რუსების შურისძიება ჩამოგდებული СУ-25-ის გამო
რუსების შურისძიება ჩამოგდებული СУ-25-ის გამო
რუსულმა ავიაციამ, იდლიბში ერთადერთი საავადმყოფო დაბომბა. რუსული ავიაციის რაოდენობა სირიაში, შესაძლოა გაიზარდოს

სირიაში ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენი, შესაძლოა ახალი მიზეზი გახდეს, ორი თვის წინ "გამოყვანილი", რუსული არმიის ნაწილების უკან, სირიაში დაბრუნებისთვის.

ზოგადად, რუსული არმიის გამოყვანა-შეყვანები სირიაში, ცოტა არ იყოს კომიკურ სახეს იღებს.

რამდენჯერ იქნა ზარ-ზეიმით გამოცხადებული სირიაში სამხედრო კამპანიის წარმატებით დასრულების შესახებ, რამდენჯერ იქნა ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში უკუგდებული, ისევ რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ. ამჯერადაც, როდესაც პუტინმა, ასევე ზარ-ზეიმით ამცნო საკუთარ
მოსახლეობას რომ სირიაში, რუსული არმიის წინაშე მდგარი ამოცანის ძირითადი ნაწილი შესრულებულია და ვაბრუნებთ, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში, ჩვენს სამხედრო ავიაციასო, მაშინვე გამიჩნდა სკეპტიციზმი ამ განცხადების მიმართ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სირიაში ვითარება არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ რუსებს გამარჯვება ეზეიმათ.

მიმდინარე წლის სამ თებერვალს, იდლიბში,
რუსული СУ-25-ის ჩამოგდების შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ რუსები არც გამოსულან სირიიდან და არც საბრძოლო მოქმედებებში შეუწყვეტიათ მონაწილეობის მიღება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ამ საკითხზე განმარტება გააკეთა და თქვა, რომ სირიაში დატოვილი იყო - "იმ მოცულობის ძალა, რამდენიც საჭირო არის, ტერორისტებისთვის გამანდგურებელი დარტყმის მიყენებისთვისო" და იქვე პუტინიც გაამართლა - "როდესაც განცხადება გააკეთა გამოყვანის შესახებ, მაშინვე თქვა პრეზიდენტმა, რომ გარკვეული რაოდენობა რჩებოდა სირიაშიო". წყარო

რუსებმა, СУ-25-ის ჩამოგდებისთანავე განაცხადეს, რომ დაბომბეს ის ადგილი, საიდანაც გაშვებული იქნა რაკეტა, რომელმაც მათი საფრენი აპარატი ჩამოაგდო. თუმცა ამ ინფორმაციას დადასტურება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ მიმდინარე თვის 5 რიცხვში, სირიიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაციამ, ქალაქ იდლიბში უვნებლად გადარჩენილი ერთდაერთი საავდამყოფო დაბომბა წყარო, რაც ბუნებრივია რუსების შურისძიებად იქნა აღქმული.

ამ ყველაფერს მოჰყვა, რუსული პროპაგანდის ამოქმედება, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, რომელიც დიდი ალბათობით, რუსული არმიის სირიაში დაბრუნების/ზრდის მიზნით იქნება გამოყენებული. ამის კარგი ნიმუშია, 5 თებერვალს გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც პორტალ Rambler.ru-ს ანალიტიკურმა განყოფილებამ ჩაატარა და დაადგინა, რომ რუსეთის მოსახლეობის 50%, სირიაში ვითარების ესკალაციას პროგნოზირებს!? წყარო

რუსულ მედიაში ასევე ვრცელდება, СУ-25-ის ჩამომგდები მხარის შესახებ სხვდასხვა ვერსიები. ერთ-ერთ გავრცელებულ ვერსიაში, აღნიშნულ ინციდენტში თურქული მხარის მიმართაც გამოითქვა ეჭვი, რომელიც ეფუძნება იმ მოცემულობას რომ იდლიბში, უსაფრთხოებისა და დეესკალაციის რეჟიმის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი თურქული მხარე იყო.

შედეგად, უნდა ველოდოთ, რომ რუსები კვლავ დაიწყებენ დამატებითი ძალების გადასროლას სირიაში. მხოლოდ ეს არ იქნება გასული წლის დეკემბრის თვეში გამოყვანილი ნაწილი უკან დაბრუნება. ეს იქნება რუსული კონტიგენტის ზრდა სირიაში.

აღნიშული ინციდენტის შემდეგ, რუსული ავიაცია გააქტიურებულია იდლიბის მიმართულებაზე. რეგიონულ მედიაში ვრცელდება რუსული ავიაციის ღამის იერიშები ამსახველი კადრები წყარო, რაც იმაზე მიანიშნებს რომ იდლიბი, დეესკალაციის ზონა აღარ არის და ამ მიმართულებაზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებები განახლდება

იდლიბის პროვინციაში, ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ძალებისა და რუსული ავიაციის მოქმედება, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, პრაქტიკულად არ შეწყვეტილა. მაგალითად, გასული თვის 18 რიცხვში, ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს, რუსული ავიაციის იერიშის კადრები, სადაც ნაპალმის (განმარტება) გამოყენებაა დაფიქსირებული წყარო. პარალელურად, ასადის რეჟიმისადმი ლოიალური მედიასაშუალებები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ავრცელებდნენ, რეჟიმის მაღალჩინოსნების განცხდებებს, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ ერთ მტკაველ მიწას არ დაუტოვებენ ოპოზიციას. ამ შინაარსის განცხადებები კეთდებოდა, სოჭში გამართული "სირიის სამშვიდობო კონფერენციის" მიმდინარეობისას, რაც მიუთითებს იმაზე რომ ბოლო დროს, სირიაში შედარებითი სიმშვიდის დადგომისა და "სამშვიდობო კონფერენციის" გამართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გამოყენებული იყო ასადის რეჟიმისა და მისი მომხრე ძალების მხრიდან, ოპოზიციაზე ახალი იერიშების მისატანად.

თავად ფაქტი, ისეთი იარაღის გამოყენებისა, რომლითაც ჩამოგდებული იქნა რუსული СУ-25-ი, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ამ კონფლიქტში, ავიაციის ეფექტურობაზე. შესაძლოა, გასული საუკუნის 80-იან წლებში, სსრკ-ს ავღანური კამპანიის მსგავსად, რუსულმა ავიაციამ ისეთი დანაკარგები განიცადოს, რომ რუსული არმიის ნაწილების სირიაში დატოვება შეუძლებელი გახადოს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
ორივეს გულშემატკივარი
19 თებერვალი 2018 21:00
კი მაგრამ რასაც რუსები ამბობენ ყველაფერი ტყუილია და რასაც ეს ანგელოზები ყველაფერი მართალიიიი??
იქნებ უკუღმააა..უკუღმა???
gogi
09 თებერვალი 2018 00:58
გეყოფათ, ამერიკელების უცოდველ კრავებად და რუსების სისხლისმსმელ ტირანებად წარმოჩენა. ძლიერი ყოველთვის მოძალადეა, ამერიკა იქნება თუ რუსეთი. დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის დროს თუ გავიხსენებთ, არც მაშინ იყვნენ ჩვენი მეფეები და წინაპრები უცოდველები. ჩვენ რაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ საქართველოს ვეძახით, ისაც დაპყრობილი ტერიტორიების ხარჯზე იყო, მაშინაც ხოცავდნენ და სჯიდნენ ურჩებს, ქვეყნის მტრებად აცხადებდნენ მათ. ასე რომ, მტრისა და მოყვრის გარჩევისას სერიოზული ფიქრი გვმართებს, ვინაა მტერი, რუსეთი, რომელიც აშკარად და ყველასთვის გასაგებად აცხადებდა, რომ თავი შეგვეკავებინა ძალადობისაგან ოსებზე და აფხაზებზე და მერე დაგვსაჯა, თუ ამერიკა, რომელსაც 25 წელია ვუსმენთ და ვხედავთ, რომ გარდა საზარბაზნე ხორცისა, არაფერში ვჭირდებით.
კაი კაცო, მართლა?
08 თებერვალი 2018 14:45
,,დატოვილია'' კი უეჭველად :))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა