შეცვლილი, შეცვლილი, შეცვლილი მსოფლიო! - კვირის პალიტრა

შეცვლილი, შეცვლილი, შეცვლილი მსოფლიო!

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად შეიცვლა საერთაშორისო ვითარება. დასავლეთი პოლიტიკურ კონტრშეტევაზე გადავიდა. რუსეთი უცნაურად დადუმდა. მთავარი თემა ირანია.

აპრილის მეორე ნახევარი მეტად აქტიური გამოდგა საერთაშორისო პროცესების განვითარების თვალსაზრისით და ბევრი ისეთი მოულოდნელი ცვლილება მოხდა, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა.

ეს ცვლილებები მას შედეგ დაიწყო, რაც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა, სირიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამ იერიშის საფუძველი, ყველას კაგრად გახსოვთ, რომ იყო ასადის არმიის მიერ ქალაქ დუმაში, ქიმიური იარაღის გამოყენება.

სარაკეტო იერშს, ძალიან მალევე მოჰყვა, რუსეთის მხრიდან ანტიამერიკული რიტორიკის შერბილება, რომელიც ლამის ოფიციალურ დონეზე გამოცხადდა. ასევე მალე მოჰყვა ინფორმაციის გავრცელება, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდებოდა და ბოლოს, ყველაზე უფრო საგულისხმო გახდა ევროპელი ლიდერების ვიზიტები ამერიკაში და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეცვლილი პოზიცია, რომელიც ირანის ბირთვულ შეთანხმებას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შეეხებოდა.

ცალსახად ფაქტია ის, რომ მსოფლიოში, წარმატებული პოლიტიკური პროცესები კვლავ ძალის ფაქტორს არის დაქვემდებარებული და ეს მოცემულობა, მიუხედავად მრავლმხრივი და ტოტალური პაციფიზმის ქადაგებისა, ჯერ კიდევ არ შეცვლილა. ფაქტია ის, რომ დესტრუქციულმა ძალებმა, როგორებიც არიან რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა, საკუთარი აგრესიული რიტორიკა მას შემდეგ შეცვალეს, რაც ნათლად დაინახეს, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადალახვას აუცილებლად მოჰყვება ძალის გამოყენება დასავლელი მოკავშირეების მხრიდან და რომ მათთვის, მოქმედების პრინციპი არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ამბიციები აქვს მოსკოვს, ფხენიანსა თუ თეირანს!

თავდაპირველი აღნიშვნის ღირსია, კორეის ნახევრკუნძულზე მიმდინარე პროცესები, რომელსაც თავისი შინაარსიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ისტორიული შეიძლება ეწოდის. ჩვენ მომსწრენი გავხდით კორეის ომის ოფიციალური დასრულების, რომელსაც მოჰყვა პრაქტიკული ნაბიჯები და ორივე მხარის პოლიტიკოსების განცხადებებში აქტუალური გახდა გაერთიანების თემატიკა. პირველი პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა, გარდა ომის დასრულებაზე ხელის მოწერისა, გახდა ის, რომ გამყოფ ხაზთან დამონტაჟებული ჩამხშობი და ხმის გამაძლიერებელი აპარატურის დემონტაჟი განხორციელდა წყარო.

კორეის ლიდერების შეხვედრის პარალელურად, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ამ ვიზიტის მნიშვნელობა განაპირობა იმ დემონსტრაციულად პოზიტიურმა დამოკიდებულებამ ბმული, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს შორის შეინიშნებოდა. ეს დამოკიდებულება ბუნებრივად იქნა აღქმული, რადგან სირიაზე სარაკეტო იერიშში, საფრანგეთიც იღებდა მონაწილეობას. ეს ნაბიჯი ერთგვარად გახდა მინიშნება, რომ აშშ-ისთვის ევროპაში მოკავშირეობის პრიორიტეტი საფრანგეთს ენიჭებოდა და დამსახურებულადაც, რადგან გასათვალისწინებელი იყო ის მუქარა, რომელსაც სირიაზე თავდასხმის წინა დღეებში, მოსკოვი და თეირანი ავრცელებდნენ. სწორედ ამ კონტექსტში იქნა აღქნული მაკრონის ვიზიტის თითქმის მეორე დღესვე, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი, რომლის შემდეგაც მერკელის პოზიცია, ირანის ბირთვული შეთანხმებისა და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის დესტრუქციული როლის შესახებ, რადიკალურად შეიცვალა.

ანგელა მერკელმა ვაშინგტონშივე განაცხადა, რომ საჭიროა ირანის გავლენის შეზღუდვა რეგიონში და რომ მისი გავლენის ზრდა პირდაპირ საფრთხეს უქმნის გერმანიის უსაფრთხოებას. ამავე ვიზიტისას, ანგელა მერკელმა პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა დასავლეთის ერთსულოვნება რუსეთთან მიმართებაში წყარო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისრაელის პრემირ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს პრესკონფენეციიდან ბმული, დიდი ალბათობით, მერკელს, აშშ-ში ვიზიტისას აჩვენეს ის მტკიცებულებები, ირანის მიერ ბირთვული ირაღის წარმოების შესახებ, რომელიც ისრაელის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს და რომელიც ადასტურებდა იმას, რომ ირანი მართლაც მუშაობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე. შესაბამისად, მერკელის პოზიციის ცვლილება სწორედ ამ მტკიცებულებების არსებობას უნდა მივაწეროთ.

ბუნებრივია, ამ ვიზიტისას მერკელსა და ტრამპს შორის საუბარი შეეხო ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიც არის სავაჭრო ურთიერთობები და NATO-ს დაფინანსებას. შედეგად მოხდა ის, რომ გერმანული წარმოების ლითიონის და სხვა სახის ნაწარმზე, მოსაკრებელის გაზრდის საკითხი ერთი თვით გადაიდო, რამაც ნაწილობრივ განმუხტა ის დაძაბულობა, რომელიც გერმანისა და აშშ-ის შორის აქამდე არსებობდა.

ზემოთ მოცემული ვიზიტების პარალელურად ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) ყოფილი დირექტორი მაიკ პომპეო დაინიშნა სახელმწიფო მდივნად და დანიშვნიდან მეორე დღესვე, ახლო აღმოსავლურ ტურნეში გაემგზავრა, რამაც ცხადი გახდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ის, რომ ამ რეგიონში აშშ-ი აძლიერებს საკუთარ პოზიციებს. მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ, უცნაურად შეიცვალა თურქეთის პოზიციაც. ვიზიტიდან მეორე დღეს, ცნობილი გახდა, რომ თურქული და ამერიკული არმიები ერთობლივ მოქმედებებს გეგმავენ სირიაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხდებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ ანკარა განიხილავს ამერიკული ჰაერთავდაცივთი სისტემა "Patriot"-ის შეძენის საკითხს წყარო, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას. რომ რუსული C-400-ების ყიდვა, როგორც მინიმუმ, დიდი კითხვის ნიშანის ქვეშ არის და ამას აქვს ძალზედ პრაქტიკული მიზეზი. რუსულმა ნაქებმა სისტემებმა (იგულისხმება C-300 და C-400), ვერცერთ შემთხვევაში ვერ შესძლეს მოსკოვის მოკავშირე ასადის არმიის ბაზებისა და პოზიციების, ასევე ირანისა და შიიტური მილიციის ბაზებისა თუ იარაღის საწყობების დაცვა, ვერც ამერიკული რაკეტებისგან და ვერც ებრაული ავიაციისგან. შესაბამისად, ასეთი სისტემების შეძენას არავითარი აზრი არ აქვს და მხოლოდ პოლიტიკურ ჟესტს შეიძლება ნიშნავდეს, რომელიც ამ მოცემულობაში არაფერს აძლევს ანკარას. ის რაც მას უნდოდა, ისედაც მიიღო რუსეთისგან - ეს არის აფრინის ოპერაციისადმი ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება და რუსულ ბაზარზე, თურქული პომიდორის დაშვება წყარო.

შემდეგ მოხდა ის, რომ ირანზე მასშტაბური პოლიტიკური შეტევა დაიწყო, როგორც რეგიონის "ანტიირანულმა" ქვეყნებმა, ისრაელმა და საუდი არაბეთმა, ისე მთელმა დასავლეთმა.

ზემოთ უკვე ნახსენები ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს სკანდალურ პრესკონფერენციას წინ უძღოდა მასშტაბური სარაკეტო დარტყმა, სირიის ტერიტორიაზე არსებულ ბაზებზე, რომლებსაც ირანელები იყენებენ და რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებული იქნა ირანული რაკეტების უზარმაზარი არსენალი (ზოგიერთი ცნობით 200-მდე რაკეტა).

30 აპრილს, სამმხრივი სატელეფონი მოლაპარაკებები გაიმართა საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ირანთან დადებული შეთანხმების გაფართოება და მასში, ბალისტიკური რაკეტების საკითხის შეტანა ბმული. რაც იმას ნიშნავს, რომ ებრაული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რეალურია და ამასთანავე რეალურია ისიც, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას და ამასთანავე მოათავსოს რაკეტაში, რომელიც მისწვდება ევროპას ან დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოებს რეგიონში.

ამ ყველაფრის ფონზე, რუსეთის თემატიკა და აქტივობა სადღაც მიიკარგა და უცნაურად მიჩუმდა პროპაგანდა, რომელიც წინა პერიოდში ძალზედ აქტიური იყო. რა თქმა უნდა, ეს კავშირში უნდა იყოს ირანის მამხილებელ მტკიცებულებებთან ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ, რომელსაც 2 მაისს დაერთო, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში, ირანული კვალის არსებობის შესახებ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ტერაქტზე პასუხისმგებლობა, ასევე ეკისრება ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსსა და ცენტრალურ ბანკს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანმა ექვსი მილიარდი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს, ტერაქტისას დაღუპულთა ოჯახებს ბმული. სასამართლოზე წარდგენილი ბრალდების მიხედვით ირკვევა, რომ ირანს გარკვეული მხარდაჭერა აღმოუჩენია თვითმფრინავების გამტაცებლებისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილ პროცესებს თუ ზოგადი საერთაშორისო კონტექსტიდან შევხედავთ, ადვილად შესამჩნევია ის ცვლილება, რომელიც საერთაშორისო მასშტაბში შეინიშნება და რომელიც დასავლეთის ერთგვარ პოლიტიკურ კონტრშეტევაზე გადასვლის წარმოდგენას ქმნის, რომელსაც დესტრუქციული ძალების გონზე მოყვანის მიზანი აქვს დასახული და ამ მიზანის მისაღწევად, არაფერზე დაიხევს უკან.

ფაქტია ის, რომ ჩრდილოეთ კორეის კრიზისისას ძალის ფაქტორმა ეფექტურად იმუშავა, ასევე ფაქტია ისიც, რომ იგივე ფაქტორმა მოსკოვზეც ეფექტურად იმუშავა და კვლავ მუშაობს, დარჩენილია ირანი, რომელიც ერთგვარად კულისებში მოქმედებას არჩევდა და ბოლო დღეების განმავლობაში, მისი ავანსცენაზე გამოყვანა მოხერხდა, რომლის გამო, აიათოლების რეჟიმს მძიმე პერიოდი დაუდგებათ, რადგან უამრავ ბრალდებაზე მოუწევთ პასუხის გაცემა და ამასთანავე, როგორც მინიმუმ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთი, რომელმაც ალბათ, დასავლეთის კონტრშეტევის პირობებში გვერდით გაწევა იმ მარტივი მიზეზის გამო ამჯობინა, რომ არ უნდა ასოცირდებოდეს მთელ რიგ ნეგატიურ პროცესებთან, რომელშიც მისი მოკავშირეები არიან გახვეული...

ეს არის მოცემულობა, რომლის განვითარების პროგნოზირება არის ძალიან რთული. თუმცა ერთი რამ შეგვიძლია ცალსახად ვთქვთ - უახლოესი პერიოდის აქტუალური მიმართულება გახდება ირანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სირიასა და იემენში, სადაც სასტიკი ომები მიმდინარეობს. დიდი ალბათობით ამ პროცესის შედეგი იქნება ის, რომ ირანი შეამცირებს თავის გავლენას აღნიშნულ კონფლიქტებში, რაც დააჩქარებს ასადის რეჟიმის დამხობასა და რეგიონიდან რუსეთის გასვლას!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი