უცნობი ისტორია: რუსების მიერ მოწყობილი ინდიელების გენოციდი
უცნობი ისტორია: რუსების მიერ მოწყობილი ინდიელების გენოციდი
რუს კოლონისტებთან ბრძოლაში დაღუპული ინდიელების რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. რუსული ისტორიოგრაფია ამ მოვლენებს საგულდაგულოდ მალავს.

საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოშიც, ცოტა ვინმემ თუ იცის, რუსების მიერ ინდიელებისთვის მოწყობილი გენოციდის შესახებ, ვიდრე ალასკას ამერიკას მიჰყიდიდნენ.

ინდიელების საკითხი, ხშირად არის რუსოფილებისა და რუსული პროპაგანდის მიერ გამოყენებული, ამერიკის, როგორც აგრესორი ქვეყნის წარმოჩენისთვის და საგულდაგულოდ მალავენ იმას, რაც თავად რუსებმა დამართეს ინდიელთა ტომებს.


ამ რამდენიმე დღის წინ, საინტერესო ბლოგს გადავაწყდი ინტერნეტში, სადაც რუსებისა და ინდიელებს
შორის, 1802-1805 წწ მომხდარ ომზე იყო მოთხრობილი wiki-link. ბუნებრივია, დამაინტერესა საკითხმა და ზედაპირულად შევისწავლე რუსეთის ისტორიის ეს ეპიზოდი, რომელიც საგულდაგულოდ მიჩქმალულია რუსი ობივატელისთვის... ინტერნეტში რამდენიმე რუსულენოვანი სტატიაც მოვიძიე აღნიშნულ საკითხზე, სადაც ძალზედ საინტერესო ფაქტებია აღწერილი - სტატია.
ქვემოთ, ამ მოვლენების მოკლე აღწერილობას შემოგთავაზებთ, რომელიც ძალზედ
საინტერესოა დღევანდელი ჩვენი და რუსეთის ომის კონტექსტში...

რუსების დაინტერესება ამ ტერიტორიებით, 1741 წელს, ვიტუს ბერინგის ექსპედიციის შემდეგ დაიწყო. ამ ექსპედიციისას აღმოჩენილი იქნა ზღვის წავი, რომლის ტყავიც ძვირად ფასობდა ჩინეთში და ამიტომაც დაიწყეს აღნიშნული ტერიტორიების აქტიური ათვისება. წყარო

რუსებისა და ინდიელების ომს წინ უძღოდა რამდენიმე წლიანი მცირე შეტაკებები სხვდასხვა კუნძულებზე, რომელსაც რუსი კოლონისტები ითვისებდნენ. რუსებსა და ალეუიტების (wiki-link) ტომს შორის, პირველი მასშტაბური შეტაკება 1792 წელს მოხდა, კუნძულ ხინჩინბრუკზე. ამის შემდეგ მცირე ინციდენტები გრძელდებოდა, რომელიც საბოლოო ჯამში მივიდა, ზემოთ დასახელებულ ომამდე. დღემდე დაუდგენელია ის თუ რა რაოდენობით ინდიელი დაიღუპა ამ ბრძოლებში, რომელიც 1805 წლის შემდეგაც გაგრძელდა.

ინდიელების, რუსებთან შეტაკებები გამოწვეული იყო რუსების მხრიდან ინდიელების ენით აუწერელი ჩაგვრითა და დამამცირებელი მოპყრობით. სხვადასხვა წყაროებში, რუსების მიერ, ინდიელთა ჩაგვრის უამრავი შემთხვევაა აღწერილი, რომელსაც რუსი ისტორიოგრაფები, საგულდაგულოდ მალავდნენ და მალავენ დღემდე.

მაგალითისთვის თანამედროვე რუსისთვის უცნობია, ივან სალავიოვის სადამსჯელო ოპერაცია, ალასკაზე, რომლის დროსაც ხუთი ათასი ალეუტი მოკლეს. ასევე არაფერი იციან, გრიგორი შელიხოვის ოპერაციის შესახებ, რომელმაც ხუთასიდან 2500-მდე ესკიმოსი მოკლა. ასევე რუსული პროპაგანდის საბურველს ქვეშ არის მიმალული ივან კუსკოვისა და ლარიონ ბელიაევის ოპერაციები, რომელთა შედეგადაც დაღუპული ინდიელების რაოდენობა, დღემდე უცნობია. ლარიონ ბელიაევმა სრულად გაწყვიტა კუნძულ ატტუზე მცხოვრები ალეუტები... რუსი კოლონისტების მიერ ინდიელების ხოცვის, ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია, რომელიც შემორჩენილია ამ "ექსპედიციებში" მონაწილე პირებისა და ხომალდების ეკიპაჟის წევრების პირად ჩანაწერებში. სხვა, შედარებით მცირე შეტაკებების შესახებ, არაფერია ცნობილი და შესაბამისად, არც ის თუ რა რაოდენობის ადგილობრივი მოსახლეობა შეიწირეს რუსმა კოლონისტებმა.

მაგალითად, 1792 წლამდე დიდი ხნით ადრე, რუსული ხომალდის "Св. Евдоким"-ის კაპიტანის, მიხეილ ნევოდჩიკოვის (wiki-link) დღიურში არის ჩანაწერი, სადაც ის აღწერს ინციდენტს, შემდეგნაირად - "ერთერთი გაუგებრობისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი იქნა ალეუტი", შემდეგ ჩანაწერის მიხედვით შეიძლება დადგინდეს, რომ ინციდენტი ამით არ ამოწურულა და მას გაგრძელება მოჰყვა, თუმცა რა მსხვერპლით დასრულდა უცნობია. ეს ეპიზოდი კარგად აღწერს რუსების დამოკიდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ინდიელების მრავალწლიანი წინააღმდეგობა გამოიწვიეს რუსებმა საკუთარი ქცევით...

თავდაპირველად რუს კოლონისტებს არ უჭირდათ ინდიელებთან გამკლავება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი შეიარაღებულნი იყვნენ თოფებით, ხოლო ინდიელები ტრადიციული ხელჯოხებით, მშვილდ-ისრებითა და მოკლე ხმლებით. მოგვიანებით, ბრიტანელი ვაჭრებისგან, ინდიელებმა მიიღეს თოფები და ამის შემდეგ რუსებისთვის გართულდა ვითარება, რასაც მოჰყვა ინდიელთა უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა. იყო პერიოდი, როდესაც ინდიელებმა, მოახერხეს რუსების მიერ კონტროლირებადი კუნძულების აღება (1802წ), რასაც მოჰყვა ძალზედ მასშტაბური და სისხლისმღვრელი შეტაკებები რუსებთან, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა.

რუსები, ალეუტიებს აღწერდნენ, როგორც აგრესიულ და ველურ ტომს, რომლებიც მხეცებივით იყვნენ და არაფერს ამბობდნენ იმაზე თუ რას სჩადიოდნენ თავად. შესაბამისად, ამ მასალების ასეთი ფორმით შექმნის გამო, რუსებში არის წარმოდგენა, რომ მათი წინაპარი კოლონისტები, ებრძოდნენ აგრესიულ ტომებს, რომელთაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაწიყეს რუსი კოლონისტების ხოცვა...

საკითხი ძალზედ საინტერესო და რთულად საკვლევია, სანდო წყაროების სიმცირის გამო, ხოლო ის რაც მოიძიება, ცალმხრივად მხოლოდ რუსულ პოზიციას აღწერს და ნაკლებად ობიექტურია...

რუსების ასეთი ქცევა, დღევანდელი გადასახედიდანაც კი ძალზედ ბუნებრივი ჩანს. ფაქტების დამახინჯება და საკუთარი დანაშაულის, სხვათა ნამდვილ თუ გამოგონილ დანაშაულზე აქცენტირების გზით გადაფარვა, კარგად აპრობირებული და დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, დღევანდელი რუსეთისთვისაც...

აწი, რომელიმე რუსოფილთან კამათისას, კიდევ თუ გეტყვიან, რომ ამერიკელებმა, ინდიელებს გენოციდი მოუწყეს, შეგიძლიათ ეს სტატია და მასში მოყვანილი ფაქტები ააფაროთ თვალებზე. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს თარიღები და მოვლენები, ყველაზე გულანთებული რუსოფილისთვისაც კი უცნობია და ხელიდან აცლის იმ პროპაგანდისტულ საფუძველს, რომელსაც ასე ხშირად მიმართავენ ჩვენი დაუძინებელი მტრის აპოლოგეტები კამათისას...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
ზურა ზურაბი 12
07 თებერვალი 2019 20:52
საინტერესოა ....,,თუ დათვალეს,,....ინგლისელი,ფრანგი ,ესპანელი,პორტუგალეიელი დაშ.....,,ცივილიზებული ევროპელადების ,,მიერ .....მარტო მე19 საუკუნეში .....განხორციელებული ,,წმენდა გენოციდები,,.....რუსებს თავისი ეყოფად
დარეჯანი
25 ივნისი 2018 22:46
დამპყრობელი დამპყრობელია არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაგიბყრობს.
369
13 თებერვალი 2018 13:49
ასე მგონია ვიღაც ვიღაცეებს ქართველები ფრთიანი ანგელოზები ჰგონია, საკუთარ ქვეყანაში ბავშვებს რომ იტაცებდნენ ბევრი გაგიგიათ ასეთი, გურიის მთავარმა დადიანს თავისი სიმამრის თხოვნით თავისივე სიდედრი რომ წაარტვა და თვითონ რომ ცოლად დაისვა, რატომ არ გახსოვთ.ნაციონალები რომ სტალინს ლანძღავენ მაგათ ციმბირი არ ჰქონდათ თორემ ნახევარი საქართველო დღეს იქ ვიცხოვრებდით. და კიდევ სხვა არაფერი გაინტერესებთ? სულ ცოტა ხანში ქართველები რომ უმცირესობაში ვიქნებით თუ გიფიქრიათ ამაზე, ინდიელები დღესდღეობით ჩვენზე კარგად ცხოვრობენ ვისაც არ სჯერა დაინტერესდეს და გაიგებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა