აშშ-ის სანქციების სამიზნე რუსეთის სამხედრო წარმოება გახდა, ახალი შეზღუდვები პუტინთან დაახლოებული პირებისთვისაც მზადდება - კვირის პალიტრა

აშშ-ის სანქციების სამიზნე რუსეთის სამხედრო წარმოება გახდა, ახალი შეზღუდვები პუტინთან დაახლოებული პირებისთვისაც მზადდება

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აამოქმედებს. სანქციების სამიზნე რუსეთის სამხედრო წარმოება ხდება.

რუსეთის მიმართ სანქციების გამოყენება, ბოლო წლებია ძალზედ აქტუალური თემატიკაა მედიაშიც და საზოგადოებაშიც, სადაც კი რუსეთი აქტუალურია, როგორც მეზობელი, მოკავშირე, მოწინააღმდეგე და ა.შ.

აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი აგრესიულობა, სამხედრო თვალსაზრისით საფრთხის შემცველია ყველასთვის, როგორი დამოკიდებულებისაც არ უნდა იყოს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველას კარგად ესმის, რუსეთის აგრესიულობის საფუძველი. ეს ის ეკონომიკური სიმძლავრეებია, რომელიც რუსეთს გააჩნია და რა თქმა უნდა, რომ ვიდრე საქმე უხეში ძალის გამოყენებაზე მიდგებოდეს, მანამდე სწორედ ეკონიმიკას უნდა შეექმნას პრობლემა, რომელიც კვებავს რუსულ აგრესიულობას და სამხედრო მანქანას. ამ ბრძოლის მეთოდზე მყარად ადგას დღევადნელი ამერიკის ანტირუსული პოლიტიკა და შესაბამისად, ყოველ გართულებას, პარალელურად მოჰყვება, ახალი სფეროების მიმართულებით სანქციების დაწესება.

ამჯერად ამერიკული სანქციების სამიზნე, რუსული სამხედრო წარმოება გახდა, რომელმაც გასული წლის მონაცემით 14 მილიარდი აშშ-ის დოლარი შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების მოქმედების ქვეშ მოყვება ყველა ის ფიზიკური და იურიდიული სუბიქტები, რომლებიც რუსეთის სამხედრო წარმოებასთან, რაიმე სახით კოოპერაციაში შევლენ. სანქციების ეს პაკეტი, ასევე შეუძლებელს ხდის რუსეთისთვის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენასა და სამხედრო წარმოებისთვის კრედიტების მიღებას, ხოლო წარმოებაში ჩართულ კომპანიებს, დასაველთში აეკრძალებათ ფინანსური ტრანზაქციების განცხორცილება, რაც საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ამ სფეროსთვის.

ასევე, სანქციები გამოყენებული იქნება რუსული შეიარაღების შესყიდვის შემთხვევაშიც, რაც საკმაოდ საინტერესო პრობლემას ჭრის, მაგალითად, NATO-ს წევრი თურქეთის მაგალითზე, რომელმაც რუსეთიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შეძენის კონტრაქტს, უკვე მოაწერა ხელი.

სამხედრო წარმოებისთვის სანქციების დაწესება, ძალიან დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, საგარეო გავლენის თვალსაზრისით. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, რუსული გავლენის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი, მისი შეიარაღებაა. ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა კი მას, როგორც საინტერესო პარტნიორს, თუნდაც რეგიონის დესტრუქციულ ძალებში, ხიბლს უკარგავს და მნიშვნელოვან წილად ზღუდავს ამ ძალთა წარმომადგენლების, თუნდაც კონსპირაციულად მოქმედების შესაძლებლობას.

გარდა სამხედრო წარმოებისთვის დაწესებული სანქციებისა, თეთრი სახლი ასევე ამზადებს "პუტინთან დაახლოებულ პირთა სიას", რომელთა მიმართაც გატარდება სანქციები. ამ ინფორმაციის გახმაურებას, საკმაოდ მკვეთრი რეაქცია მოჰყვა რუსეთში. მაგალითისთვის გამოდგება, რუსეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ბანკის ВТБ-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, რომელმაც მუქარის შემცველი განცხადებებიც კი გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი სანქციები, პრაქტიკულად რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს წყარო.

გარდა ზემოთ მოყვანილი სფეროებისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, განიხილავს სანქიცების ამოქმედებას, რუსეთის საგარეო ვალის მიმართ, რომელიც უკვე შეიარაცხა "ფინანსურ ატომურ დარტყმად", თუმცა ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩევს, რომ ეს ამ ეტაპზე არ მოხდება და მოცემულ მომენტში, აშშ-ი განიხილავს ასეთი სანქციების შესაძლო შედეგებს, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს პრობლემური და ამიტომ, ამ მიმართულებაზე მოქმედება გადაიდოს გარკვეული ვადით წყარო.

ყველაფერი ეს კი მოწმობს იმაზე, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონფორნტაცია კიდევ უფრო მწვავე ხდება და რუსეთის მხრიდან, შესაძლო აგრესიული ქმედებებისგან, დასავლეთი ამ გზით იზღვევს საკუთარ თავსაც და მოკავშირეებსაც.

ხშირად ამბობენ იმასაც, რომ სანქციებმა ვერაფერი დააკლო რუსეთს და შესძლო გამოსავლის პოვნა, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის და ამაზე მეტყველებს სარეზერვო ფონდის ამოწურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია (წყარო), რომელსაც მოჰყვება ე.წ. "სტაბილიზაციის ფონდის" გახარჯვა, რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთში სახელფასო და საპენსიო კრიზისი დაიწყება.

ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში მიდის იქამდე, რომ რუსეთისთვის სამხედრო აქტივობის მხარდაჭერა სულ უფრო რთული გახდება, როგორც ფინანსური, ისე მორალური თვალსაზრისით, რადგან ვერავინ გააგებინებს რუს პენსიონერებს, რატომ არ უნდა აიღონ პენსია და რატომ უნდა დააფინანსონ საკუთარი ხარჯებით სეპარატისტული რეჟიმები, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვეთში, ან რატომ უნდა შესწირონ საკუთარი წამლის ფული, ასადის რეჟიმის შენარჩუნებას, კიმ ჩენ ინის რეჟიმის შენარჩუნებას თუ ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის ზრდას და ა.შ.

თუკი მთლიანობაში წარმოვიდგენთ იმას, თუ რა შედეგამდე მიიყვანა რუსეთი, წინა პერიოდში, შედარებით სუსტი ეფექტის მქონე სანქციებმა (ე.წ. სექტორული სანქციები), მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ ისიც, რომ მომავალი სანქციები, კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს, როგორც სამხედრო აქტივობის თვალსაზრისით, ისე საგარეო პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის აგრესიულობა ამ საქნციების ამოქმედებისთანავე შეჩერდება. არსებობს მოლოდინი, რომ ასეთმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო აგრესიული გახადოს კრემლი და მათთვი საყვარელი ფრაზით რომ ვთქვათ - "გადამწყვეტ შეტევაზე" გადავიდნენ. ამ მოსაზრებას ამყარებს ის პროგნოზებიც, რომელიც დასავლეთ ლიდერების მიერ იქნა გამოთქმული, ბოლო პერიოდში და გარდა პროგნოზებისა, იქიდანც თუ რა ღონისძიებები ტარდება აღმოსავლეთ ევროპაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში, რუსეთის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით, დასავლეთის რიტორიკა რუსეთის მიმართ, ასეთი მილიტარიზებული არასოდეს ყოფილა, როგორიც დღეს არის და სრულიად ლოგიკურია ის, რომ პირველი დარტყმა ეკონომიკაზე მიიტანონ, თანაც ისეთი, რომელიც რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობასაც, მინიმუმამდე დაიყვანს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალააშვილი ბლოგი