წინ დიდი ომისაკენ...
09-04-2018
წინ დიდი ომისაკენ...
ყოველდღიურად ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციას ვეცნობი, რომელშიც ანალიტიკური მასალები ჭარბობს და რა თქმა უნდა, შეიცავს იმ ყოველდღიურ სიახლეებსაც, რომელიც პლანეტის ამა თუ იმ წერტილში ხდება.

ჩენს ეპოქაში, ვითარება დედამიწაზე ძალზედ სწრაფად ცვალებადია, რომელიც განპირობებულია პირველ რიგში თანამედროვე ტექნოლოგიების ყოველდღიურობაში შემოტანითა და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გლობალიზებით, რომელსაც ასევე ხელს უწყობს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები.

ინფრმაცია იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ პრაქტიკულად დედამიწის ნებისმერ წერტილში მომხდარი, ნებისმიერი მოვლენა შეგვიძლია ვნახოთ პირდაპირ ეთერში, რამდენიმე რაკურსით და
მიმდინარე რეჟიმში გავეცნოთ მოვლენის შესახებ მის უაშუალო სიახლოვეს მყოფი ადამიანების მოსაზრებები. ეს მდგომარეობა ეხება ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს, იქნება ეს სამეცნიერო მიღწევები, კატასტროფები თუ სამხედრო-პოლიტიკური პროცესები. უშუალოდ მოვლენის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ კი ასევე მრავალმხრივი შეფასებები და ანალიტიკური მასალები შეგვიძლია ვიხილოთ, რომელიც სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის
ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ცხოვრების სულ უფრო დიდ ნაწილს იკავებს პოლიტიკური საკითხები, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვინია იმის ცოდნა თუ რა ლოგიკით ვითარდება აღნიშნული სფერო, როგორც საერთაშორისო მასშტაბში, ისე ლოკალურად (შიდა პოლიტიკა). პოლიტიკის ასევე განუყოფელი ნაწილი იყო და რჩება სამხედრო თემატიკა, რომელიც კვლავ ყველაზე ძლევამოსილი ინსტრუმენტია საერთაშორისო მასშტაბით პოლიტიკის წარმოებაში და ბუნებრივია, მის მიმართ ყურადღებაც ერთიორად გაზრდილია ნებისმიერ იმ ერში, რომელიც პოტენციურ ან მიმდინარე სამხედრო საფრთხეების წინაშე დგას.

არ ვიცი იყო თუ არა დრო, როდესაც შიდა პოლიტიკა, მნიშვნელოვანწილად მოკვეთილი იყო საერთაშორისო პოლიტიკას, მაგრამ ცხადია ის, რომ ბოლო ორი ასწლეულია საერთაშორისო პროცესები, მთავარი ფაქტორი გახდა შიდა პოლიტიკური პროცესების ფორმირების თვალსაზრისით, რომელიც თითქმის არასოდეს არის ჩვენში სათანადოდ აღქმული და შეფასებული.

ჩვენში ახლა ძალზედ პოპულარულია პაციფისიტური მიდგომები, აპოლიტიზმი და კონფორმიზმი, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს პროცესებზე, რომელიც ჩვენს უშაუალო სიხლოვეს, ანუ რეგიონის მასშტაბში და კიდევ უფრო შორს, საერთაშორისო მასშტაბში ხდება. ერთგვარად ილუზიაა ის რაც ჩვენში ზეადამიანურ ღირებულებებად არის ინტერპრეტირებული და ეს ილუზია მანამდეა კომფორტული, ვიდრე პროცესთა შედეგი ჩვენს ყოველდღიურობას სრულიად სხვაგვარ შედეგამდე არ მიიყვანს, რომელიც, როგორც წესი, რადიკალურად განსხვევებულია იმ წარმოდგენებისგან, რომელიც მშვიდობიანობის პერიოდში გვიყალიბდება (საილუსტრაციოდ 2008 წლის აგვისტო, ძალიან კარგი მაგალითია).

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, დედამიწაზე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ეს ცვლილება პირველ რიგში საერთაშორისო მასშტაბის საფრთხეებს უკავშირდება და სწორედ მათი ფაქტორით არის განპირობებული ის ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე ეტაპისა და მომდევნო წლების მოვლენათა განვითარებას განაპირობებს.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს არსებული საერთაშორისო ნორმების ძირითადი მცველი ე.წ. "კოლექტიური დასავლეთია", რომელიც საკუთარი საერთაშორისო ინსტიტუტების მეშვეობით ცდილობს შეინარჩუნოს ის წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ძალიან ხშირად საერთაშორისო წესრიგისთვის შექმნილი საფრთხე, რატომღაც აღიქმება მხოლოდ დასავლეთისთვის შექმნილ საფრთხედ, რაც ერთგვარი ილუზიაა და ნორმები, რომელიც საერთაშორისო მასშტაბში დასავლეთისთვის მუშაობს, იგივე წარმატებით იმუშავებს ყველა სხვა დანარჩენი წევრისთვის, რომელიც ამ წესებს ემორჩილება.

სწორედ ამ წესრიგის დარღვევის საფრთხეებია ის, რასაც "საერთაშორისო საფრთხეებში" გულისხმობენ და რომლისთვისაც ასე მონდომებით მოქმედებენ დასავლეთის მოწინააღმდეგე ძალები.

მიმდინარე საუკუნის პირველ დეკადაში, საერთაშორისო წესრიგისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ინტერპრეტირებული იყო ტეროროზმი, რომელიც რელიგიურ ფუნდამენტალიზმს ეფუძნება და რომელიც ასევე ასახული იყო გლობალური მოთამაშეების, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციებში.

ბრძოლა ტერორიზმთან პრაქტიკულად დასრულდა და თვალსაჩინო გახდა ახალი, უფრო მასშტაბური და ბევრად ორგანიზებული საფრთხეები, ვიდრე ტერორიზმია. ესენია, მოძლიერებული რუსეთი და ჩინეთი, რომელთაც სატელიტებად დაუდგნენ სხვადასხვა, შედარებით მცირე მასშტაბების მქონე სახელმწიფოები და რომლებიც ცდილობენ, კოლექტიური დასავლეთის ფრაქცირებას, ხოლო ამ გზით საკუთარი გავლენის ზრდას საერთაშორისო მასშტაბში. შესაბამისად შექმნილი ახალი მოცემულობა აიძულებს კოლექტიურ დასავლეთს მიიღოს კონკრეტული თავდაცვითი ზომები.

პირველი ისეთი პროცესი, რომელიც არსებული საერთაშორისო წესრიგის დაზიანებისკენ იყო მიმართული, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უნდა ჩაითვალოს. რუსეთის ამ ნაბიჯით ხაზი გადაესვა იმ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც უკრაინის წინაშე ჰქონდა აღებული, ამ უკანასკნელის მიერ სსრკ-ს დაშლის შედეგად დარჩენილი ბირთვულ შეიარაღებაზე უარის სანაცვლოდ და შესაბამისად, უაზრობა გახდა ყველა ის შეთანხმება, რომელიც რუსეთთან აქვთ დასავლეთის სხვა სახელმწიფოებსაც. ამავე კატეგორიიდან არის ბირთვული იარაღის შეთანხმებიდან ცალმხრივად რუსეთის გასვლა, რომელსაც მყისვე მოჰყვა ბირთვული საფრთხის მატება და ჩრდილოეთ კორეის გააქტიურება, ბირთვული იარაღის შექმნის თვალსაზრისით.

საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალი რისკის ზონები ამ მოცემულობით ძალზედ მასშტაბურია, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი, მასთან დაპირისპირებული ძალები, ტერორისტებთან შედარებით, გაცილებით მასშტაბურნი, ორგანიზებულნი და კარგად აღჭურვილნი არიან ყველა იმ ინსტრუმენტით, რომელიც საჭიროა დიდი ომის წარმოებისთვის. შესაბამისად, მომავალი გლობალური კონფლიქტის გეოგრაფია, ასევე მასშტაბურია და მოიცავს აღმოსავლეთსა და სამხრეთით - იაპონიიდან ინდოეთამდე ტერიტორიას, ავსტრალიისა და მიმდებარე კუნძული-სახელმწიფოების ჩათვლით. ხოლო დასავლეთსა და სამხრეთით - სკანდინავიიდან კასპიის ზღვამდე. ახლო აღმოსავლეთი, ერთგვარად საუკუნის დასაწყისის პრობლემების წინაშე დარჩება და ტერორისტული აქტივობა ამ რეგიონში იქნება ლოკალიზებული, რომელიც უკვე გადასულია და ალბათ კიდევ უფრო აქტუალური გახდება, აფრიკის კონტინენტზეც.

ზემოთ აღნიშნულ რადიკალურ ცვლილებაში სწორედ ეს ცვლილება იგულსხმებოდა, რომელიც ტერიროსტული საფრთხიდან, რუსეთ-ჩინეთის დესტრუქცივიზმის საფრთხეში ტრანსფორმირდა და გაცილებით საშიშია გლობალური თვალსაზრისით, ვიდრე ტერორიზმი და აი, რატომ...


ტერორიზმი, მორალური თვალსაზრისით, ყველა სახელმწიფოს მიერ მიჩნეული და დეკლარირებულად შეფასებულია, როგორც ბოროტება! ხოლო რუსეთისა და ჩინეთის რევიზიონისტული, დესტრუქციული პოლიტკა არ არის ასეთად შეფასებული და მრავალი ადამიანი აღიარებს მათ "უფლებას" ჰქონდეთ საკუთარი ხედვა და ინტერესები, საერთაშორისო პროცესების განვითარების თვალსაზრისით, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს სრულიად ლეგიტიმურია მაგრამ ვერაფრით ვერ ჯდება რაციონალურობის ფარგლებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ არავის დაუმტკიცებია გამყარებული არგუმენტებით, მათთვის და მათი სატელიტებისთვის, მოქმედი საერთაშორისო ნორმების უვარგისობა, თუკი ისინი საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს მოაცილებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს. აქვე ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან მომატებულია ძალის გამოყენების მუქარა და ეს მატება მხოლოდ განცხადებებში არ შეინიშინება. სახეზეა სამხედრო ესკალაცია აღმოსავლეთ ევროპისა და სხვა ზემოთ დასახელებულ რეგიონებში, რომელშიც რუსეთი ბოლო დროს სულ უფრო დიდ როლს თამაშობს.

ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება დედამიწაზე, საკუთარ თავში მოიცავს დიდი ომის პოტენციას რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გამალებული მილიტარიზმი, საკუთარ ერში - "ალყაში მყოფი ერის" განწყობების აქტიური გაღვივება, ირგვლივ ყველას მტრად გამოცხადება და სამხედრო წარმოების შედეგების ისეთი მასშტაბით რეკლამირება, რომელიც რუსეთში შეინიშნება, მხოლოდ შიდა პიოლიტიკური მიზნების გადასაწყვეტად არ ხორციელდება და მათ, როგორ წესი გაცილებით მეტი ეფექტი აქვთ, რომელიც მაშინვე გახდება თვალსაჩინო, როგორც კი ასეთი განწყობების მქონე ერის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არმიის გამოყენებას გადაწყვეტს.

არადა, რუსეთის მხრიდან არმიის გამოყენების მზაობა სულ უფრო თვალასაჩინოა და თუ დაუკვირდებით, რუსი დიპლომატების ლექსიკაც სულ უფრო აგრესიული ხდება, რაც საბოლოო ჯამში აისახება რეალურ პროცესებში - არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს მცირე ლოკალური კონფლიქტი თუ გლობალური, ფართომასშტაბიანი ომი. არსებულ ვითარებაში, ნებისმიერი მცირე სამხედრო ინციდენტი, შესაძლოა გახდეს გლობალური შეტაკების მაპროვოცირებელი.

დღეს არსებული ვითარება დაახლოებით ისეთივეა, როგორიც პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის რომ იყო ევროპაში. ყველამ იცოდა, რომ ჰიტლერის აღზევებით, ევროპა კატასტროფისკენ მიექანებოდა, თუმცა არავის უნდოდა წარმოედგინა ან შეეფასებინა ცხადად ის, რა შედეგიც დადგებოდა.

რატომღაც ასეთი უცნაური დამოკიდებულება გავქვს ომის თემატიკისადმი, გვგონია, რომ ჩვენ არასოდეს არ შეგვეხება და არც არასოდეს ვემზადებით წინასწარ. ანალოგიური განწყობები ჰქონდათ რიგით სირიელებს ომის დაწყებამდე და ეგონათ, რომ ეს ომი, სადღაც მათთვის უსაფრთხო დისტანციაზე შეჩერდებოდა (სირიელებთან პირადი კომუნიკაციის შედეგად მაქვს ის აღწერილობა, რომელიც მათ მიერ ომის უშუალოდ მათ სახლებში მოსვლის მომენტს აღწერს)! ასეთი მდგომარეობა კი დამახასიათებელია დღეს დედამიწაზე არსებული ადამიანების აბსულუტური უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით დასავლეთში.

რუსეთისა და ჩინეთის გლობალური ამბიციები იმდენად დაუკოებელი ხდება, რომ არანაირი ყურადღება აღარ ექცევა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანიზმს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ არ არსებობს ლიდერი დედამიწაზე, რომელიც შესძლებდა რუსული და ჩინური რევიზიონიზმის წინააღმდეგ ქმედითი ზომების გატარებას, რომელიც გამორიცხავდა კოლექტიური "დასავლეთის" დაშლას, რადგან ვიდრე დასავლეთი ერთიან ძალად, მხარედ, ფენომენად მოიაზრება, ძალზედ რთულია მასთან ბრძოლა და ეს კარგად ესმით მოსკოვსა და პეკინში. თუმცა, მათი მხრიდან ძალისა და ბირთვული მუქარის გარდა, ვერ იქნა მოძიებული ქმედითი არგუმენტი, არსებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ. იმაზე, რომ დასავლეთის სრული მარგინალიზება, მისი მისამართით აგრესიის გასაღვივებლად ხდება, ისიც მიანიშებს თუ რამდენ ცრუ ინფორმაციას იყენებს, მაგალითად რუსული პროპაგანდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ საერთაშორისო პოლემიკაში, რომელიც სულ რამდნეიმე წლის წინ მთავრ ქვაკუთხედად ადმიანის უფლებებს იყენებდა, შემოვიდა სუვერენიტიტეტისა და მეზობელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ცნებები, რომლებიც თავის თავში გულისხმობს ერთი სახემწიფოს მხრიდან მეორეზე თავდასხმას. ასეთი ფლანგებზე თავდასხმები კი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან მივა ინიცდენტამდე, რომლის განვითარების პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ბოლო დროს აქტუალური გახდა ცივი ომის თემატიკაც, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს, თითქოს სამუდამოდ მივაბარეთ ისტორიას და მისი განმეორების ალბათობა თითქმის არ არსებობდა. მომდევნო პერიოდი, დასავლეთის მოკაშირე ძალებიდან, ზოგისთვის ცივი ომის მდგომრეობა იქნება შენარჩუნებული, ზოგისთვის კი ცივი ომი, ცხელ ფაზაში გადავა, რომლშიც მთავარი გასარკვევი საკითხი ის იქნება - აგრესორი გარე ძალაა თუ შიდა, რომელიც თავს ჩაგრულად განიხილავს!

ფაქტია ის არის, რომ დღეს არსებული ყველა მოცემულობა მიგვითითებს მასშტაბური ომის რისკზე, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება იქნეს თავიდან აცილებული, თუკი ძლევამოსილი ქვეყნები შესძლებენ საპასუხო რეაგირებას იმ მცირე მასშტაბის პროვოკაციებზე, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ხორციელდება. ეკონომიკური სანქციები, ეს მომავალი ომის პირველი აქტია, რომელიც განვითარებას აუცილებლად ჰპოვებს და ეს განვითარება არ იქნება სახარბიელო არავისთვის, თუნდაც დავუშვათ, რომ რუსეთი და ჩინეთი იმ ფორმით, რომლითაც დღეს არსებობენ, უბრალოდ აღარ იქნებიან. დღევანდელი მათი პოლიტიკა შედეგებს მაინც მოიტანს და ეს შედეგები არ იქნება მშვიდობიანი...

მაშ ასე, გვჯეროდეს რომ ომი ჩვენთან არ მოვა და მივანდოთ სხვებს ომისთვის მზადება...!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ლადო ჩალათაშვილის ბლოგი
temo
12 აპრილი 2018 10:48
გიორგი-ს რა დოის ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ არ იცოდეს რატომ მიმდინარეობს ომი სირიაში, რა შუაშია ნატო?
მედეა
11 აპრილი 2018 15:49
ნატო სად იყო, როცა რუსეთმა სამეფო გაგვიუქმა და ორ გუბერნიად ჩამოგვაყალიბა? ჩვენს ძახილზე არ არის რუსის ქმედება, არამედ სამხედრო ბაზების ადგილმდებარეობაა მთავარი და გინდ შენიჭირიმე უძახე, გინდ აქე და ადიდე, იმ ბაზებს არ მოგაშორებს, რითაც აკონტროლებს ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას . კარგი იყო სალომე ზურაბიშვილმა რომ გააყვანინა ახალქალაქიდან და ბათუმიდან ჯარები, მაგრამ ბოკერია-სააკაშვილ-უგულავას წყალობით არანაკლებ მნიშვნელოვანი წერტილები დაიკავა. მთავარია, საომარ ლელოდ არ ვიქცეთ , ფრთხილად დ ა ჭკუით უნდა პოლიტიკის გატარება ამ ურთულეს პერიოდში. ღმერთი შეგვეწიოს.
Tekla
10 აპრილი 2018 18:55
ასეთი ანალიტიკური სტატიები გვჭირდება, მედიაშიც აქტიურად უნდა გაშუქდეს საერთაშორისო უსაფრთხოების თემები და საფრთხეების წყაროები.
ჩემი დიდ სურვილი იქნებოდა ერთი მაინც კარგი სტატია მეხუთე კოლონის შესახებ ჩვენს ქვეყანაში და არსებული კანონმდებლობა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.