ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პროგრამა შეაჩერა - რა ცვლილებებია მოსალოდნელი კორეის ნახევარკუნძულზე? - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პროგრამა შეაჩერა - რა ცვლილებებია მოსალოდნელი კორეის ნახევარკუნძულზე?

მსოფლიო, ტრამპის აზიური გარღვევის მოლოდინშია და ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება იმას, თუ რა სახის ინფორმაცია ვრცელდება კორეის საკითხთან დაკავშირებით.

ასეთი მოლოდინის ფონზე, სენსაციური განცხადება გავრცელდა ჩრდილოეთ კორეიდან, რომლის თანახმად, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული და სარაკეტო გამოცდების შეჩერების შესახებ განაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნამ მიაღწია შედეგს, რომელიც ითვალისწინებდა ბირთვული ქობინებისა და ტრანსკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტების შექმნას. ეს მიზანი მიღწეულია და შესაბამისად, გამოცდების გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.

ასეთი შინაარსის განცხადებას ჩრდილო კორეული მედია კიმ ჩენ ინს მიაწერს, რომელიც მან პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, გასული კვირის პარასკევს. აქვე ნათქვამია, რომ ბირთვული გამოცდებისთვის განკუთვნილი პოლიგონიც იხურება, რადგან მის არსებობას აზრი ეკარგება!   წყარო

რა თქმა უნდა, აღნიშნული განცხადების პათოსი გულისხმობს კიმის გამარჯვებას და ეს ბუნებრივიც არის, რადგან იმ ფორმაციის ქვეყანა, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, არაფრის დიდებით არ იზავდა იმას, რომ საკუთარი ტექნოლოგიური შეუმდგარობა ეღიარებინა და რეალური მიზეზები განემარტა საკუთარი მოსახლეობისთვის.

პრინციპში, ასეთ რამეს არც ერთი ქვეყანა არ გააკეთებს და ყოველთვის შეეცდება უკან დახევა გამარჯვებად შერაცხოს.

კიმისთვის, ეს განსაკუთრებით ადვილია, რადგან ქვეყნის ინფორმაციული სივრცე დახშულია და რიგითი მოქალაქეები ვერ გაიგებენ იმას, თუ რა მოლოდინებია მსოფლიოში და რა პროცესები ვითარდება მათი ქვეყნის ირგვლივ.

უტყუარად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ასეთი განცხდების მიზეზი აშშ-ის მხრიდან გამოჩენილი მყარი პოზიცია გახდა, რომელიც არაფერს მოერიდებოდა ჩრდილოეთ კორეული საფრთხის გასანეიტრალებლად და ამ ნაწილში არც ჩინეთს ექნებოდა მოტივაცია, საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა, კიმის ამბიციების გამო გაეწირა. შესაბამისად, კიმი წავიდა მოლაპარაკებებზე და აღნიშნული განცხადებაც ამ მოლაპარაკებების პროცესის შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და შეიძლება ითქვას, რომ კიმ ჩენ ინის მხრიდან, ბოლო წლების განმავლობაში, ერთადერთი რაციონალურ გადაწყვეტილებაა, რომელსაც შეუძლია ვითარება რადიკალურად შეცვალოს და კორეის ნახევრკუნძულზე ვითარება მნიშვნელოვნად განმუხტოს.

რა თქმა უნდა, არაფრისდიდებით არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ეს კიმის ერთგვარი მანევრია, რომელიც დროის მოგებასა და რესურსების მობილიზებას ცდილობს მომავალში, ბირთვული პროგრამის ახალი ძალით განახლებისთვის.

იმედია ეს რისკი გათვალისწინებულია აშშ-ში, იაპონიისა და სამხრეთ კორეიაში შემუშავებულ სტრატეგიაში.

ერთია ის, თუ რა შედეგებით დასრულდება ეს პროცესი და მეორე ის, თუ რა გაგრძელება მოჰყვება ამ პროცესს ლოკალურად კორეის ნახევრკუნძულზე. დიდი ალბათობით, პირველ რიგში აღდგება ომის შედეგად გაყოფილი ოჯახების შეხვედრები, დემილიტარიზებულ ზონაში. ასევე გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობაც დაიწყება ორ კორეას შორის. მას შემდეგ, რაც ბირთვული პროგრამის შეჩერება დადასტურდება გაეროს ექსპერტების მიერ, მოიხსნება სანქციების გარკვეული ნაწილი, რომელიც გარკვეულ შვებას მისცემს ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკას. ამასთანავე, მსოფლიოს საერთაშორისო პრობლემიტიკიდან ერთი საკითხი ამოვარდება და გადავა დაბალი ინტენსივობით განხილვად საკითხთა სიბრტყეში, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროცესების დიპლომატიურ სიბრტყეში გადასატანად.

სხვა უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება, ჩემის აზრით. არ მოხდება და უნდა ველოდოთ რომ ეს საკითხი რამდენიმე წლით დავიწყებას მიეცემა.

სხვა მხრივ პროცესი, რომელიც ვიხილეთ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნიშნადობლივი იყო თავისი შინაარსითა და შედეგით, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დედამიწაზე კვლავ ძალის ფაქტორია მნიშვნელოვანი და უხეში (სამხედრო) ძალის გარეშე, ვერნაიარი დიპლმატიური პროცესი ვერ იქნება წარმატებული, თუკი მის უკან მოქმედებისთვის მზად მყოფი "ძალის ფაქტორი" არ დგას.

კორეის კონტექსტში, ჯერ კიდევ წინ არის ორი მთავარი ეპიზოდი, ესენია: პირველი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა მიმდინარე თვის 27 რიცხვში, რომელმაც, არსებული მოლოდინით, უნდა დაასრულოს მრავლწლიანი ომი, კორეის ნახევარკუნძულზე და მეორე, ეს არის კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხევდრა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილი ბლოგი