ევროპის პრორუსული ოპტიმიზმი - პუტინის ინიციატივით დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან?!
ევროპის პრორუსული ოპტიმიზმი - პუტინის ინიციატივით დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან?!
პოსტსაბჭოთა სივრცეში, დღის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსების ინიციატივის შესახებ. ამ განცხადებაში პუტინმა ის პირობებიც დაასახელა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დათანხმდება "ცისფერი ჩაფხუტების" დონბასში განთავსებას. მისი განცხადებით, ასეთი ნაბიჯი იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუკი მშვიდობისმყოფელების ფუნქცია იქნება, ეუთო-ს მონიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამავე დროს, მათი კონფლიქტურ რეგიონში შეყვანა შეთანხმებული იქნება ადგილობრივ სეპარატისტებთან წყარო.

ამ განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინისთვის ამ მოცემულობით არაფერი იცვლება, პირიქით, გაეროს "ცისფერჩაფხუტიანების" დონბასში გამოჩენას იმ პირობებით, რომელიც პუტინმა დაასახელა, ნიშნავს
მათი მოქმედებების ლეგიტიმაციას და გარკვეულწილად რუსეთისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას. ესეც არ იყოს და ჩვენ ხომ კარგად ვიცით ის, თუ როგორ იყენებდა რუსეთი გაეროს მშვიდობისმყოფელებს აფხაზეთში და რა შედეგი ჰქონდა მათ იქ ყოფნას. შესაბამისად ეს საკითხი, ჯერ კიდევ საჭიროებს კარგად დაფიქრებასა და უკრაინის მხრიდან, საკუთარი პოზიციების ზედმიწევნით პრინციპულ დაცვას.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ასეთი ნაბიჯი, უკრაინისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი აღნიშნული მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან უკრაინა-რუსეთის საზღვარზე და არა ფრონტის გამყოფ ხაზზე, როგორც წარმოუდგენიათ რუსებს. ფრონტის გამყოფ ხაზზე, ასეთი სამშვიდობო დანაყოფის ჩაყენება, იქნება დადებითი მოვლენა პრორუსი სეპ
არატისტებისთვის და არა უკრაინისთვის, რასაც მოჰყვება უკრაინის დროებით ოკუპირებული აღმოსავლეთი რეგიონების მეტი დაშორება, დანარჩენი უკრაინისგან და იქ გამაგრებული სეპარატისტების ავტონომიურობის ხარისხის მატება
.

პუტინის ამ განცხადებას, გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში, კერძოდ გერმანიაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა დღეს დილას, ერთ-ერთი ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ დონბასში "ცისფერი ჩაფხუტების" განთავსება, შესაძლოა გახდეს რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციისა და სანქციების მოხსნის საბაბი წყარო. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ განცხადებაში, ზიგმარ გაბრიელი არცერთი სიტყვით არ ახსენებს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ევროპა შეეგუა, რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცების ფაქტს და ცდილობს გაყოს უკრაინისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირად ვერ აიხსნება ის ოპტიმიზმი, რომელიც დონბასში მშვიდობისმყოფელების განთავსების შესახებ გერმანელი დიპლომატის მიერ იქნა გამოთქმული და ძალიან ჰგავს მცდელობას, მთელი ყურადღება გადატანილი იქნას მხოლოდ აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე.

გაბრიელის ეს განცხადება უცნაური კიდევ იმით არის, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, საფუძვლად არა დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, არამედ ყირიმის ანექსია დაედო და შესაბამისად არანორმალური იქნება, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებამდე, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა. ვერანაირი დეესკალაცია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვერ გახდება რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საფუძველი, რადგან ისინი ამ საკითხს არ უკავშირდებიან. ასევე არაკორექტულია ეს განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ არ არის შეფასებული და საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე ფაქტად აღიარებული რუსეთის როლი, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. შესაბამისად, წმინდა მორალური თვალსაზრისით, ზიგმარ გაბრიელის ეს განცხადება პუტინის ინიციატივაზე, ვერ ჩაითვლება რაციონალურ თუ ლოგიკურ გამოხმაურებად.
გერმანელი დიპლომატის ეს განცხადება, მეტადრე იმას უნდა ნიშნავდეს რისი ხმამაღლა გაცხადებაც მათ არ შეუძლიათ და გამოწვეულია იმ სირთულეებით, რომელიც გერმანიას რუსეთთან სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობების გართულების შედეგად შეექმნა.

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, პუტინის ეს ინიციატივა არის ერთგვარი მცდელობა, შექმნას წარმოდგენა, რომ ის საერთაშორისო ინსტრუმენტებს აღიარებს და იმ ნორმების შესაბამისად მოქმედებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თანამედროვე მსოფლიო წესრიგს. თუმცა, ამ შემთხვევაში დასავლეთ პოლიტიკოსებს ერთი მარტივი კითხვა უნდა გასჩენოდათ - რატომ არ ჰქონდა კრემლს იგივე დამოკიდებულება საქართველოში არსებული საერთაშორისო მისიის მიმართ და რატომ მოხდა ის, რომ აფხაზეთიდან მათი გაყვანა, მთლიანად რუსების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ვერავინ შეუშალა ხელი?

ჯერ მხოლოდ ის ღირს დაფიქრებად, რომ დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსება არის პუტინის ინიციატივა. ის კი ასეთ ინიციატივას, კონკრეტული მოსალოდნელი სარგებელის გარეშე არ გამოიჩენდა, შესაბამისად იმედი მაქვს, რომ გაბრიელის ეს განცხადება ან სტანდარტულად, რუსული პროპაგანდის მიერ დამახინჯებული ფორმით გავრცელებაა, ან გერმანელმა დიპლომატმა ნაჩქარევი განცხადება გააკეთა და მალე უნდა ველოდოთ მის უარყოფას... წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა ევროპელების პრორუსული ოპტიმიზმის შესახებ, რომელიც სრულიად უგულებელყოფს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ერების ინტერესებს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
tngh
07 სექტემბერი 2017 17:09
ევროპას რეალიზმის შეგრძნების უნარი აქვს და არა პრორუსული ოპტიმიზმი>>>
2x2=7
07 სექტემბერი 2017 16:32
ძალა აღმართს ხნავსო რომ არის ნათქვამი, სწორედ ეგრეა დღევანდელი მსოფლიო გლობალური პროცესების ძირითადი წარმმართველი მექანიზმი მოწყობილი, ვისაც აქვს ფული და შეიარაღება ის ბევრ რამეში გამარჯვებულის პოზიციიდან იწერს ქულებს, ასე რომ ნუ გაგვიკვირდება თუ უკრაინის საქართველოსა და ახლო მომავალში ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტერესები უბრალოდ მეორე და მესამე ხარისხოვანი გახდება, ამ გარიგებების და შეგუებების გამო.
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზება?