დემონსტრაციები რუსეთში - დაკავება საქართველოს დროშის გამო! - კვირის პალიტრა

დემონსტრაციები რუსეთში - დაკავება საქართველოს დროშის გამო!

5 მაისს რუსეთში გამართულ აქციებზე ქვეყნის მასშტაბით 1600 ადამიანი დააკავეს. 1 მაისის აქციაზე კი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისთვის, ერთ პირს 27 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში, ანტიპუტინისტური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელსაც ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ედგა სათავეში. საპროტესტო აქციას, ერთი მთავარი სლოგანი - "Он нам не царь" ("ის( პუტინი) ჩვენი მეფე არ არის") ჰქონდა. ასეთი სლოგანი არ არის უბრალოდ პათეთიკა და როგორც ირკვევა, მას სრულიად რეალური საფუძველი ჰქონია. რუსი პოლიტოლოგის, ალექსანდრე მოროზოვის თქმით, ვლადიმერ პუტინს უახლოესი გარემოცვა ერთმანეთს შორის პირად საუბრებში, სწორეს ასე მოიხსენიებს მას - "царь" და როგორც ჩანს, სწორედ ეს მოცემულობა იქნა გამოყენებული საფუძვლად, როდესაც საპროტესტო გამოსვლის სლოგანს იგონებდნენ წყარო.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ საპროტესტო აქციებს დაკავებებისა და ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა რუსულ ოპოზიციურ მედიაში აღნიშნავენ, რომ ამ აქციებისას ძალოვნები წინა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, გაცილებით აგრესიულები იყვნენ. დღის ბოლოს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სულ რუსეთის ტერიტორიაზე 1600 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორისაც 15 წლის სკოლის მოსწავლეც აღმოჩნდა. ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვსა და სანქკ-პეტერბურგშია, ასევე პეტერბურგში მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის, დაშავებულების შესახებ არაფერია ცნობილი წყარო.

საპროტესტო აქციები, პუტინის ინაუგურაციას უკავშირდება, რომელიც 7 მაისს არის დაგეგმილი. ოპოზიცია მისი მეხუთე ვადით არჩევას აპროტესტებს. 5 მაისის საპროტესტო გამოსვლები იმითიც არის საინტერესო, რომ მასში მიიღეს მონაწილეობა როგორც კონკრეტულად ნავალნის მომხრეებმა, ისე ადამიანებმა, რომლებიც მისი მხარდამჭერები არ არიან, მაგრამ, მათი განცხადებით, ისინი მოითხოვენ ცვლილებებს ქვეყანაში, რომელსაც წლებია ელიან, მაგრამ არაფერი იცვლება წყარო.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია რომ ეს ერთი დემონსტრაცია რუსეთში რამეს შეცვლის თუმცა, მასში მონაწილე ადამიანების განწყობებს თუ მივიღებთ მხედველობაში და იმასაც გავითვალისწინებთ. რომ ამავე დემოსტრანტებში სომხეთის მაგალითებმაც გაიჟღერეს, ჩნდება მოლოდინი, რომ პუტინმა მეხუთე საპრეზიდენტო ვადა შესაძლოა ბოლომდე ვერც მიიყვანოს და მანამდე ჩამოშორდეს ან ჩამოაშორონ ხელისუფლებას.

5 მაისის აქციებს წინ უძღოდა საპირველმაისო გამოსვლები პეტერბურგში, რომლის დროსაც ერთი ძალზედ საინტერესო ფაქტი მოხდა და ეს ფაქტი საინტერესოა კონკრეტულად საქართველოს კონტექსტში.

პირველი მაისის აქციისას, რომელიც ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, მონაწილეობა მიიღეს პარტია "სოლიდარნოსტის" აქტივისტებმა. მათ თან ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის დროშები, მათ შორის: საქართველოს, ევროკავშირის, ისრაელის, ბრიტანეთის, უკრაინის და ა.შ. აღნიშნული ქვეყნების დროშებით მსვლელობისთვის, პეტერბურგის პოლიციამ პარტიის აქტივისტები დააკავა, რომელთაგან ზოგს ფულადი ჯარიმა დააკისრა, ზოგს კი რამდენიმე დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგალითად, კონკრეტულად საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოძრავ აქტივისტს, მაქსიმ რაზმეტოვს სასმართლომ 27-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა წყარო, ხოლო მეორე აქტივისტი ვადიმ ჩარუშევი, "უცხო ქვეყნის დროშით" შეთანხმებულ მსვლელობაში მონაწილეობისთვის, სასამართლომ 11 000 რუბლით დააჯარიმა!

ეს ფაქტი, როგორც მინიმუმ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საქართველოში, რადგან წლებია, ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში პრობლემაა, როგროც რუსულდროშიანი, ისე ე.წ. "გეორგიევსკის ლენტებით" მორთული, რუსეთის სანომრენიშნიანი ავტომობილებით მოძრავი ტურუსტები, რომელნიც არაერთხელ გამხდარან ინციდენტის მიზეზი. სულ ბოლოს კი საქართველოს პოლიციამ, ოსი სეპარატისტების დროშით მოძრავი ავტომობილის მძღოლი დაიცვა, მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრებისგან, რომლებიც ყოველგვარი აგრესიის გარეშე, სთხოვნდნენ რუსული სანომრე ნიშნიანი სატვირთო ავტომობილის მძღოლს, მოეხსნა სეპარატისტების დროშა.

რუსული პროპაგანდისთვის გამოყენებული სიმბოლიკა საკანონმდებლო დონეზე უკვე აკრძალა უკრაინამ. ამის დასტურია მიმდინარე წლის 4 მაისს, უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კიევის "ბიროსპოლის" აეროპორტში, ბელორუსიდან ჩასული ორი ახალგაზარდა არ შეუშვეს ქვეყანაში და პირველივე რეისით უკან, მინსკში გააბრუნეს წყარო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშული ახალგაზრდები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებსაც ბარგზე ე.წ. "გეორგიევსკის ლენტები" ეკეთათ. მესაზღვრთა მოთხოვნაზე, რომ მოეხსნათ ლენტები, მათ უარი განაცხადეს, რაც გახდა მათი ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი!

მინიმუმ უცნაურია, რომ ჩვენთან, სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ რეაქცია ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკის დემონსტრირებაზე, მაშინ, როდესაც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენებაზე საკუთარ მოქალაქეებს აპატიმრებს!?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ლადო ჩალათაშვილის ბლოგი