ომით მანიპულირება სომხეთში - კვირის პალიტრა

ომით მანიპულირება სომხეთში

ე.წ. ყარაბაღის თავდაცვამ ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელზეც აზერბაიჯანული არმიის მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ფრონტზე შესვლაა ასახული. სომხეთში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ხელისუფლების და მისი მოკავშირე ძალების პროვოკაციაა.

მას შემდეგ, რაც სომხეთში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, სულ იყო მოლოდინი, რომ ყარაბაღის ომის თემატიკით მანიპულაციებიც დაიწყებოდა. ამაზე ვწერდი მეც ჩემს სტატიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე ბმული.

ზოგადად, სომხეთში არაერთხელ მომხდარა ამ საკითხით მანიპულირება კრიტიკულ მომენტში და როგორც ჩანს, კრემლსა და მის ადგილობრივ ვასალს, კარგად აქვთ აპრობირებული ეს მეთოდი.

გუშინ, სომხეთის დედაქალაქში ძალიან აქტიური პოლიტიკური დღე იყო. გაიმართა შეხვედრა ქვეყნის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანსა და ნიკოლ პაშინიანს შორის, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. ჟურნალისტების თანდასწრებით, საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდათ შეხვედრის მონაწილეებს და ზოგიერთის შეფასებით, სარგსიანის მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებაც კი გაისმა, როდესაც მან ოპონენტს, 2008 წლის 1-ლი მარტი შეახსენა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს ოპონენტს, 1-ლი მარტის მოვლენებიდან არაფერი უსწავლია ბმული

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 19 თებერვალს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისა და დარღვევებით ჩატარების გამო, ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეებმა მასობრივი აქციები გამართეს, რაც 1-ლ მარტს ძალოვანებთან შეტაკებაში გადაიზარდა. შეტაკებას მოჰყვა მსხვერპლი. დაიღუპა რვა დემონსტრანტი და ერთი სამხედრო მოსამსაუხრე, 33 კი მძიმედ დაშავდა. სწორედ ეს არჩევნები იყო, რომლითაც სერჟ სარგსიანი ხელისუფლებაში მოვიდა Wiki-link.

შეხვედრიდან რამდენიმე საათში, საპროტესტო აქციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი ძალოვანებმა დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო გამოსვლების ლიდერები დააკავეს, აქციები არ წყდება მთელი სომხეთის მასშტაბით. გამოსვლებია თითქმის ყველა ქალაქში, პარალიზებულია სასწავლო პროცესი უმაღლესი სასწავლებლების ძალიან დიდი ნაწილში, რომელთა სტუდენტებიც მიტინგებს მართავენ და ახდენენ ქუჩების ბლოკირებას წყარო. ასევე მრავლად არიან მობილიზებულნი, თითქმის ყველა ქალაქში შეიარაღებული ძალოვანები, რომელთა მხრიდანაც ყოველდღე კეთდება განცხადება, რომ გამოიყენებენ ძალას. ღამის საათებში, ძალოვანთა მხრიდან რომ არ იყოს პროვოკაციები, აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ შეკრებილ მოქალაქეებს, დაიშალონ და ყოველ დილით განაახლონ საპროტესტო გამოსვლები. ეს ტაქტიკა უკვე რამდენიმე დღეა გამოიყენება და საოცარია ის, რომ ყოველ დილით, ერევანსა თუ სხვა ქალაქებში, ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი იკრიბება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მომიტინგეთა განწყობა ძალზედ სერიოზულია და უკან დახევას არ აპირებენ.

საინტერესოა ის, რომ ჯერ კიდევ არ გაუკეთებია განცხადება რუსეთს, მოკავშირე სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, რომ აღინიშნა ადგილობრივ მედიაშიც წყარო.

დღის მიწურულს, ე.წ. ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვითარება დაიძაბა ყარაბაღის ფრონტზე და დასტურად ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელშიც მათი განცხადებით ასახულია აზერბაიჯანის არმიის მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, ფრონტის წინა ხაზთან ბმული

ეჭვი არ არის რომ ასეთ დროს, ამ კადრების გავრცელება, მიზნად ისახავს საგარეო საფრთხით, შიდა საპროტესტო განწყობების განეიტრალებას. აღნიშნული კადრების გავრცელებისთანავე, სწორედ ასეთი შეფასება მოჰყვა ადგილობრივ მედიაში ე.წ. ყარაბაღის თვადცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხაცდებასა და კადრებს ბმული.

შესაძლოა ბევრმა ჩათვალოს, რომ მართლაც და შესაძლოა აზერბაიჯანს გასჩენოდა ცდუნება, ესარგებლა არეულობით მოწინააღმდეგე ქვეყნაში და გააქტიურებულიყო ფრონტზე, თუმცა თუ კარგად დაუკვირდებით, არა ახლა და ამ მოცემულობაში. არცერთი ლოგიკურად მოაზროვნე სამხედრო სტრატეგი არ დაუშვებს, ასეთი მაშტაბური გამოსვლებისას ვითარების ესკალაციას ფრონტზე და თუკი ასეთი გეგმის განხორციელება ჩაფიქრებული აქვს, აუცილებლად დაელოდება პროცესის დასრულებას. რადგან, თუკი მოხდება ხელისუფლების ცვლილება ამ მომენტით ისარგებლოს, ვიდრე ახალი ადმინისტრაცია იქნება ფორმირებული და შესძლებენ ხელისუფლების გადაბარებას. ხოლო თუ მოხდება საპროტესტო აქციის დაშლა ძალოვანი მეთოდებით, მაშინ გააქტიურდეს რომ გამოიყენოს ის განწყობები, რომელმაც ჯერ საპროტესტო ტალღა წარმოშვა და შემდეგ, საპროტესტო აქციის ძალოვანი დაშლით, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედი, ჯერ არ "გაციებული" უარყოფითი დამოკიდებულება. რაც ძალიან მოკლე დროით, მაგრამ მაინც იძლევა შესაძლებლობას განახორციელოს ეფექტური თავდასხმა მოწინააღმდეგეზე.

აზერბაიჯანელების პროვოცირება, ძალიან მარტივი იქნებოდა სომხების მხრიდან და ასეთ ვითარებაში როდესაც არსებობდა მოლოდინი, რომ სარგსიანის ხელისუფლებასა და მათ სტრატეგიულ მოკავშირე მოსკოვს, საპროტესტო მუხტის დასაგდებად გამოეყენებინათ ესკალაცია ფრონტზე, ბუნებრივია, ბაქო ზომებს მიიღებდა და გააძლიერებდა საკუთარ პოზიციებს ფრონტის წინა ხაზებზე.

ფაქტია ის, რომ სარგსიანსა და მის მხადამჭერებს ეს პროვოკაცია "გაუშიფრეს" და კიდევ ერთი არგუმენტი შესძინა მოწინააღმდეგე ძალას, ანუ ოპოზიციას იმის სადემონსტრაციოდ თუ როგორ არ ადარდებთ ადამიანთა სიცოცხლე მათ, როდესაც საქმე ძალაუფლების დაკარგვას ეხება!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი