მიუნხენის ანგარიში: ევროკავშირი და NATO რუსეთთან ომის ზღვარზე იმყოფებიან - კვირის პალიტრა

მიუნხენის ანგარიში: ევროკავშირი და NATO რუსეთთან ომის ზღვარზე იმყოფებიან

ფონდის მიერ მომზადებულ ანგარშში აღწერილია NATO-სა და რუსეთს შორის ომის დაწყების საფრთხე. კონფერენცია მომდევნო კვირას გაიმართება.

მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერნციის გამრთვის წინ, რომელიც მიმდინარე თვის 16-18 რიცხვებში გაიმართება, გამოქვეყნდა ანგარიში, ევროკავშირისა და NATO-ს უსაფრთხოების პრობლემების შესახებ.

აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ვითარება, ზრდის ომის რისკებს იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა, რაიმე სახის გაუგებრობამ ან შემთხვევითობამ მოახდინოს მხარეებს შორის (იგულისხმება დასავლეთი და რუსეთი) მასშტაბური ომის პროვოცირება წყარო.

ანგრაშში ასევე ლაპარაკია უკრაინის კრიზისზეც, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის ერთერთი მთავარი პრობლემური საკითხია. ანგარშში ნათქვამია, რომ უკრაინის საკითხი, პრაქტიკულად ჩიხშია შესული და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მოწდება ამ ჩიხურ მდგომარეობას კიდევ უფრო გამოუვალს ხდის.

ასევე განხილულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემები და ნათქვამია რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროექტი, თავდაპირველი სულისკვეთებით აღარ ხორციელდება, რაც ამცირებს NATO-ში ახალი წევრების მიღების პერსპექტივას. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონტექსტში, ასევე ნათქვამია, რომ ამ რეგიონის ქვეყნებს, რომლებიც NATO-ევროკავშირსა და რუსეთს შორის აღმოჩნდნენ, უწევთ რთულ ვითარებაში არსებობა. აქვე დადებითადაა შეფასებული ბალტიის ქვეყნებში ალიანსის აქტივობა.

ანგარიში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შინაარსიდან გამომდინარე, ეხება დედამიწის ყველა წერტილს და შესაბამისად, ყველა იმ პრობლემას, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით აქტუალურია. მათ შორის, რა თქმა უნდა. განხილულია ბირთვული განიარაღების შეთანხმების საკითხი, რომელიც საშუალო სიშორის მოქმედების ბირთვულ შეიარაღებას ეხებოდა და რომელიც, პრაქტიკულად აღარ მოქმედებს. ამ შეთანხმების უმოქმედობაზე მიუთითებს, მიმდინარე წლის 7 თებერვალს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მიერ წარმომადგენლობითი პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას, გაკეთებული განაცხადება, რომ ამერიკას სჭირდება საზღვაო ბაზირების ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტები. მისი თქმით, რუსეთთან მომავალი მოლაპარაკებებისას, ეს ფაქტორი ამერიკელი დიპლომატების მიერ გამოყენებული იქნება მოსკოვზე ზემოქმედებისთვის წყარო.

ანგარიშში საფრთხის შემცველ ფაქტორად არის დასახელებული რუსული არმიის მაშტაბური წვრთნები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იმართება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან. რუსული არმიის წვრთნების საკითხი აუცილებლად რომ იქნებოდა განხილული მიუნხენის უსაფრთხოების წლევანდელ კონფერენციაზე, ის რეაქციაც მოასწავებდა, რომელიც დასავლეთს ჰქონდა 2017 წლის სექტემბერში, რუსული და ბელორუსული არმიების, ბელორუსიაში გამართული, უპრეცედენტო მასშტაბის წვრთნებისას ("Запад 2017"). დასავლეთის მხრიდან აღნიშული წვრთნები მაშინვე შეფასდა პროვოკაციულად.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ტერორიზმი აღარ არის მთავარ საკითხთა შორის. როგორც ჩანს, ტერორიზმის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა იმ საფრთხესთან შედარებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს და რომელიც გაცილებით მომაკვდინებელ და ორგანიზებულ ძალას წარმოადგენს, ვიდრე რამდენიმე ათასი ტერორისტი.

ტერორიზმის საფრთხის პრიორიტეტულობის კლება, ასევე აისახა, აშშ-ის თავდაცვის ახალი სტრატეგიის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტშიც, სადაც მთავარ საფრთხეებად დასახელებულია რუსეთი და ჩინეთი.

ანგარიშში არის ძალზედ საინტერესო მონაცემი, რომელიც ევროპის მოსახლეობის გამოკითხვას ეხება. ამ მონაცემის თანახმად, ევროპელთა უმრავლსეობას სურს სურს, რომ მათი არმიები განთავსდეს ნაციონალურ საზღვრებს გარეთ, თუ საჭიროა მთელს მსოფლიოში! წყარო

2018 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ძალზედ საინტერესო იქნება, გამომდიანრე ამ სფერო პრობლემების იმ ხარისხიდან, რომელიც გასული წლის განმავლობაში შეიქმნა დედამიწაზე და ეს პრობლემები, ჯერ კიდევ მზარდია.  შესაბამისად, მომდევნო კვირის ერთ-ერთ მთავარო თემა სწორად აღნიშნული კონფერენცია იქნება და იქ ნათქვამი თეზისები, შეხედულებები და შეფასებები, გარკვეულწილად, ნათელს მოჰფენს დღევანდელი მსოფლიოს პრობლემებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი