რუსეთმა ჩრდილო კორეის საზღვრიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო!
რუსეთმა ჩრდილო კორეის საზღვრიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო!
ჩრდილო კორეის მიერ ბოლო სარაკეტო გამოცდების შემდეგ, ვითარება ისევ მკვეთრად გაუარესდა კორეის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოელების მიერ ყოველი მომდევნო სარაკეტო გამოცდა, სულ უფრო წარმატებული და ამავე დროს, საშიში ხდება, როგორც სამხრეთ კორეისთვის, ისე იაპონიისა და აშშ-ისთვის.

29 აგვისტოს, იაპონიის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტიდან ერთი კონტინენტსა და იაპონიას შორის ჩავარდა ზღვაში, მეორემ კი იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა და ღია ზღვაში ჩავარდა. 1998 წლის შემდეგ, მიუხედავად უამრავი სარაკეტო გამოცდისა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილო კორეულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა. ამ ინციდენტს მოჰყვა იაპონიის საგანგაშო სისტემის
ამოქმედება და მოსახლეობამ უმალ მიიღო შეტყობინება სარაკეტო საფრთხის თაობაზე, რომელსაც თან ახლდა მოწოდება თავშესაფრებში გადასვლის შესახებ. ჩრდილოელების სარაკეტო გამოცდას, სამხრეთელების მხრიდან მოჰყვა დემონსტრაციული საჰაერო მანევრები, რომლის დროსაც ჩრდილოეთთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლიგონზე, სამხრეთ კორეულმა ბომბდამშენებმა რვა საავიაციო ჭურვი ჩამოაგდეს.

დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ იაპონიამ მოითხოვა, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, რომელიც ჩვენი დროით გვიან ღამით დაიწყო და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობილია მხოლოდ ის კომენტარები, რომლებიც სხდომის დაწყებამდე გაკეთდა უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩების მიერ. ამ თვალსაზრისით, ყველაზე გამორჩეული კომენტარი გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა
ნიკი ჰეილიმ
გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ "რაღაც სერიოზული უნდა მოხდეს"! დანარჩენი ელჩების განცხადებები კი გაცილებით თავშეკავებული იყო და ძირითადად, საკითხის შეფასების აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს (წყარო). რას გულისხმობდა ჰეილი, ძნელი სათქმელია, რადგან ეს შეიძლება იყოს როგორც 90-იანი წლების მსგავსი სანქციები, რომელმაც მასობრივი შიმშილი გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში ან სამხედრო ოპერაცია, რომლის საერთაშორისო ლეგიტიმაციასაც აშშ-ი, გაერო-ს მეშვეობით შეეცდება, რაც ძნელი წარმოსადგენია ჩინეთისა და რუსეთის ვეტოს უფლების პირობებში.

რუსულმა მედიამ გაავრცელა კიმ ჩენ ინის განცხადება, რომელშიც ის ბოლო სარაკეტო გამოცდებს ამერიკულ კუნძულ გუამზე თავდასხმის "პრელუდიად" აფასებს, ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ჩრდილოელებმა შორს მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს (წყარო), რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული რაკეტა "ჰვანსონ-12"-ს აქვს შესაძლებლობა კუნძულ გუამამდე მიაღწიოს.

ამ ფონზე, რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიის მხარის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ჩრდილოეთ კორეას ესაზღვრება, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ევაკუაციის შესახებ, ადგილობრივმა სამსახურებმა სიტყვიერი ბრძანება, ოლქის საგანგებო სიტუაციათა ადგილობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისგან მიიღეს, რომლის მიხედვით, ადგილობრივმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ 1500 ადამიანის განსახლება, უსაფრთხო ადგილებში?! წყარო-1 / წყარო-2 / წყარო-3

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი კორეის ნახევარკუნძულზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებას, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კიმ ჩენ ინის უშუალო გარემოცვაში, რუსეთის ФСБ-ს ოფიცრები არიან და პრაქტიკულად ისინი უზრუნველყოფენ კიმის უსაფრთხოებას, დიდია ალბათობა, რომ ისინი ატყობინებდნენ "ცენტრს" შესაძლო ესკალაციის შესახებ. პრინციპში, არც ამის გარეშე აქვთ რუსებს კიმის რეჟიმთან პირდაპირ კომუნიკაციაში ყოფნის პრობლემა და ალბათ პირველწყაროდან იღებდნენ ინფორმაციას. შესაბამისად, რუსების ეს ევაკუაცია, ვითარების ესკალაციის თვალსაზრისით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმპტომს წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ყურადსაღებია.

რუსების გარდა, საინტერესო და ასევე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ჩინელების ქცევა. ამ დრომდე ჩინეთიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, გარდა დღის პირველ ნახევარში გავრცელებული განცხადებისა, რომელშიც ჩინეთი ორივე კორეას, თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ის, თუ რა მოხდება კორეის ნახევარკუნძულზე ამ ინციდენტებისა და სიმპტომების შემდეგ, უფრო ნათელი 30 აგვისტოს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, ანუ მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების სხდომა დასრულდება და დიპლომატიური მოქმედებებისთვის გარკვეული დრო იქნება გამოყოფილი, გადაწყვეტილებები მივა ადრესატებამდე და ისინი საპასუხო განცხადებებს გაავრცელებენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მარტივი მისახვედრია-ს
15 სექტემბერი 2017 10:01
ვაი შენ რა გითხარი.........................................
მარტივი მისახვედრია
31 აგვისტო 2017 13:32
დღეს მიმდინარე მესამე მსოფლიო ომი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და ქვეყნები ერთმანეთს ამჯერად ბირთვული იარაღით დაბუგავენ, რა მნიშვნელობა აქვს აშშ ესვრის კორეას თუ კორეა აშშ-ს, ან ირანი ისრაელს თუ პირიქით? დედამიწა მრგვალია და ნასას ჯერ არ აქვს კონკრეტული გეგმა მარსზე მოსახლეობის თუნდაც ნაწილობრივ საევაკუაციოდ, ასე რომ მშვიდათ იყავით, ესენი ადრე თუ გვიან მაინც დაწყვეტენ ერთმანეთს და ვინც გადარჩება გადარჩება და ეგაა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?