რუსეთი აშშ-ს კორეის ნახევარკუნძულზე უპირისპირდება
რუსეთი აშშ-ს კორეის ნახევარკუნძულზე უპირისპირდება
ჩრდილო კორეული ბირთვული კრიზისი, თითქმის ყოველდღიური განხილვის თემად იქცა, რომელსაც მსოფლიო მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. შესაბამისად, ეს ყურადღება ლოგიკურად ახდენს ჟურნალისტების მხრიდან ყველა ჯურისა და მასშტაბის პოლიტიკოსთან საკითხის განხილვის ინსპირირებას. ასეთი მდგომარეობა კი საზოგადოებას უფრო მეტად აცნობს იმ პოზიციებს, რომელიც უკავიათ ამა თუ იმ კრიზისთან დაკავშირებული ქვეყნების პოლიტიკოსებს და მათ ხელმძღვანელობას. ხშირად ასეთი ბუნებრივი ინსპირაცია, საფუძველია საკითხის სიღრმისეული გაგებისთვის და რომ არა ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტებისა და ზოგადად მედიის მხრიდან, შესაძლოა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბევრი რამ არც გვცოდნოდა.

კორეის კრიზისში ამ დრომდე მთავარ აქტორებად აშშ-ი, სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეა, იაპონია და ჩინეთი იყვნენ. ყოველი მათგანი იმ ხარისხით არიან ჩაბმულნი პროცესში, რამდენადაც დიდია საფრთხე მათი ქვეყნების ინტერესების თვალსაზრისით. შესაბამისად, გასული პერიოდის განმავლობაში საინტერესო იყო ის განცხადებები და ინფორმაცია, რომელიც ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ვრცელდებოდა. ჩვენში, ანტირუსულად განწყობილი საზოგადოების ნაწილისთვის, ბუნებრივად მიჩნეულია ის, რომ რუსეთიც მნიშვნელოვანი აქტორია ამ საქმეში, თუმცა რეალურად მისი მნიშვნელობა და ინტერესები მთლიანად განისაზღვრება
ჩინეთის პოზიციით, რომელიც უდაოდ ერთერთი მთავარი ფიგურაა კორეის კრიზისში და მისი
პოზიციის უგულებელყოფას რუსეთი ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოახდენს.

რუსეთის ბოლო წლების საგარეო პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ის ცდილობს ყველა გლობალურად აქტუალურ საკითხში ფიგურირებდეს ნებისმიერ ფასად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდულია სწორედ ჩინეთის ფაქტორით, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობენ კორეის კრიზისი გამოიყენონ საკუთარი საგარეო პოლიტიკის ზემოთ დასახელებული პრინციპის შესაბამისად და შეიძინონ აქტუალობა ამ კრიზისში.

სწორედ ამ კატეგორიის განცხდებად უნდა ჩაითვალოს, გუშინ, ჩინეთში მიმდინარე BRICS-ის ქვეყნების სამიტზე, რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ რუსეთი აღშფოთებულია და საფრთხედ განიხილავს სამხერთ კორეასა და იაპონიაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა THAAD-ის განთავსებას. მისი თქმით, ისინი აფასებენ ამ მოცემულობას და ძალიან
მალე, უბრალოდ "იძულებულები" იქნებიან საპასუხო ნაბიჯები გადადგან აღნიშნული სისტემის - "მათი უშუალო საზღვრების სიახლოვეს განთავსების" საპასუხოდ (წყარო). ამ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უქმნის საფრთხეს ეს სისტემა რუსეთის უსაფრთხოებას, თუმცა მისივე განცხადებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კორეასა და იაპონიაში THAAD-ის განთავსებას, ზოგადად ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის (ПРО) კომპლექსში განიხილავენ, რომლის შემადგენელი ელემენტები, გარდა აღნიშნული რეგიონისა, ასევე განთავსებულია ევროპის ტერიტორიაზეც. აქვე, რიაბკოვი ამბობს რომ ამ გლობალური ანტისარაკეტო სისტემის განვითარება მივა იმ დონემდე, როდესაც რუსეთს სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ უპასუხოს მოქმედებით, ციტატა - "ამ სიტყვის სამხედრო მნიშვნელობით"!? რაც პრაქტიკულად მომავალი ომის შესაძლებლობას ნიშნავს და აქვე მბობს, რომ ყველა ვერსია "მაგიდაზე დევს"...

რიაბკოვის ეს განცხდება, როგორც ზემოთ ავღნიშნე, რეალურ საფრთხეზე დაფუძნებული არ არის, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ აღნიშნული სისტემების განთავსება კავშირშია კონკრეტულად ჩრდილო კორეულ სარაკეტო და ბირთვულ საფრთხესთან და ის რუსეთს არანაირად არ უკავშირდება იმ დრომდე, ვიდრე თავად რუსეთი არ ქცეულა საფრთხედ, რეგიონში ამერიკის მოკავშირე ქვეყნებისთვის.

ეს განცხადება ასევე შეიძლება ჩაითვალოს, რუსეთის მხრიდან აშშ-სთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის მეტი ესკალაციის მცდელობად, რომლის მიზანიც რაციონალური განსჯის ლოგიკას არ ექვემდებარება, აშკარად სცილდება კორეული კრიზისის ფარგლებს და თავის თავში მოიცავს  ამერიკასთან მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების შესახებ ფარულ მინიშნებას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
mr bean
11 სექტემბერი 2017 09:21
ა ლოგიკა, ესენი ფხენიანს აიარაღებენ სარაკეტო ტექნოლოგიებით ბირთვული წყალბადის ბომბებით და სეულმა და ტოკიომ თავიც არ უნდა დაიცვას, აბა როგორ
korea
08 სექტემბერი 2017 15:59
რუსეთს თავის მისიად მიაჩნია ამერიკას ყველგან და ყველაფერში ხელი შეუშალოს, სულ ერთია, რაში. ჩემი რწმენით (საბუთები კი ვისაც ევალება, იმან ეძებოს), ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური რაკეტების ძრავები რუსეთმა მიაწოდა და ბევრი სხვა რამითაც დაეხმარა, რომ ბირთვული იარაღის შექმნა დაეჩქარებინა და ამერიკისთვის საქმე გაერთულებინა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღევანდელი სკოლის ყველაზე მთავარი პრობლემა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა