ამერიკული "კრემლის ანგარიშის" შედეგად მიღებული მილიარდიანი ზარალი და რუსეთის საპრეზიდენტი არჩევნები
ამერიკული "კრემლის ანგარიშის" შედეგად მიღებული მილიარდიანი ზარალი და რუსეთის საპრეზიდენტი არჩევნები
ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. კრემლის ანგარიში, ბუნებრივია, რომ იქცა მთავარ თემად რუსულ და არა მარტო რუსულ მედიაში.

ამ ანგრიშში წარმოდგენილი პირთა სია, განხილვის საგანი გახდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ამ სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ და არ არიან ისეთები, რომლებიც აუცილებლად შესაყვანები იყვნენ.
ცალკე მსჯელობის საგანი გახდა მეთოდი, რომელის მიხედვითაც იქნა შედგენილი სია. ამ თვალსაზრისით უნდა ითქვას, რომ სიაზე მუშაობა აშშ-ის ფინანსურ დეპარტამენტში, დაახლოებით,
ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში, ხორციელდებოდა თითოეული პირის საქმიანობის შესწავლა და ძირითადად, კრემლთან კავშირის დადგენა.
შესაბამისად, ის საჯარო სტატუსი, რომელიც ამ თუ იმ პირს აქვს, სულც არ ნიშნავს იმას, რომ რეალობასთან შესაბამისია. რუსული კორუფცია და ამ გზით ნაშოვნი ფულის გადამალვა,
რუსი ოლიგარქებისა და პოლიტიკური მმართველობის გავლენიან წევრთა, ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ პროცესში "ყველა ხერხი" სასარგებლოა, მათ შორის ისეთი კონსპირაციაც, რომელიც კრემლთან ხელოვნურ კონფლიქტებსა და "დისიდენტობას" გულისხმობს.
საბჭოთა გამოცდილება, ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, და თუკი ამ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მაშინაც აქტუალური იყო "დისიდენტობის" ლეგენდის შექმნა, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნებოდა დასავლეთში ემიგრაციისა და "ანტისაბჭოური ელემენტებზე" თვალთვალისა თუ სხვა სადაზვერვო საქმიანობისთვის. ამჟამინდელი რუსეთის ხელმძღვანელობა, საბჭოთა ტრადიციების გამგრძელებელია და შესაბამისად, არც ზემოთ მოცემული მტკიცებულებაა აზრს მოკლებული.

ამ ეტაპზე, რუსეთის მმართველთა მთავარ საზრუნავს ის წარმოადგენს, თუ როგორ გადამალონ ეფექტურად მოხვეჭილი ქონება, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ მარადიული ამ სამყაროში არაფერია, თვით პუტინიც კი.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, გარკვეულწილად "არასაკმარისად სერიოზულის" სტატუსი მიიღო ამ სიამ, როგორც ჩანს, მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე. ამაზე კი მიანიშნებს ის დანაკარგები, რომელიც რუსულმა ბიზნესმა, სიის გამოქვეყნების დღესვე მიიღო. საერთო ჯამში, დანაკარგის მოცულობამ, მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შესაბამისად, ამ პროცესის ეფექტურობა მის შეფასებაში კი არა, მის შედეგშია, რომელიც კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება და სულაც არ არის დამოკიდებული, ვინმეს შეფასებაზე.

ცნობისათვის, ისეთი მასშტაბის "მდიდრებს", რომლებიც აღნიშნულ სიაში არიან შეყვანილები, ძალზედ დიდი პრობლემა შეექმნებათ უახლოეს მომავალში, პოტენციური ინვესტორებისა და მათი ბიზნესების დამკრედიტებელი ბანკების მხრიდან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ამ სიაში შეყვანაც კი რისკებს ძალიან ზრდის მათი ფულისთვის. არასანდო პარტნიორის იმიჯს კიდევ უფრო აზვიადებს ის, რომ კონკრეტულად რა მომენტში და რა საქმიანობისთვის ამოქმედდება მათ წინააღმდეგ სანქციები, უცნობია.
გაურკვევლობაში დატოვებით, გაცილებით მეტი უხერხულობა ექმნებათ, ვიდრე მკაფიოდ გარკვეული შეზღუდვების შემთხვევაში, რომელზეც დაიწყებდნენ გვერდის ავლის გზების მოძიებას.

ახლა კი კონკრეტულად, რა უნდა ქნან არც იციან და შესაბამისად, გაცილებით მეტი შემაკავებელი ეფექტი აქვს გამოქვეყნებულ სიას. აქვე, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც გავითვალისწინებთ, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ სიაში შეყვანილი პირები გაფრთხილებულ იქნენ, როგორც საჯაროდ, ისე პრივატულად იმის შესახებ, რომ გარკვეული მოცულობის ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევაში, მათ მიმართ, სანქციების ამოქმედება ავტომატურად მოხდება, მივალთ დასკვნამდე, რომ ამ სიამ, საკუთარი პოლიტიკური მისია, ნაწილობრივ უკვე შეასრულა.

გამოქვეყნებული დოკუმენტის ეფექტურობას უნდა მივაწეროთ ის რეაქციაც, რომელიც რუსულ პოლიტიკურ თუ ბიზნესელიტაში გამოიწვია და ესეც, ერთ-ერთი კარგი საზომია იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურია ის, რასაც ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებს.

გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას, რუსი პოლიტიკოსების მხრიდან მხოლოდ ერთი შინაარსის შეფასება ისმოდა, რომ ვაშინგტონის მხრიდან ეს ნაბიჯი იყო უკიდურესად არამეგობრული, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ამ თეზისის გავრცელებას, რუსები ცდილობენ მას შემდეგ, რაც სანქციების პოლიტიკის გატარება მათ წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო. ამ კონკერტულ ეპოზოდში (ადრეც არაერთი მსგავსი შემთხვევა იყო) ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკი იქამდეც კი მივიდა, რომ მას სასარგებლოს უწოდებს რუსეთისთვის. მაგალითად, ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა, აშშ-ში, რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ალექსანდრე სტადნიკმა, სადაც ის ამბობს: "კრემლის ანგარიში უნდა გავაანალიზოთ, შესაძლოა ის სასარგებლო იყოს რუსეთისთვის!?" ასეთი შეფასებები, როგორც წესი არ არის საყურადღებო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არასოდეს ასეთი მოწყობის ქვეყნები, არ აღიარებენ იმ დანაკარგებს, რომელსაც მოწინააღმდეგის ქმედება აყენებს მათ. მაგალითისთვის ჩრდილოეთ კორეა და ირანიც კმარა, რომელთა სახელმწიფო პროპაგანდა ქვეყნის შიგნით მიმართულია იმაზე, რომ უარყონ სანქციების ეფქტურობა და მუდმივად უმტკიცებენ საკუთარ მოსახლეობას, რომ სანქციები მათ ვერაფერს აკლებს და რომ მათი გენიოსი ბელადების მეშვეობით, "მზაკვარი ამერიკის" გეგმები ჩაიფუშა..

სინამდვილეში რა მდგომარეობაშია ამ ქვეყნების ეკონომიკა და ზოგადად ერები, საყოველთაოდ ცნობილია. ანალოგიური სურათი უკვე შეინიშნება რუსეთში და სულაც არ არის გასაკვირი ის პროპაგანდა, რომლსაც რუსული მედია ამ მოცემულ მომენტში ანხორციელებს.


ქართულ და არა მარტო ქართულ სოციალურ ქსელებში ჩანს იმედგაცრუების გამომხატველი კომენატრები გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ. რატომღაც მოლოდინი იყო, რომ ამ სიას მოჰყვებოდა რუსეთზე დიდი ბოქლომის დადება, თუმცა ასეთი მოლოდინი, არასწორი და გადაჭარბებული იყო. თუ რატომ ვთვლი ასე, ავხსნი რამდენიმე სიტყვით:

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ თეთრი სახლის შემდეგ, ჯერი კონგრესზეა, რომელმაც უნდა მიიღოს კონკრეტული ზომების შესახებ გადაწყვეტილება. ასევე ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს, ამერიკელებისთვის საყვარელ, "ცუდი და კარგი პოლიციელის თამაშსს"! თეთრი სახლი იკავებს ნეიტრალურ პოზიციას (კარგი პოლიციელი), რომელიც მყისიერად სანქციების ამოქმედებას საჭიროდ არ მიიჩნევს ამ ეტაპზე, ხოლო კონგრესი არის რუსეთის მკაცრად დასჯის მომხრე (ცუდი პოლიციელი), რომელიც დიდი ალბათობით გააკეთებს იმას, რომ სიაში შეყვანილ პირთა, გარკვეული ნაწილის მიმართ აამოქმედებს გარკვეულ სანქციებს, როგორც მაგალითს დანარჩენებისთვის და აჩვენებს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.
აქვე უნდა აღინიშნოს, საერთაშორისო მასშტაბში ზოგადი კონტექსტი რუსეთთან დაპირისპირების თვალსაზრისით და გათვალისწინებული იქნას წლის დასაწყისში გამოქვეყნებული აშშ-ის თავდაცვის სტრატეგია, რომელიც რუსეთს, ჩინეთთან ერთად, პირველი რიგის მოწინააღმდეგეებში აყენებს.

ჩემი სუბიექტრი აზრია, რომ ეს ყველაფერი რუსეთში, მიმდინარე წლის მარტის თვეში დანიშნულ, საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. სიის გამოქვეყნება, რომელსაც არ მოჰყვა სანქციების მყისიერი დაწესება არის პირველი ნიშანი და მინიშნება მათთვის, ვისაც შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს სიტუაციაზე რუსეთში, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა და სიმპათიებისა.
ეს პროცესის დასაწყისია, მისი გაგრძელება იქნება პერმანენტული და პიკს უნდა ველოდოთ, უშუალოდ არჩევნების წინა დღეებში. თუკი ამ მოსაზრებას მივიღებთ როგორც შესაძლოს, მაშინ სრული აბსურდი იქნებოდა ამ მექანიზმის სრულად გამოყენება ახლა და ამ მოცემულობაში. ამ ეტაპისთვის ისიც საკმარისია, რომ რუსულ სამხედრო წარმოებას დაუწესდა სანქციები, რომელსაც დაემატა "კრემლის ანგარიში".

ასე რომ პესიმისტური განწყობების რეტრანსლირება ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის გამო, ჯერ ნაადრევია და უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე. ყველაფერი რაც კი რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების თვალსაზრისით ამ ეტაპზე ხდება, მიანიშნებს ვითარების უკიდურეს დაძაბვაზე და ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი დაძაბულობის პირობებში, იაფფასიან, დიფუზური შედეგების მქონე თამაშს არავინ წამოიწყებს, მით უმეტეს შტატები..!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
?????
06 თებერვალი 2018 06:54
ბ-ნო გიული! აბსოლიტურად გეთანხმებით. ისიც არ დაგვავიწყდეს, სამამულო ომში ამერიკელები როგორ იქცეოდნენ, და იმაში ვინმე დაგვარწმუნებს?, თუ ამერიკას რუსეთის დაშალა უნდა, რუსეთის თერიტორიაზე მყოფი ერების სიყვარულით აკეთებს? როგორც ინდიელების სიყვარულით ააშენეს ამერიკა. ყოველშემთხვევაში რუსებმა, (მხედველობაში მაქვს სოციალიზმის ის "ავბედითი" პერიოდი) რუსეთში მყოფ ერებს, რესპუბლიკები, ავტონომიები და რაც მთავარია, თვითმყოფადობა შეურნარჩუნეს. ეხლა გამოდის, რომ თურმე ჩვენი სიყვარულით, ღამეები არ სძინავს ამერიკას, რაც მაგრად გვეტყობა. ამერიკას ისე ადარდებს რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების ბედ-იღბალი, როგორც ირანელ ქალებზე, ჩადრების მოხსნა. ეხლა "დავრწმუნდი" იმაში, რომ ინდიელები ამერიკელებს კი არა, რუსებს გაუწყვეტია, ომი ფაშიზმზე, რუსებს კი არა, ამერიკელებს მოუგია, ამერიკის პრეზიდენტი კენედი რუსებს მოუკლავთ, ომი ვიეტნამში, იუგოსლავიაში, ერაყში, სირიაში, სადაც ამერიკა 4 წელი ომობდა და ვერაფერი გააწყო, რუსებს დაუწყიათ. შუა აზიის რესპუბლიკებისთვის, კულტურა რუსებს წაურთმევიათ და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება რუსების "ავკაცობაზე". აბხაზეთი და სამაჩაბლო, გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ მოიტანა, რუსებს გაუჭირდებოდა, თუ ვინმე დაგვიცავდა? კიდევ, რომ არ მოხდა საქართველოს მთლიანი ანექსია, ევროპის და ამერიკის დამსახურება ყოფილა, მაგრამ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ეს დასავლეთისთვის წვრილმანია და 30 წელია კი არ "გვეხმარებიან" დაბრუნებაში, სათავისოდ გვიყენებენ. თუ ამერიკამ და რუსეთმა ომი გაბედეს, დედამიწა არ იარსებებს. ასე რომ, რუსეთი და ამერიკა ყოველთვის მორიგდებიან. მაგრამ ჩვენ, ხალხს, არსებობისთვის კაპიკები გვჭირდება და იმიტომ "ვღადაობთ", ან ვართ ძალიან ახლომხედველები, უფრო დაკონკრეტებით, იდიოტები. შევეშვათ მსოფლიო პოლიტიკას და მივხედოთ ჩვენს დანგრეულ ქვეყანას. რომელი, მსოფლიო პოლიტიკის მოთამაშე ქვეყანა ვართ ჩვენ. ბოდიშს მოგიხდით, აღელვებულის დაწერილია.
kako
02 თებერვალი 2018 15:05
Giuli, აბსოლიურად გეთანხმები მოსაზრებაში. ძლელია გააკეთო პროგნოზი, როდის მოხდება რუსეთის ფორმაციის შეცვლა, თუნდა ცალსახაა, რომ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. უბრალოდ შეუძლებელია ერთი სახელმწიფო კონტინენტების ამხელა ტერიტორიას ფლობდეს. ტერიტორიას, რომლის უდიდესი ნაწილი, მას ისტორიულ ადრეულ წარსულში მას არ ეკუთვნოდა. ეს გარდაუვალია.
Giuli
02 თებერვალი 2018 12:50
რუსეთს ყოველთვის სათამაშო იარაღად იყენებენ. ასე იყო 1917 წელს როცა რევოლუცია მოაწყობინეს და დაანგრევინეს ყველაფერი. ასე იყო 1991 წელსაც როცა სსრკ დააშლევინეს. ახლა ამასაც აგროვებოინებენ ფულებს, მერე ისევ რამე იმდაგვარს მოუწყობენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა