რუსული რელიგიური სეპარატიზმი - კვირის პალიტრა

რუსული რელიგიური სეპარატიზმი

რუსეთის ხელისუფლებამ, საკუთარი ერი, მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ოპოზიციად აქცია, რაც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ, თვალში საცემი გახდა

რუსეთის სახელმწიფოს მიერ, პოლიტიკური სეპარატიზმის მხარდაჭერის ტრადიცია, რომლითაც თითქმის ყველა მეზობელი დაასნებოვნა, იმდენად გაჯდა მათსავე მენტალობაში, რომ დედამიწაზე, სრულიად მართლმადიდებლობის სეპარატისტებად იქცნენ.

წინა წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც რუსეთის საგარეო და განსაკუთრებით, სამეზობლო პოლიტიკაში, რუსეთის საპატრიარქოს როლი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, არაერთხელ დამიწერია და გამომითქვამს აზრი, რომ რუსეთის პატრიარქი კირილის ის განცხადებები, რომელიც პირდაპირ სანქრონში იყო კრემლის განცხადებებთან, მიანიშნებდა იმაზე რომ ამ ინსტიტუტს, რელიგიურობისა და მით უმეტეს ქართულ ეკლესიასთან ნათესაობის, არანაირი ნიშანწყალი არ ეცხო. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი ვერც მაშინ და ვერც ახლა იმას, თუ რატომ ვენათესავებოდით ამ ნაწილში რუსებს, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის რელიგიურ მოღვაწეებს, საქართველოსთან არცერთი კონფლიქტის დროს არ ამოუღიათ ხმა და არ უთქვამთ, რომ დაუშვებელ დანაშაულს სჩადიოდა მათი სახელმწიფო...! უფრო მეტიც, სწორედ ამ მონათესავე და რელიგიურად მოძმე ინსტიტუტის წარმომადგენლები ულოცავდნენ გზას რუსულ არმიას მაშინ, როდესაც ისინი საქართველოზე თავდასასხმელად მოდიოდნენ... აღარაფერს ვამბობ სქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მითვისებული ეკლესიებისა და იქ განვითარებული, საეკლესიო ოკუპაციის შესახებ.

მოკლედ, საქმე იმაშია, რომ რუსული ეკლესია, მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, კონსტანტიპოლის მხრიდან, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გარდაუვალობა, ევროპასა და აზიაში გააქტიურდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ გასული წლის 28 დეკემბერს, რუსეთის საპატრიარქოს "სინოდმა" დაამტკიცა ევროპასა და აზიაში, მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარხოსატი (Wiki-link), რომლიდანაც ევროპულ ნაწილს, შტაბ-ბინა პარიზში აქვს ბმული. ამავე ეგრზარხოსატმა გამოაცხადა, რომ ის არ დაემორჩილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელიც რუსული ეკლესიის ამ საგარეო წარმონაქმნის თვითგაუქმებას ითხოვდა, რაზეც პასუხად რუსეთის პატრიარქად წოდებულის მიერ, რუსმა ეგზარხოსებმა, ევროპაში მივლენილი ეგზარხოსების რიგგარეშე "გენასამბლეა" გაიმართა, რომელზეც კირილის წარგზავნილებმა, უარი განაცხადეს კონსტანტინოპოლის მოთხოვნის შესრულებაზე და გადაწყვიტეს საკუთარი საქმიანობა, მსოფლიო საპატრიარქოს სრული იგნორით განაგრძონ ბმული. სხვა ტექნიკური დეტალები ამ ეპიზოდში კონკრეტულად, ზედმეტია. მთავარი და განსაკუთრებული არის ის, რომ რუსების მიერ ბოლო ათი წლის განმავლობაში ტრანსლირებული - "რუსული სამყაროს" იდეა, მარგინალიზდა და რელიგიურ სეპარატიზმში გადაიზარდა. სწორად ამას ნიშნავს ის რაც რუსმა ე.წ. სასულიერო პირებმა გააკეთეს.

ამ პროცესში, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიად წოდებულმა ინსტიტუტმა, ყოველგვარი ფორმით წარმოაჩინა საკუთარი თავი, გარდა იმ საწყისი და უმთავრესი სახისა, რომელიც ამ შინაარსის ინსტიტუციას უნდა ჰქონდეს. წესით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების პროცესი, საქართველოში განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი უნდა ყოფილიყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მასში გამოიკვეთა უამრავი ის მექანიზმი, რომლითაც მანიპულირებდა კრემლი და საკმაოდ მძლავრ ინსტრუმენტად ჩამოაყალიბეს ის, სამეზობლო პოლიტიკაში. რუსეთის პატრიარქი კირილი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეო

ამ პროცესს, შედეგები გაცილებით გვიან მოჰყვება ვიდრე მოლოდინი არსებობს. კირილმა თავის განცხადებებში არაერთხელ დაიმუქრა, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, თავის თავში მოიცავს "სისხლიანი კონფლიქტის" საფრთხეს წყარო. იმის განხილვა, თუ რამდენად რელიგიურია ის მიდგომა, რომელსაც რუსეთის რელიგიური ლიდერები ავლენენ, უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში, თქვენთვის მომინდვია. ჩემთვის მთელს ამ პროცესში, ძალზედ მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომლითაც წარმოჩინდა რუსეთი.

ის, რომ რუსეთს რელიგიური სეპარატიზმის პერსპექტივა ჰქონდა, ცხადი გახდა მაშინ, როდესაც რელიგია საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიის ელემენტებთან შეაზავეს და ისტერიულად დაიწყეს აღნიშნული ორი, ურთიერთგამომრიცხავი იდეოლოგიური ელემენტებისგან წარმოქმნილი, ჰიბრიდული იდეოლოგიის დაცვა, უხილავი მტრებისგან, რომელსაც მათ მიერ ტრანსლირებული პროპაგანდით, დასავლეთი წარმოადგენს. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ თუკი ვინმეს რაიმე ჰქონდა საწინააღმდეგო რუსეთის საპატრიარქოს მიმართ, ეხებოდა არა რელიგიას და მის ნატურალურ ფუნქციას, არამედ იმ პროპაგანდისტულ აქტივობას, რომელშიც ისედაც კარგად იკითხებოდა რუსეთის სპეცსამსახურების ხელი და რომელსაც, რუსი სასულიერო პირებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებდნენ.

ამ ისტერიას, ქართველი მრევლის საკმაოდ დიდი ნაწილი ჰყავს აყოლილი, რადგან რუსეთის საპატრიარქოს გავლენა, საქართველოს ეკლესიაზე აშკარაა და როგორც უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებამ აჩვენა, საკმაოდ მძლავრიც. შესაბამისად, ბუნებრივია არსებობს გარკვეული რისკები (საკმარისზე მეტი კონკრეტული ფაქტებიც) რომ ამ ხაზით, რუსეთი საქართველოშიც ახორციელებს პროპაგანდისტულ ან სხვა, საქართველოს პოზიციიდან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რაც ძალზედ საშიში ფაქტორია პოლიტიკური კრიზისის იმ პირობებში, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეს ნიბიჯი სრულ იდიოტიზმად მოჩანს, დღევანდელ მსოფლიო მოწყობისა და მენტალური განვითარების პირობებში, სინამდვილეში საკმაოდ ნიშანდობლივი ნაბიჯია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი საბოლოოდ მიდის იზოლაციისა და გლობალური კონფლიქტის გარდაუვალობისკენ. ასეთი მასშტაბის გლობალური ფენომენით მანიპულაცია, რომელიც აუცილებლობით გულისხმობს ფუნდამენტურ დონეზე კონფლიქტის წარმოშობას, გამოიყენებოდა და მომავალშიც გამოყენებული იქნება, საზოგადოებაში მოწინააღმდეგის ხატის სრულად ფორმირებისთვის და მისგან მკვეთრი გამიჯვნისთვის, რათა გაადვილდეს ამ საზოგადოების "სანგრებში ჩაყრა". ის, რომ პუტინი, რუსი ერის "სანგრებში ჩაყრის" პოლიტიკას ახორციელებს, თვალში საცემია ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, რისთვისაც რელიგიური კომპონენტის დამატება, ძალიან საშიში ფაქტორია, რომელიც თავის სავარაუდო ლოგიკურ შედეგზე, 2-3 წელიწადში გავა.

ამ სტატიაში არ მოვყევი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ტექნიკურ დეტალებს, რადგან ამაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა. ჩემი მიზანი ამ სტატიაში იყო, მეჩვენებინა პროცესის ის მნიშვნელობა, რომელიც ტექნიკური დეტალების მიღმა, გლობალური პოლიტიკის კონტექსტში შეიძლება მიენიჭოს და განაპირობებს იმ შედეგს, რომელიც გასცდება რუსეთის საზღვრებს და ჩვენ, როგორც მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილს, გარკვეული სირთულებიის წინაშე დაგვაყენებს. ეჭვი მაქვს, მალე დაიწყება ჩვენში იმის გარკვევა თუ ვინ ვის ემხრობა, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, ეს პროცესი გარკვეულწილად მიმდინარეობს, თუმცა დაბალი ინტენსივობით და ჩვენში მისი აქტუალობა დამოკიდებული იქნება, თავად საკითხის აქტუალობაზე საერთაშორისო დღის წესრიგში ან იმაზე, რამდენადაც შეეცდება რუსეთი, ამ საკითხის ჩვენში კიდევ ერთი განხეთქილების მიზეზის გაჩენას.

მთელი ამ პროცესის მნიშვნელობა ჩემი სუბიექტური შეფასებით, იქნება იმდაგვარი პროცესი, რომელიც ფაშისტურმა გერმანიამ წამოიწყო გასული საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც "ევგენიკას" (wiki-linki) დაფუძნებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება დაიწყო ჰიტლერმა და ამ იდეით, გერმანელი ერი გამიჯნა დანარჩენი კაცობრიობისგან, რომელმაც საბოლოო ჯამში მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა პროცესი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს