რუსეთისთვის სირია საგამოცდო პოლიგონია - ცოცხალ ადამიანებზე გამოცდილი რუსული შეიარაღება
რუსეთისთვის სირია საგამოცდო პოლიგონია - ცოცხალ ადამიანებზე გამოცდილი რუსული შეიარაღება
რუსეთი სიარიაში უახლეს შეიარაღებასა და ტექნიკას ცდის. 23 თებერვალს, ჰმეიმიმის ბაზაზე, სხვა საფრენ აპარატებთან ერთად, ორი უახლესი СУ-57დაეშვა.

შეფასება რომ რუსეთისთვის, სირია პირდაპირი მნიშვნელობით საგამოცდო პოლიგონია, შესაძლოა ვინმეს გადამეტებულად მოეჩვენოს, თუმცა ამას უკვე თავად რუსებიც აღარ მალავენ.

ყოველი ახალი საბრძოლო მასალა თუ ტექნიკა, საბრძოლო გამოცდას გადის სირიაში, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

ამ ყველაფერს კი რუსეთი, ტერორიზმთან ბრძოლის "კეთილშობილური" მისიით ნიღბავს. პრინციპში არაფერია ალოგიკური იმაში, რომ რუსეთი ამას აკეთებს და პოლიტიკური
ამოცანების გადაჭრის პარალელურად, სამხედრო წარმოების საკითხებსაც არკვევს. ზოგადად პრობლემა იყო რუსეთის შეიარაღება და არმიის მართვის სტრუქტურა, რომელმაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ განიცადა.

მიმდინარე წლის 22 თებერვლას, სირიაში უახლესი რუსული შეიარაღების გამოცდის შესახებ ღიად განაცხადა, რუსეთის დუმის, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ შამანოვმა. აღნიშნული
განცხადებიდან ირკვევა, რომ რუსეთს, სირიის ომში ჩართვის პერიოდიდან ამ დრომდე, 200 სახეობის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება აქვს გამოცდილი. კონკრეტული ჩამონათვალი არ გახმაურებულა თუმცა დიდი ალბათობით, დასახელებული ციფრის დიდი წილი, საავიაციო ჭურვებსა და რადიოელექტრონულ სისტემებზე უნდა მოდიოდეს.

მგონია, რომ არ უნდა ხდებოდეს გაურკვეველი ეფექტის მქონე ჭურვებისა და სხვა ლეტალური შეიარაღების გამოყენება ისეთი კონფიგურაციის ბრძოლის ველზე, როგორიც სირიაშია. ვგულისხმობ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც მიუხედავად რუსული პროპაგანდის მტკიცებისა, აურაცხელი რაოდენობით შეეწირა, რუსული და ასადისტების ავიაციის დაბომბვებს.

2016 წელს ალეპოს დაბომბვის ასახველი ვიდეოსიუჟეტი ნიმუშია იმისა, თუ რა მასშტაბისა და ეფექტის ჭურვებს იყენებენ რუსები სირიაში. კერძოდ დასახლებულ პუნქტებში, რომლის დროსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.


22 თებერვალს კიდევ ერთი ინფორმაცია გავრელდა რუსულ მედიაში, რომლის თანახმადაც, რუსეთმა სირიაში გადაისროლა ე.წ. მე-5 თაობის, ოთხი ცალი მრავალფუნქციური СУ-57 (თავდაპირველი სახელწოდება ПАК ФА Wiki-link) როლებიც შეიარაღებაში რუსებმა აშკარად დაჩქარებით, წმინდად პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე მიიღეს და სირიაში მათი გადასროლა ნიშნავს იმას რომ იქ მოხდება ამ საფრენი აპარატების, რეალურ საბრძოლო პირობებში გამოცდა.
ამის შესახებ ბევრი იწერება რუსულ მედიაში და რა თქმა უნდა რომ თან ახლავს რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი მოტივები. ისეთი როგორიც არის, მაგალითად - "დასავლეთი დაბნეულია, რუსეთმა სირიაში СУ-57-ბი გადაისროლ" (ნიმუში) და ა.შ. ნუ ის რომ რუსული ავიაწარმოების ეს შედევრი, ანალოგის არ მქონეა, არც კი განიხილება, ისედაც იგულისხმება.

СУ-57-ის სირიაში ჰმეიმის ავიაბაზეზე დაშვების კადრები, სოციალური ქსელებით გავრცელდა. რუსების ეს ნაბიჯი, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, პროპაგანდისტული თვალსაზრისითაც ძალზედ სარისკოა, გამომდინარე იმ ინციდენტიდან, რომელსაც მიმდინარე თვის დასაწყისში ჰქონდა ადგილი და რომლის დროსაც რუსებმა, ერთი СУ-25 დაკარგეს (ბმული). შესაბმისად, ლოგკურია ვარაუდი, რომ ეს საფრენი აპარატები, მაღალი რისკის ზონებში გამოყენებული არ იქნება და ძირითადად, დასავლური ჰაერთავდაცვითი სისტემების შემოწმებისთვის, ასევე სადაზვერვო დანიშნულებით იქნება გამოყენებული, თუმცა რისკი რომ რაკეტა მოხვდეს "შემთხვევით", მაინც ძალიან დიდია.

აღნიშნულ СУ-57-თან ერთად რუსეთმა სირიაში დამატებით სხვა საფრენი აპრატებიც გადაისროლა, რაც იმას ნიშნავს რომ სირიაში კონფლიქტის მორიგი ესკალაცია გარდაუვალია და რომ სოჭში გამართული ე.წ. "სირიის სამშვიდობო კონფერენცია", სრული ფარსი იყო და მეტი არაფერი.

სიირიდან, რუსული ავიაციის ეს მერამდენე გასვლა-შესვლაა უკვე სათვალავი ამერია.

უცნაური ამბავი სჭირთ რუსებს - ვერ გარკვეულან მშვიდობის მტრედები არიან თუ ქორები... თუმცა, მათ მოქმედებას რომ ადამიანების სიცოცხლე არ ეწირებოდეს, თავშიც ქვა უხლიათ და რაც უნდათ ის უკეთებიათ, მაგრამ საშინელება ის არის, რომ რუსული შეიარაღების გამოცდა, რეალურ, ცოცხალ ადამიანებზე ხდება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
g7
21 მარტი 2018 04:01
უი ეს მასხარა კიდევ აქაა??? გააგდეტ სამსახურიდან ეს უცოდინარი!!! რეებს ბოდავ აქ??!! რუსებმა დახოცეს მოსახლეობა?? ავადმყოფია ეს!! ამა სიზოფრენიაა აქვს როგორც ყველა ,ნაცუას,!! 4000 იგილის ბოევიკი ვინ გააცილა რაკადან?? კოლიდორიტ??!!! ამერიკელებმა!! იგილი ვინ დაარსა?? ამერიკამ!! ალ-ქაიდა? ამერიკამ!! ბენ-ლადენი? ამერიკამ!! აი რუსებმა ამოწყვიტეს ტერორისტები და გაანტავისუფლეს სირია! კი ტავისი ინტერესებისტვის , მაგრამ, სანამ რუსეტი არ მივიდა მანდ, მანამდე ხოცავდნენ ქრისტიანებს! და ამერიკა და ევროპა უყურებდა და აგსფოტებას გამოხატავდა! აი ეგრეეე!!! აახიეს ტქვენ ამერიკას სირია!!! ეგრე გინდატ!!! მაგრები არიან რუსები!! არაა ამერიკამ უნდა უკარნახოს ყველას როგორ ვიცხოვროდ!! არ იქნება ეგრე!! რუსეტი და კიტაი დაასამარებენ ამერიკას!!!
სსს
17 მარტი 2018 15:29
აბა 2008 წელს ისეტი დგე დავმარტეტ ეხლაც ვერ მოსულან გონს
kirile
16 მარტი 2018 15:34
ჟურნალისტს დაკრულზე როგორც ვატყობ აქ მარტო შენ ცეკვავ. გეხერხება ეტყბა კალინ კამალინის ცეკვა)))
საქართველოს მთლიანობისთვის ხელი შენ გაანძრიე სხვას რას თხოვ?
კადაფსი თავისივე ნამოქმედარმა შეიწირა და თავისივე ხალხმა მოუღო ბოლო. თქვენ კი მერუსეთეებო ......... იმედია მიხვდით მრავალ წერტილში რა ვიგულისხმე ))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა