სირია შესაძლოა ირანსა და ისრაელს შორის ბრძოლის ველად იქცეს
სირია შესაძლოა ირანსა და ისრაელს შორის ბრძოლის ველად იქცეს
სოჭში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უეცარი ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გაიმართა, ერთგვარი სიმპტომია იმ ვითარებისა, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი და რომელიც რეგიონული უსაფრთხოებისთვის ახალ გამოწვევებს ქმნის.

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა, სამის საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ებრაული დელეგაციის შემადგენლობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძირითადი განხილვის თემა სირიაში, ირანის გავლენის ზრდა და იქ შიიტური მოხალისეთა დანაყოფების, ირანის რევოლუციური გვარდიის ნაწილების და ირანის მიერ მხარდაჭერილი, ლიბანური "ჰეზბოლას" არსებობით გამოწვეული
You must have Flash Player installed in order to see this player.
საფრთხეები უნდა ყოფილ
იყო.


ებრაელების განცხადებით, ის ტერიტორიები რომელიც ISIS-ს ჰქონდა დაკავებული, მიმდინარე ეტაპზე ირანელების კონტროლის ქვეშ გადავიდა, ასეთი ადგილები კი უშუალოდ ისრაელის საზღვრების სიახლოვესაც მდებარეობს და რა თქმა უნდა, ისრაელისთვის საფრთხეს ქმნის. ებრაულ მედიაში გავრცელებული კომენტარების მიხედვით, ბოლო ვიზიტისას დელეგაციაში ისრაელის დაზვერვის, "მოსადის" შეფის ყოფნა, შეფასებული იქნა როგორც აუცილებელი საჭიროება, რათა პუტინისთვის პირველწყაროს გაენდო ინფორმაცია ირანის შესახებ ბმული.

ირანისა და რუსეთის თანამშრომლობა, სირიის საკითხში რომ არ არის სტრატეგიული და მხოლოდ ტაქტიკური ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად, ეს ისედაც ცნობილი იყო და არაერთი სტატია დამიწერია ამ თემაზე. ამასთანავე, ასეთი მოცემულობა, მომავალში რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობის გაუარესების საფუძველს ქმნის, რადგან პოტენციურად სირიის ტერიტორიაზე გავლენის გადანაწილების ეტაპზე, რუსეთი და ირანი ვერ
შეთანხმდებიან ბევრი მიზეზის გამო, რომელთაგან, ზოგადად სირიაზე პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების გარდა, ერთერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ ისრაელი იყოს. ირანელები შეეცდებიან ლიბანისა და ისრაელის საზღვრების გასწვრივ რეგიონებში შეინარჩუნონ საკუთარი პოზიციები, ამის გამო კი, რუსეთზე, როგორც მთავარ ფაქტორზე სირიულ კონფლიქტში, მთელი საერთაშორისო საზოგადოება განახორციელებს ზეწოლას, გამომდინარე იქედან, რომ ირანსა და ისრაელს შორის ღია ომის გაჩაღება, უდიდესი მასშტაბის კატასტროფა იქნება რეგიონისთვის და გასცდება იმ ფარგლებს, რომელიც რესურსებზე კონტროლის მიზნით განხორციელებული კონფლიქტების
შემთხვევაში არსებობდა. ასეთ შემთხვევაში კი, ამ ომზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება, როგორც სირიის ტერიტორიაზე ირანის შეყვანის ერთერთ მთავარ ფაქტორს. როგორც ცნობილია, ირანი წინააღმდეგია ისრაელის არსებობის და შესაბამისად, ის შეეცდება ვითარების გართულებას, როგორც თავად ისრაელის ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებთან. ასეთი ნიშნები უკვე არის, რაც პალესტინელებსა და ებრაელებს შორის ბოლო დროს გართულებული ვითარებაში გამოიხატა და ისევ განახლდა საუბრები, რომ შესაძლოა ისრაელის არმიამ მომრავლებული ტერორისტული აქტების გამო, კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს პალესტინის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში, სირიის ტერიტორიაზე გამაგრებული ირანი, რა თქმა უნდა შეეცდება შეიარაღებითა და მებრძოლებით დაეხმაროს პალესტინას, ეს კი ისრაელისთვის ნიშნავს საკმაოდ დიდი მასშტაბის ომს, რომელიც რა შედეგებამდე მივა და რეგიონის რამდენ ქვეყანას ჩაითრევს, ღმერთმა უწყის. სწორედ ამ ფაქტორის გამოა შეშფოთებული ისრაელი, რასაც ემატება ებრაელების შიში სირიის საკითხზე რუსეთ-აშშ-ის შესაძლო შეთანხმებაზე, რომელშიც დიდი ალბათობით, ირანული ფაქტორი არ არის იმ შინაარსითა და მასშტაბით შეფასებული, როგორადაც ისრაელში აღიქვამენ ირანის რეგიონულ გაძლიერებასა და სირიის ტერიტორიაზე მის დარჩენას.

შესაბამისად, თუკი რუსეთმა და აშშ-იმ არ გაითვალისწინა სირიაში ირანული საფრთხე და იქ მათ დარჩენას არ მიანიჭა სათანადო მნიშვნელობა, შესაძლოა ვიხილოთ ახალი კონფლიქტი სირიის ტერიტორიაზე, რომელიც ფაქტობრივად ირანსა და ისრაელს შორის გაიმართება და პოტენციურად, მასში ჩაერთვება ლიბანური "ჰეზბოლაც", რომელმაც სირიული კონფლიქტის მსვლელობისას, ირანისგან დაუდგენელი რაოდენობის შეიარაღება და საბრძოლო მასალები მიიღო.
ირანის გავლენა მოცემულ მომენტში საკმაოდ დიდია ერაყში, იემენში, ლიბანის ნაწილზე, რომელსაც "ჰეზბოლა" აკონტროლებს და ამჯერად სირიაშიც. ასეთი მოცემულობა კი მას რეგიონულ ზესახელმწიფოდ აქცევს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პოლიტიკური ლანდშაფტის ძირეული ცვლილება და წინა წლებში, რეგიონის "გაკეთილშობილებისთვის" დახარჯული ძალისხმევა ფუჭ მცდელობად აქციოს.

ირანის წინააღმდეგ ასევე მუშაობს მუსულმანური სამყაროს სუნიტური ნაწილი, რომელიც ყველა ძალებით შეეცდება ირანის გავლენების შეზღუდვას. ასეთი პოზიციის დასტურად უნდა მივიჩნიოთ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიდან გაჟღერებული მოწოდებები, ისრაელთან მოკავშირეობის აუცილებლობის შესახებ ბმული. გამომდინარე იქიდან, რომ სუნიტური ნაწილი, მუსულმანური სამყაროს უმრავლესობას შეადგენს და საერთაშორისო ასპარეზზე გაცილებით ძლევამოსილი პარტნიორები ჰყავს ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის სახით, ვიდრე ირანს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ირანის გავლენები რეგიონში იმ მასშტაბით ვერ გაიშლება, როგორადაც სურთ თეირანში.

ისრაელის პოლიტიკური ხელმძღვანელობის აქტივობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ირანული საფრთხე მოცემულ მომენტში შეფასების სტადიაზეა და ჯერ კიდევ არ დამდგარა სრულად ის შედეგები, რომელსაც პოტენციურად მოიცავს, ირანის შეიარაღებული ძალების მობილიზებას ისრაელის საზღვრების გასწვრივ. შესაბამისად, საფრთხე რომელზეც ებრეული დელეგაცია პუტინთან საუბრობდა, ჯერ კიდევ "ჰიპოთეტურ" დონეზეა, თუმცა ძალზედ რეალური. ალბათ, ძალიან მალე ვიხილავთ ებრაელების ამ შიშების დამადასტურებელ ქმედებებსაც, რომელთა განვითარების გეოგრაფია, უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ სირიის ტერიტორია იქნება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა