რა მოხდება თუკი აშშ-ი სირიიდან ჯარებს მართლაც გაიყვანს - ვინ არიან "სხვები", ვინც სირიაში საქმეს მიხედავენ?
05-04-2018
რა მოხდება თუკი აშშ-ი სირიიდან ჯარებს მართლაც გაიყვანს - ვინ არიან "სხვები", ვინც სირიაში საქმეს მიხედავენ?
დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული არმიის გაყვანის შესახებ განაცხადა. ამერიკელი სამხედროებისგან ჯერ ოფიციალური პოზიცია არ გახმაურებულა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე, ერთგვარ სენსაციად იქცა, რადგან წინა პერიოდში ამერიკელი სამხედროების მხრიდან სრულიად საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც აშშ-ი სირიაში დამატებითი კონტიგენტის გაგზავნას გეგმავდა და შესაბამისად, პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადება ამიტომაც იყო მოულოდნელი ბმული.

განცხადების მნიშვნელობა ასევე გაზარდა იმ პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელიც რეგიონში
მიმდინარეობს და წინ უძღოდა, ანკარაში, თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტს.
ამ სამიტზე პირველ რიგში სირიისა და ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილება, რომლის კონტექსტში ტრამპის აღნიშნული განცხადება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან გამოდის, რომ ზემოაღნიშნულ სამეულს აშშ-ის სამხედროების სირიაში ყოფნით გამოწვეული უხერხულობა ეხსნებათ და მოქმედების
გარკვეულ თავისუფლებას მიიღებენ, თუმცა საეჭვოა მათთვის ასე "იდეალურად" მოეწყოს ყველაფერი და აი, რატომ...

დონალდ ტრამპის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა სატელეფონი საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელიც ტრამპთან საუბრამდე შეხვდა "სირიის დემოკრატიული ძალების" წარმომადგენლებს. შეხვედრის შემდეგ, "დემოკრატიული ძალების" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაკრონი მათ დაჰპირდა თურქეთთან მოლაპარაკებებში შუამდგომლობასა და დამატებითი სამხედრო კონტიგენტის გაგზავნას სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონში, ანუ იქ, სადაც ამჟამად აშშ-ის ორი ათასამდე სამხედროა განთავსებული წყარო! ეს კი შესაძლოა მივიჩნიოთ ნიშნად, რომ სირიაში ევროპა მეტი ძალებით ერთვება, რაც ლოგიკური და ბუნებრივია რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით, სირიიდან პირდაპირი საფრთხე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის და მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ტრამპის განცხადებაში ნათქვამი არ ყოფილა კონკრეტული ვადები, თუმცა მიუთითა და ხაზი გასუვა, რომ გაყვანა მალე დაიწყება და ამ საქმეს სხვები მიხედავენ! განცხადების მთავარი ინტრიგა სწორედ ამაშია და საინტერესოა ის, თუ ვინ არიან ეს "სხვები"?! რ
ოგორც ზემოთ ვნახეთ, სხვებში დიდი ალბათობით იგულისხმება სირიის ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართული სხვა მოკავშირე ძალები და ყველაზე დიდი ალბათობით, ესენი იქნებიან ევროპული ძალები, რომლებიც ალბათ NATO-ს ეგიდით ან სხვა რაიმე საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით განაგრძობენ მისიას სირიაში.

ამასთანავე, სულაც არ არის გამორიცხული ტრამპის ეს განცხადება მხოლოდ განცხადებად დარჩეს რადგან, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ამერიკელი სამხედროები სხვა გეგმებს სახავენ და მათი ამოცანები ჯერ კიდევ არ არის  სრულად შესრულებული. სირიასა და ერაყში, ISIS-ი პაქტიკულად განადგურებულია, თუმცა კვლავ არსებობს რისკი, რომ მათ ძალების მობილიზება და გარკვეული ტერიტორიების ხელახალი დაკავება შესძლონ.

თუკი დაუშვებთ იმას, რომ ამერკული კონტიგენტი მართლაც გავა სირიიდან, ვითარება რადიკალურად შეიცვლება, რადგან თურქეთს მოეხსნება შეზღუდვა და აფრინის პროვინციაში დაწყებული ოპერაცია ინეტრვენციაში გადაიზრდება, რომელიც, დიდი ალბათობით, სირიის ტერიტორიის სიღრმისკენ გადაიტანს საბრძოლო მოქმედებებს. ამ შემთხვევაში კი გაიზრდება რისკი პირდაპირი შეტაკებები მოხდეს თურქეთის არმიასა და შიიტურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც ასადის არმიის მხარეს იღებენ ბრძოლებში მონაწილეობას. ასეთი რისკის გამო, ლოგიკურია ვივარაუდოთ რომ საერთაშორისო კონტიგენტის გარეშე სირიის ის რაიონები არ დარჩება, რომელიც თურქეთს ესაზღვრება და რომელიც ძირითადად ქურთებით არის დასახლებული, რომელთაც არანაირი დაცვის მექანიზმი არ გააჩიათ, გარდა ბრძოლისა, რომელსაც დასავლეთის დახმარებით აწარმოებენ.

არსებულ მოცემულობაში, ტრამპის განცხადება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, რადგან ასეთი ზომა, შეიძლება ჩაითვალოს უკიდურეს ზომად, რომელიც გამოწვეულია სხვა, სირიის მიღმა ფაქტორებით. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ევროპასა და აშშ-ის შორის პოლემიკით, რომელშიც უსაფრთხოებისა და სამხედრო ფაქტორს, საკმაოდ დიდი მაგრამ არასაჯარო ნაწილი უკავია. ასევე შესაძლოა განპირობებული იყოს სხვა რეგიონში ახალი კონფლიქტის დაწყების მაღალი რისკით, რომლებშიც ყველაზე დიდი ალბათობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და კორეის ნახევარკუნძული შეიძლება მოვისაზროთ.

ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც გამოქვეყნდება ამერიკელი სამხედროების ოფიციალური პოზიცია და გეგმები, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი

ss
05 აპრილი 2018 14:38
როდესაც გამოქვეყნდება ამერიკელი სამხედროების ოფიციალური პოზიცია და გეგმები, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით - აბა პრეზიდენტი ჩუჩელაა?