ შემთხვევაში ჩრდილო კორეელებს არნახული "ცეცხლითა და რისხვით" ემუქრება. ცალკე საკითხია რეგიონის ქვეყნების პოზიციები, რომლებიც ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან. იაპონია და
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამხრეთ კორეა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, რადგან თუკი კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტი დაიწყება, ეს პირველ რიგში მათ წესრიგსა და მოსახლეობას შეიწირავს. ამიტომ ამერიკული პოლიტიკური თუ სამხედრო აქტივობა ამ მიმართულებაზე მეტად საჭირბოროტო და მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნებისთვის.


ბოლო დღეების განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონი საუბრები გამართა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზიანპინმა. აღნიშნული სატელეფონი საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთმა კორეის კრიზისში ნეიტრალიტეტის პირობების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუკი ჩრდილოეთ კორეელები პირველები გაისვრიან აშშ-ის ტერიტორიების მიმართულებით, მაშინ ჩინეთი
ნეიტრალური დარჩება და არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ თუკი აშშ-ი პირველი მიიტანს იერიშს ჩრდილოეთ კორეაზე და კიმ ჩენ ინის რეჟიმის დამხობის საფრთხე გაჩნდება, მაშინ ჩინეთი ჩაერევა პროცესებში, რადგან ის არ
დაუშვებს, კორეის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური და გეოგრაფიული მოცემულობის ცვლილებას
წყარო. ჩინეთის პრეზიდენტის მიერ წაყენებული პირობა, ერთი შეხედვით რაციონალური ჩანს, თუმცა მეორეს მხრივ, ის არ სცემს პასუხს კითხვაზე - აშშ-ის მხრიდან, სამხედრო ოპერაციაზე უარის თქმის პირობებში, იტყვის თუ არა კიმ ჩენ ინი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს?!

ზოგადად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემა, ამერიკის უსაფრთხოებისთვის წლების განმავლობაში აქტუალურია და ყოველ ჯერზე ისმოდა მოწოდებები, რომ კრიზისი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. მიუხედავად ამ ე.წ. "მოგვარების"
პოლიტიკისადმი ერთგულებისა, ჩრდილოეთ კორეამ არ შეაჩერა ბირთვული პროგრამა და იქამდეც კი მივიდა, რომ შექმნა საჭირო კონსტრუქციის როგორც ქობინები, ისე მისი გადამტანი მოწყობილობები (რაკეტები). შესაბამისად, გამოვიდა, რომ დროში გადადებული მსგავსი კრიზისები, საბოლოო ჯამში საფრთხის იმ დონეს აღწევს, რომ გაცილებით დიდი მასშტაბისა და რთულად მოგვარებადი ხდება. ანალოგიური შეცდომა იყო დაშვებული რუსეთთან მიმართებაში, როდესაც რამდენიმე სეპარატისტული რეჟიმის შექმნით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები დატოვა საკუთარ ორბიტაზე და ეს აგრესია მანამდე არ იქნა შეფასებული სათანადოდ, ვიდრე უშუალოდ ევროპის საზღვრებს არ მიადგა რუსული პრობლემა. ამ დროისთვის კი, რუსული პრობლემა გაცილებით რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, ვიდრე ეს 2000-იანების დასაწყისში, ან უფრო ადრე, გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო. ანალოგიური ვითარებაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემის საკითხშიც. პრაქტიკულად, კორეის კრიზისი დილემაა - არ დაარტყამენ და მიიღებენ ბირთვულ კორეას, დაარტყამენ და მიიღებენ მილიონობით მსხვერპლსა და დედამიწის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში სასტიკ ომს, რომელიც სულაც არ არის გამორიცხული, ბირთვულ ომში გადაიზარდოს.

ამ ფონზე, რეგიონში მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაში ამერიკის მოკავშირეები საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ. მაგალითად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ავსტრალია, აშშ-ის გვერდით დადგება იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც აშშ-ის, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის არსებობს წყარო. თავისთავად ცხადია, კორეული კრიზისი დიდ შეშფოთებას იწვევს იაპონიაში, რომელიც ასევე ამერიკული არმიის ნაწილების განთავსების ადგილს წარმოადგენს და ისედაც მტრულად არის განწყობილი კომუნისტური კორეის მიმართ. იაპონიის შემთხვევაში, კი თავად პრემიერ-მინისტრ სინძიო აბეს პოლიტიკური კარიერა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული აშშ-ის პოზიციასა და აქტიურობაზე რეგიონში. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშავს, რომ აბეს დამარცხების შემთხვევაში, იაპონია საგარეო პოლიტიკურ კურსს შეიცვლის.

რეგიონულ მედიაში აღინიშნება, რომ კუნძულ გუამის, იაპონიისა და სამხერეთ კორეის მოსახლეობა შეშფოთებულია მიმდინარე ესკალაციით. ეს შეშფოთება სრულიად რაციონალურია, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, თუკი საქმე სახმელეთო ბრძოლებამდე მივიდა, ჩრდილო კორეული არმიის წინააღმდეგ, პირველ რიგში, სამხერეთ კორეელებს და შემდეგ იაპონელებს მოუწევთ ბრძოლა ამერიკულ არმიასთან ერთად, თუმცა მშვიდობიან მოსახლეობას ყველაზე დიდი საფრთხე სეულში ემუქრება. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული საზღვარი, დედამიწაზე ყველაზე მილიტარიზებული საზღვარია, რომელზეც ჩრდილოელებს განთავსებული აქვთ რამდენიმე ათასი საარტილერიო დანადგარი, რომელთა უმრავლესობა მოძველებულია, მაგრამ სეულემდე ჭურვის გასროლა შეუძლია. შესაბამისად, ათ მილიონიანი სეულის მიმართულებით გასროლილ ათიათასობით ჭურვს, საკმაოდ მასშტაბური ნგრევისა და უამრავი მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა შეიძლება მოჰყვეს, თუკი არ განხორციელდა დროული ევაკუაცია, ასეთი მასშტაბის ევაკუაციის განხორციელება კი იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოელების მოწინააღმდეგე ძალები დაკარგავენ მოულოდნელობის ეფექტის შესაძლებლობას.

დასავლურ მილიტარისტულ მედიაში აქტიურად განიხილება ის ვერსიები, რომლითაც შესაძლებელია განვითარდეს მოვლენები კორეის ნახევარკუნძულზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონს უკვე მზად აქვს ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმის გეგმა წყარო. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, აშშ-ის არმიის გეგმებში ბირთვული იარაღის გამოყენება არ შედის. პირველი დარტყმა მიყენებული იქნება სხვადასხვა მოდიფიკაციის ფრთოსანი რაკეტებით. ამერიკელების განცხადებით, ასეთი სამიზნე ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე სულ ოცამდე ობიექტია, რომლებიც სარაკეტო გამშვები პლატფორმები და მათი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურაა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ჩრდილოელების მიერ მოწყობილი სარაკეტო გამოცდები, ამერიკული დაზვერვის მიერ გამოყენებული იქნება, ინფორმაციის განსაახლებლად სარაკეტო სისტემებსა და მართვის პუნქტებს შორის საკომუნიკაციო ქსელის დასადგენად. სხვათაშორის, ამ საკითხზე მსჯელობა იყო მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულისკენ ამერიკული ავიამზიდი და მე-7 ფლოტის სხვა ხომალდები მიემართებოდნენ. როგორც მაშინ ამერიკული წყაროებიდან გახდა ცნობილი, ეს "დეზინფორმაცია" გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ მოხდა დაკვირვება, ჩრდილო კორეის საკომუნიკაციო სისტემებზე, რომლის დროსაც ისეთი არხების აქტივაცია განხორციელდა, რომლებიც მანამდე არასოდეს გააქტიურებულა.

არსებული მოცემულობით, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო ოპერაციის დაწყების, ჯერ კიდევ მაღალი ალბათობაა, თუმცა დიპლომატიურ წრეებში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ მიმდინარე ესკალაცია იმ დონემდე არ მივა, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
antibneleti
14 აგვისტო 2017 16:28
ყველა ბნელი რეჟიმი უნდა ჩაძაღლდეს და საბოლოოდ დამთავრდეს მთელ დედამიწაზე! არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და არცერთი ჭკუათმყოფელი ამას არ გააპროტესტებს. ამერიკა არის პროგრესი, სინათლე და განვითარება, ხოლო ჩრდილოეთ კორეა, მისი შემქმნელი საბჭოთა იმპერია, დღევანდელი რუსეთი, კუბის მმართველი რეჟიმი, სირიის ხელისუფლება და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მმართველი კლანები კი სიბნელე და ბოროტება! ამერიკამ და ევროპამ დააშავეს ის, რომ აქამდე მიიყვანეს მათი თავგასულობა და ადრევე არ აღკვეთეს! საერთოდაც, უნდა ესმოდეთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს, რომ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი თუ მრეწველობა, თუ საჭირო გახდა, დიდი ძალისხმევის ფასადაც უნდა განავითარონ იმ ჩამორჩენილი მეამბოხე ქვეყნების ტერიტორიებზე, თუკი სურთ, რომ მხოლოდ ტერორიზმს კი არა, ამ ქვეყნებიდან ლტოლვილთა დიდ ნაკადებს თავი დააღწიონ! ამისთვის აუცილებელი იყო, აქამდეც, დიდი ხნის წინ, დაემყარებინათ მეგობრული ურთიერთობები ამ ქვეყნების თუნდაც არადემოკრატიულ და დესპოტურ ხელისუფლებებთან, რის წყალობითაც შევიდოდა იქ პროგრესი, განათლება, განვითარდებოდა იქაური საზოგადოებები და შემდეგ თვითონვე მოიცილებდნენ იმ არადემოკრატიულ ხელისუფლებებს! დამშეული, გაუნათლებელი, არშემდგარი საზოგადოება კი, როგორც ვხედავთ, პირიქით, მზად არის, ებრძოლოს ყოველივე პროგრესულს და კიდევ უფრო ბნელ უფსკრულში გადაეშვას და სხვებიც თან გადაიყოლოს!
s.o.s
14 აგვისტო 2017 09:44
გიო მაგაზე მარტივი პასუხი მაქვს, ამერიკამ უკვე დიდიი ხნის წინ დაუშვა რომ კუბის სოციალისტური რესპუბლიკა შექმნილიყო მის საზღვრებთან. ასე რომ ... მე არც ამერიკის მეხოტბე ვარ და არც რუსეთის მგალობელი... საქართველო მიყვარს და სანამ ისე არ განვვითარდებით, როგორც მაგალითად ისრაელი, რომელიც ჩვენზე პატარა მაგრამ სამეზობლოში ისრაელის ყველას ეშინია. ჩვენ კიდევ ვერც ერთ მეზობელ სახელმწიფოს ვერც ომს ვუგებთ და ვერც ფეხბურთს :)) იქამდე არაფერი გვეშველება და არავინ არ გაგვიწევს ანგარიშს.
გუგა
12 აგვისტო 2017 23:28
კორეა გაისვრის პირველს იმიტომ რომ მიყენებული ყავს უკვე ამერიკას კუთხეში და სხვა გამოსავალი არ ააქვს კიმ ჩენ ინს, გამორიცხულია რომ ამერიკამ გაისროლოს პირველმა, ეს იქნება მსოფლიო ტრაგედია. რათქმაუნდა ამერიკა შეცვლის ასეთ შემთხვევაში რეჟიმს და ეს იქნება ამერიკის მსოფლიო ბატონობის ძალიან დიდი დასაწყისი
gio
12 აგვისტო 2017 22:13
ლადოოო, რუსული პრობლემა მიადგა ევროპის საზღვრებს თუ ნატოს პრობლემა მიადგა რუსეთის საზღვრებს. ნეტა ამერიკა როგორ მოიქცეოდა რუსეთის ადგილზე ის რომ აღმოჩენილიყო.დაუშვებდა თუ არა მტრების რაკეტების მის საზღვრებთან დაგროვებას.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა