როგორ აპირებს აშშ და ევროპა ენერგო პოლიტიკის შეცვლას და რუსეთის გავლენის შემცირებას?!
02-08-2018
როგორ აპირებს აშშ და ევროპა ენერგო პოლიტიკის შეცვლას და რუსეთის გავლენის შემცირებას?!
ევროპა ენერგო-პოლიტიკას ცვლის და რუსეთი გავლენას ამცირებს. ევროპის პოზიციის ცვლილება, დონალდ ტრამპის NATO-ს სამიტზე გაკეთებული განცხადებების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს

გასული თვის განმავლობაში, NATO-ს და ჰელსინკში, ტრამპი-პუტინის სამიტების შემდეგ, მთავარ კითხვად დარჩა ის თუ რა შედეგი იქონია ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ, იმ მკაცრი და გარკვეულწილად პროვოკაციული განცხადებების ფონზე, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა NATO-ს სამიტამდე და უშუალოდ სამიტზე.

ალბათ ყველას გახსოვთ, რომ ბრიუსელში ვიზიტამდე, ტრამპმა ანტირუსული შინაარსის განცხადებების გაკეთება, აშშ-დანვე დაიწყო. შემდეგ
ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა და ამ კრიტიკის ლოგიკას, კონკრეტულად ჩვენ, ქართველები, ხშირად მივმართავთ ხოლმე. გახსოვთ ალბათ იენს სტოლტენბერგთან მომხდარი შეკამათება, აშშ-ისთვის ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებასა და რუსეთიდან, მილიარდობით დოლარის ღირებულების ენერგორესურსების შეძენის შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა, ყოველგვარ რაციონალურობას მოკლებულია და ნებისმიერი პოზიციით, არასწორია, პოტენციური მოწინააღმდეგისთვის
ასეთი მასშტაბის ფინანსური და პოლიტიკური ბერკეტის ხელში მიცემა მაშინ, როდესაც შენი უსაფრთხოების გარანტორი და მთავარი მოკავშირე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს შენივე უსაფრთხოებას.

გამოდის, რომ მერკელის მთავრობის ეს პოზიცია, აშშ-ის გაცილებით ნეგატიურ პოზიციაში წარმოაჩენს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის პირობებში, როდესაც უხერხული კითხვების დასმა შესაძლებელი შეიქნა, აშშ ევროპისთვის ერთგვარ შემაფერხებელ ფაქტორად წარმოჩინდა, რუსეთთან ურთიერთობებისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხებში. ახლო აღმოსავლეთის კონტექსტში, დასავლეთ ევროპელ ლოდერებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ამ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე, შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული იქნებაო. ასეთი მტკიცებულებების გავრცელების ფონზე, არცერთ მათგანს არ განუმარტავს ის თუ მათი აზრით, რა როლს თამაშობს რეგიონის უსაფრთხოების პრობლემებში რუსეთი.

ზემოთ მოცემული მაგალითი, რუსეთის უფრო მეტად პოზიტიურ როლს გულისხმობს, ვიდრე უარყოფითს, რადგან მათი მხრიდან არ ყოფილა კატეგორიული ტონით მოთხოვნა რუსეთის მიმართ იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებულ მის მოკავშირე დესტრუქციულ და აგრესიულ მოთამაშეებზე გავლენა მოეხდინა. ცალკე საკითხია ის, თუ რამდენად შეუძლია ამის გაკეთება რუსეთს და რეალურად არის თუ არა იმავე მოკავშირე ირანისთვის, რუსეთი იმ მასშტაბის ანგარიშგასაწევი ძალა, რომ საკუთარ რეგიონალურ ამბიციებზე უარი თქვას. ფაქტია, რომ რუსეთი დასავლეთის მიწინააღმდეგე ძალების მოკავშირეა ყველგან, ხოლო იმავე დასავლეთიდან, ზოგიერთი ლიდერი აცხადებს რომ რუსეთის პოზიცია უნდა იქნას გათვალისწინებული და რომ მის გარეშე ამ რეგიონის პრობლემების მოგვარება, რთული ან შეუძლებელი იქნება!? ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, თუ ასე დგას საკითხი, რატომ არის გასათვალისწინებელი რუსეთის პოზიცია და რატომ არ არის გასათვალისწინებელი მაგალითად იგივე ირანის, სირიის და ა.შ. რეგიონში ფიზიკურად არსებული ქვეყნების ინტერესები? სად გადის ის ზღვარი, რომელიც რუსეთს უფრო მეტად რაციონალურ აქტორად წარმოაჩენს, ვიდრე ასადის სირიას ან ირანს?! ასეთი გამყოფის მოძიების მცდელობა სრული აბსურდია და ამიტომაც ტრამპისა და სტოლტენბერგის პოლემიკაში, ტრამპის ლოგიკა ჩემთვის პირადად აბსოლუტურად გასაგები და მისაღები იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ საკმაო დროა გასული ტრამპი-პუტინისა და NATO-ს სამიტების შემდეგ, გარკვეული შედეგების დაფიქსირება შესაძლებელია. მაგალითისთვის, ევროკომისიის თავკაცის, ჟან კლოდ იუნკერის ვიზიტი და მისი შედეგები იქნას აღებული წყარო. ამ შეხვედრის შედეგად, აშშ და ევროპა შეთანხმდნენ სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებასა და გარკვეული სახეობის პროდუქციაზე გადასახადების გაუქმებაზე. ასევე ბოლო დღეებია, საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, აშშ-ის გაცხადებული მიზანის შესახებ, რომელიც გულისხმობს ევროპის ენერგო სექტორში რუსეთის წილის შემცირებას და ისეთი ალტერნატიული ენერგო-სატრანსპორტო მიმართულებების შექმნას, რომელიც რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებს სცდება.

ამასთან ერთად, ვაშინგტონიდან გაკეთდა განცხადებები, რომ რუსეთის, ენერგო ბაზრიდან განდევნის პარალელურად, შენარჩუნებული იქნება ანტირუსული სანქციები იმ სახით, როგორითაც დღეს არსებობს წყარო. ტრამპის ასეთი გეგმები კი იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც ევროპის მხრიდან ოფიციალურად გაცხადდა, რომ აშშ-იდან ექსპორტირებული შეკუმშული გაზის მიღებისთვის, მთელი ევროპის ტერიტორიაზე 9 ან 11 პორტი აშენდება წყარო!

ფაქტია, რომ ევროპის პოზიციის ასეთი ცვლილება, ტრამპის განცხადებების შედეგად უნდა მივიჩნიოთ, რადგან სხვა არც არანაირი მოვლენა მიგვითითებს იმაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის გარეშე, ევროპა ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ქმედით ნაბიჯებს გადადგამდა ევროპის ენერგო ბაზარზე, რუსეთის გავლენის შესამცირებლად. ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ ევროპელებს და თუკი მათი ცალმხრივი სურვილი იქნებოდა ამის გაკეთების, აქამდეც უპრობლემოდ გააკეთებდნენ.

ზოგადად, ტრამპის პუტინთან შეხვედრისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხს რომ მივუბრუნდეთ, აქაც ძალიან უცნური თავისებურება იკვეთება. ხშირად გამჩენია აზრი, რომ ყველა ის "დეზინფორმაციული" ოპერაცია, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა და საგარეო უწყებამ არაერთხელ განახორციელა, მიმართული იყო ამერიკის შიდა პილიტიკური კრიზისის გართულება-გაღრმავებისათვის, რომელიც ხელსაყრელი მხოლოდ ტრამპის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალისთვის არის და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხშირად რუსების მიერ გაკეთებული განცხადება ან რაიმე ნაბიჯი, ტრამპის კონტექსტში, ისეთი ფორმით ვრცელდება, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტრამპის მოწინააღმდეგეებისთვის, მისი მარგინალიზების დამატებითი არგუმენტაციის შექმნას. ამ ფონზე ძალზედ უცნაურია ისიც, რომ მიუხედავად აშშ-ში შიდა პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც ლამის პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მივიდეს, აშშ-ის ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, რომელიც 2014 წლიდან არ შეჩერებულა წყარო, რაც ძალიან უცნაურია იმიტომ, რომ როგორც წესი, შიდა პოლიტიკური პროცესები, ამერიკის ეკონომიკაზე ძალზედ მაღალი ხარისხით ზემოქმედებს. ტრამპის პირობებში კი ეს კანონზომიერებაც გარკვეულწილად დაირღვა. თუ რამ განაპირობა ასეთი ეფექტი, ძნელი სათქმელია და ალბათ მოგვიანებით ეკონომისტები დეტალურად გაანალიზებენ...

საბოლოო ჯამში, ტრამპის პრორუსულობის საკითხი ერთგვარად კარგად დადგმული და განხორციელებული დეზინფორმაციული ოპერაციის შთაბეჭდილებას ქმნის, რადგან რეალური ნაბიჯები სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს და ტრამპის ანტირუსული პოლიტიკა, გაცილებით მძიმე შედეგების მქონეა კრემლისთვის, ვიდრე ობამას ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი. ტრამპის მიერ, ევროპის მისამართით გაკეთებულ განცხადებებსაც გაცილებით უარესი შედეგი მოაქვს მოსკოვისთვის, ვიდრე სხვა ყველა შემთხვევაში და ამიტომ, სრულიად ალოგიკურია ის პრორუსულობის არგუმენტი, რომელსაც ტრამპს მიაწერენ...

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ აშშ-ის შიდა საქმეებში რუსული ჩარევის გამოძიება, მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდით არ უნდა შემოიფარგლოს და უნდა გავრცელდეს, არჩევნების შემდგომ პერიოდზეც, რომელიც მგონია, რომ ასეც იქნება და უამრავ კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც ტრამპის გაპრეზიდენტების მომენტიდან დღემდე, მრავლად არის დაგროვილი...!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!