საშიში ინციდენტი სირია-ირანსა და ისრაელს შორის - კვირის პალიტრა

საშიში ინციდენტი სირია-ირანსა და ისრაელს შორის

ისრაელმა იერში მიიტანა ასადის არმიის ჰაერთავდაცვით სისტემაზე მას შემდეგ, რაც ერთი F-16 დაკარგა. ინციდენტი ირანული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებით დაიწყო

მიმდინარე თვის 10 რიცხვში, საშიში ინციდენტი მოხდა სირიასა და ისრაელს შორის, რომლის დროსაც ისრაელმა ერთი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა.

ინციდენტი ისრაელის ტერიტორიის სიახლოვეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებით დაიწყო (წყარო), რომელიც ისრაელის არმიის ვერტმფრენებმა გაანადგურეს, რასაც ასევე მოჰყვა უპილოტოს სამართავი პუნქტის განადგურება, რომელიც სირიის ტერიტორიის სიღრმეში, პალმირასთან ახლოს მდებარეობდა.

ამ ოპერაციაში, ისრაელის მხრიდან ასევე იქნა გამოყენებული რეაქტიული ავიაცია, რომლებმაც სირიის ტერიტორიაზე მიზნები გაანადგურეს, ხოლო უკან დაბრუნებისას, მათზე სირიის ჰაერთადცვითმა ძალებმა შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ებრაული F-16 გაანადგურეს, რომელიც დაზიანების მიღების მომენტში ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. პილოტებმა მოასწრეს კატაპულტირება და ამჟამად მკურნალობის კურსს გადიან, ერთ-ერთ საავადმყოფოში.

სირიელების შეტევას ებრაულ თვითმფრინავებზე მოჰყვა საპასუხო რეაქცია, რომელსაც ებრაელთა მტკიცებით სირიიის ჰაერთავდცვითი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეწირა. ისრაელის მხირდან საპასუხო შეტევისას, განადგურებული იქნა ასევე ირანელების კონტრლს ქვეშ არსებული ბაზები, ასადის არმიის ჰაერთავდაცვითი სისტემის რადიოლოკაციური სადგურები და გამშვები მოწყობილობები (წყარო).

სირიის კრიზისის დაწყებისა და მასში ირანის ჩართვის შემდეგ, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ ირანსა და ისრაელს შორის შესაძლო საბრძოლო მოქმედებების დაწყებასაც. ეს ვარაუდი ძალზედ ლოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ სირიაში ირანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს და ასადის რეჟიმისთვის გაწეული დახმრების სანაცვლოდ, მოითხოვს სირიის ტერიტორიაზე საკუთარი არმიის ნაწილების განლაგებას. მათი მტკიცებით, ეს ხელს შეუწყობს მოკავშირე ძალებთან კომუნიკაციის გამარტივებას, რომელთა შორისაც პირველ რიგში ლიბანური "ჰეზბოლა" და "ჰამასი" მოიაზრებიან. სირიის ტერიტორიაზე ირანის გავლენის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, ირანი-ისრაელის დაპირისპირების კონტექსტში, ხელსაყრელი ფორპოსტის შექმნაა, რომელიც მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებს ისრაელს, ამ ფონზე კი პალესტინური მოძრობისთვის ხელშეწყობა და დიდი ომის საშიშროების მუდმივი ფაქტორის შექმნა/შენარჩუნება.

ინციდენტი, რომელიც 10 თებერვალს მოხდა, წინა პერიოდებში გამოთქმულ მოსაზრებებს, ირანი-ისრაელის შესაძლო ომის შესახებ ადასტურებს და კიდევ უფრო მკვეთრად აჩენს პრობლემას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაიქმნას მასშტაბურ ომში.

ამ ინციდენტის კონტექსტში საინტერესო იყო ებრაულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ მოქმედებებზე ისრაელს მოსკოვისგან "მწვანე შუქი" ჰქონდა მიღებული. ასევე გავრცელდა პუტინსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვით პუტინს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამს და მხოლოდ ის მოსთხოვა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ თავი შეეკავებინა ისეთი ნაბიჯიბისგან, რომელთაც შესაძლოა ვითარების გამწვავება მოჰყვეს (წყარო). ამავე ინფორმაციიდან ირკვევა რომ რუსი და ებრაელი სამხედროები, მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან ერთმანეთთან, რაც ინციდენტების პრევენციის მიზნით იქნება გაკეთებული. ასეთი პოზიცია ისრაელის მხრიდან ცოტა გაუგებარია, გამომდინარე იქიდან, რომ მათი F-16, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ რუსების მიერ მოდერნიზებული "მიწა-კლასის რაკეტით" იქნა განადგურებული.

ამ თვალსაზრისით, ასევე უცნაურია რუსების დამოკიდებულება მომხდარისადმი, რადგან მათ ორ მოკავშირეზე იქნა იერიში მიტანილი და წესით, მათთვის სულერთი არ უნდა ყოფილიყო ის რაც მოხდა. ასევე თვალშისაცემია ისრაელიდან გავრცელებული განცხადებები, რომლებიც რუსეთს, როგორც მათ მოკავშრეს ისე აპოზიციონირებენ და აცხადებენ რომ ირანელებსა და რუსებს შორის, სირიაში დაწყებულია დაპირისპირება და რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ირანის სირიაში გამაგრებით (წყარო). უცნაურია ასევე რუსული მილიტარისტული ვებგვერდების დუმილი აღნიშნულ ინციდენტზე, რომელთა უმეტესობა "მშრალი" ინფორმაციის გავრცელებით შემოიფარგლა და ჩვეული ისტერიული "ანალიტიკა" არ გაუვრცელებიათ.

აღნიშნული ინციდენტი, ზოგიერთი ანალიტიკოსისთვის, მხოლოდ დასაწყისია და მას გაგრძელება მოჰყვება. ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა, ისრაელის არმიის გადამდგარმა გენერალ-მაიორმა იარივ ლევინმა, რომელმაც განაცხადა რომ ინციდენტის შემდგომი ჩაწყნარება, ერთგვარი "ტაიმ-აუტია" და მას გაგრძელება აუცილებლად ექნება (წყარო).

უახლოესი მომავალი აჩვენებს, რამდენად უშედეგოდ ჩაივლის აღნიშნული ინციდენტი, თუმცა ლოგიკურად ასე არ მოხდება. ირანელებიც და ასადის რეჟიმიც, შეეცდებიან შურისძიებას იმ დანაკარგებისთვის, რომელიც მათ მიიღეს ისრაელის ავიაციის მოქმედების შედეგად. ხოლო თავად ფაქტი იმისა, რომ ირანული დაზვერვა აქტიურობს ისრაელის მიმართულებაზე, მომავალში ინციდენტების გამორცხვის შესაძლებლობას არ ტოვებს და მიუთითებს ირანელების გეგმებზე, გააქტიურდნენ ისრაელის მოსაზღვრე რეგიონებში სირიაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინციდენტებისა და შესაბამისად მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების დაწყების ალბათობას.

თუკი დადასტურდა, რომ რუსებმა, ებრაული ავიაციის წინააღმდეგ არ გამოიყენეს საკუთარი ჰაერთავდიცვითი სისტემები და მართლაც ჰქონდათ "მწვანე შუქი" მიცემული მათთვის, მაშინ გამოდის, რომ ირანსა და რუსეთს შორის მართლაც არ არის მოკავშირეობის ის ხარისხი, რასაც ორივე მხარის პროპაგანდა ამტიცებს.. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სირიის კონფლიქტში, ახალი მოთამაშეები გაჩნდებიან შიიტური ძალების სახით, რომლებიც რუსული ინტერესების წინააღმდეგ დაიწყებენ მოქმდებას, თუმცა ასეთი სცენარი, მოკლევადიან პერსპექტივაში, მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია და მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს აქტუალური, თუკი სირიაში დარჩებიან მხოლოდ ირანი, რუსეთი და ასადის რეჟიმი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი