კორეულ რაკეტებზე უკრაინული ძრავები შენიშნეს?! - კვირის პალიტრა

კორეულ რაკეტებზე უკრაინული ძრავები შენიშნეს?!

კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ განვითარებულ მოვლენებში, ახალი - უკრაინული ფაქტორი გამოჩნდა. დასავლელი ექსპერტების აზრით, ბოლო ორ რაკეტაზე, რომლებიც მიმდინარე წლის ზაფხულში გამოსცადა წარმატებით ფხენიანმა, ორივე შემთხვევაში, სავარაუდოდ უკრაინული წარმოების ძრავები, RD-250-ები იქნა გამოყენებული.

აღნიშული ინფორმაცია გამოცემა "The New York Times"-მა გამოაქვეყნა (ბმული), რომელმაც დიდი ვნებათაღელვა და განხილვა გამოიწვია საერთაშორისო მედიასა და პოლიტიკურ წრეებში. მასალაში ნათქვამია, რომ ჩრდილო კორეელების მიერ გავრცელებულ ერთერთ პროპაგანდისტულ ვიდეოში, კარგად მოსჩანს რაკეტის ის ნაწილი, სადაც ძრავი აყენია. მათი აზრით, კონსტრუქცია ძალიან ჰგავს უკრაინული წარმოების სარაკეტო ძრავს, რომელიც საბჭოთა შეიარაღებაში გამოიყენებოდა.

რა თქმა უნდა, უკრაინელებმა უარყვეს ჩრდილო კორეასთან რამე სახის კავშირი და განაცხადეს, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელიც უკრაინის მოწინააღმდგეე ძალების მიერ არის პროვოცირებული. უკრაინის ხელისუფლებიდან, აღნიშნულ საკითხს, ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი გამოეხმაურა (ბმული).

უკრაინულ მედიაში ასევე გამოქვეყნდა ექსპერტის შესახებ მასალები, რომელშიც მისი რუსეთთან კავშირის შესახებ არის მოყოლილი. ამ მასალების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში "The New York Times"-ი მიერ გამოქვეყნებულმა მასალამ, დიდი ვნებათაღლევა გამოიწვია, რაც ბუნებრივია, რადგან აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოხდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ი, უკრაინისთვის იარაღის გადაცემას განიხილავს.

უკრაინულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში ატეხილ ამბავს, მალევე გამოეხმაურა ექსპერტი, რომელზე დაყრდნობითაც "The New York Times"-მა გამოაქვეყნა ზემოაღნიშნული მასალა (ბმული). მისი თქმით, გამოქვეყნებულ მასალაში ის არ ამტკიცებს, რომ ჩრდილო კორეელებისთვის სარაკეტო ძრავის ტექნოლოგიის გადაცემაში მას ოფიციალური კიევი არ დაუდანაშაულებია და ეს შესაძლოა მომხდარიყო სხვა გზებითაც. მაგალითად, მოჰყავს 2012 წელს, უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებული ორი ჩრდილო კორეელი "შპიონის" ისტორია, რომლებიც "Южмаш"-იდან ტექნოლოგიის მოპარვას ცდილობდნენ. აღნიშნული პირები დღესაც უკრაინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. 2012 წლის ეპიზოდი ადასტურებს რომ ჩრდილო კორეელები ცდილობდნენ უკრაინული წარმოების ძრავების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და როგორც ჩანს, ამ მიზანს მიაღწიეს.

"The New York Times"-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია რომ იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობის შემდეგ, რუსეთთან გართულებული ურთეირთობების გამო "Южмаш"-ს ფინანსური პრობლემები აქვს და შესაძლოა, მენეჯმენტს გასჩენოდა ცდუნება შესულიყვნენ უკანონო გარიგებაში ჩრდილო კორეელებთან. რა თქმა უნდა ამ მტკიცებულების უარმყოფელი განცხადება გაავრცელა "Южмаш"-მაც (ბმული).

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ძრავები ასევე არის რუსეთის ტერიტორიაზე დ მათი გამოყენება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს

ხდებოდა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ მათი გადაცემა მომხდარიყო რუსების მიერ. ასეთი ეჭვი ლოგიკურიც არის გამომდინარე იმ პოლიტიკური მხარდაჭერიდან, რომელიც ჩრდილო კორეელი კომუნისტების მიმართ არსებობს რუსულ პოლიტიკურ ხელმძღვანელბაში. ამ ინფორმაციის ისეთი სახით გახმაურება, რომელიც ეჭვის უკრაინაზე მიტანას უწყობს ხელს, არსებულ მოცემულობაში მართლაც პროვოკაციულად ჩანს და მიზნად, უკრაინის მარგინალიზებას უნდა ისახავდეს.

ამ ისტორიას ნათელი მაშინ მოეფინება, როდესაც საერთაშორისო გამოძიება ჩატარდება და დადგინდება ის წყაროები, საიდანაც ჩრდილო კორეელბმა მიიღეს სარაკეტო ძრავების ტექნოლოგია. იმაზე რომ ასეთი ტექნოლოგია მიიღეს ჩრდილო კორეელბმა, ისიც მიანიშნებს რომ მათი სარაკეტო გამოცდები უეცრად გახდა წარმატებული, იმ უამრავი წარუმატებული მცდელობების შემდეგ, რომელსაც ყველა ადევნებდა თვალს. იმ სარაკეტო ძრავებს კი, რომელზეც "The New York Times"-ი წერს, იმდენად მძლავრია რომ შეუძლიათ საბრძოლო ქობინი მიიტანონ აშშ-ის ტერიტორიამდე.

ცალსახად ფაქტია, უკრაინა იმ მოცემულობაში რომელშიც ის დღეს იმყოფება, ვერ გაბედავდა ასეთი მასშტაბის რისკის მქონე გარიგებაში მონაწილეობის მიღებას თუმცა, თუკი ამ ქვეყნის კორუმპირებულობის ხარისხს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაფერია და დიდი ალბათობით, ამ საკითხის გამოძიება თავად უკრაინაშიც დაიწყება. ასეთი გამოძიების ჩატარება სავალდებულოა, რათა უკრაინის იმიჯი არ დაზარალდეს და თუკი მთელი ეს ისტორია მართლაც პროვოკაციაა, ამ პროვოკაციის დამდგემელებმა მიზნის არ მიღწიონ. აღნიშნული საკითხის გამოძიების ინციატივით უკვე გამოვიდა, უკრაინის პრეზდიენტი პეტრო პოროშენკო და საქმის სამ დღეში გამოძიება მოითხოვა წყარო!

იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ჩრდილო კორეელებისთვის ტექნოლოგიის გადაცემაში რუსების ხელის ურევია (და დიდი ალბათობით ასეც არის), ეს იქნება კიდევ ერთი მიზეზი, რუსეთის მაქსიმალური იზოლირებისთვის და ახალი სანქციების დაწესებისთვის, რომელიც საბოლოოდ მოახდენს რუსეთის, როგორც ბოროტების ღერძის შემდგენლად და მის განუყოფელი ნაწილად გამოცხადებას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

იხილეთ ასევე: "ომი აღარ გვინდა! შიშველი ხელებით აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთ" - კორეელების საოცარი თავგადასავალი საქართველოში

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი