მარადიული პუტინი და სტალინის კულტი - კვირის პალიტრა

მარადიული პუტინი და სტალინის კულტი

"პუტინი სტალინის კულტის გაცოცხლებით ტყუილად არ დაკავებულა ბოლო წლების განმავლობაში, ის ამ კომპლექსით არის შეპყრობილი"

ასე იყო თუ ისე, პუტინმა საკუთარი კულტი შექმნა და ბელადის კომპლექსი, რომელიც ბილო წლების განმავლობაში გამოავლინა, თითქმის ბოლომდე დაიკმაყოფილა... ახლა უკვე მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, თუ ვინ როგორ შეაფასებს გადაწყვეტილებას დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე, მთავარია ის არის რუსეთის "მარადიული" მმართველი!

პირადად ჩემთვის, მისი პერსონალური ძლევამოსილების პრობლემა, დიდი ხანია იკითხება და ყველაზე თვალსაჩინო, მაგალითად, "სტალინის კულტის" (რაოდენ ცინიკურია, რომ ხრუშჩოვმა ეს კულტი გაანადგურა და პუტინმა აღადგინა!) რეაბილიტირებითა და მისი გენიალურობის პერმანენტული, შეთქმულების თეორიებისა და КГБ-ს საკომუნიკაციო სტილით შებრუნება თანამედროვე რუსეთის ცნობიერებაში, სხვას არც არაფერს ემსახურებოდა თუ არა ამ იდეის კულტივირებას, რომ "ისიც ბელადია" და რომ რუსი ერი, მიჩვეულია ასეთი ბელადებით მართვას, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვა "ბიძია სემი", გაუმაძღარი კაპიტალისტი და რუს "ადუვანჩიკ" ბებოს, იმ პენსიას ამოაცლის საყლაპავიდან, რომელიც "დიდმა პუტინმა", ამ გაჭირვებისა და "მსოფლიოზე ბოროტების" გაბატონების ჟამს, უბოძა პირადად მას! ის არის და მხოლოდ ის, ვისაც ძალუძს, ბებოს შეუნარჩუნოს საარსებო ლუკმა, რა აზრია ქვს როგორ და რანაირ გარემოში ცხოვრობს, მთავარია რომ - არსებობს და ჰყავს "ბელადი", რომელიც მასზე ზრუნავს!

რუსული, სახელმწიფო პროპაგანდის შეცდომაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ორიენტირებულია იმ ცნობიერებაზე, რომლისთვისაც "ბელადი" ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ვერაფრისდიდებით ვერ იმუშავებს ეს ყველაფერი, თანაც ამ ეპოქაში - ახლგაზრდობაზე, რომელსაც უნდა თუ არა, უკვე სხვა "ჭია" აქვს აზრში შეჩენილი...

თუმცა, ეს პუტინის თავის ტკივილია და ვიდრე ის საკუთარი ერის ახალგაზრდა ნაწილის ტვინის რეცხვის დაუღალავი მცდელობებით არის დაკავებული, ამავე დროს ხდება ძალიან საშიში რადგან "კუმირთან სრულად იდენტიფიცირებისთვის", რომელსაც ასეთი მონდომებით აცოცხლებს, ცოტა რამღა აშორებს... ასეთ "ცოტაში" კი დევს სამხედრო ძლევამოსილების დემონსტრირება და იმ მასშტაბში გასვლა, რომელიც დიდი ომის გარეშე ვერ იქნება! პუტინი ვერ გახდება სტალინი, თუკი მან დიდ ომი არ მოიგო! ის ვერ იქნება დამუარცხებული კულტი! ამატომ, როდესაც მისი ნატურიდან მომდინარე საშიშროებაზე ლაპარაკობენ, სწორედ ამას გულისხმობენ.

ახლანდელი პუტინის "იმიჯს", ძალიან ცუდად ხვდება ყველა ის მიმდინარე პროცესი, რომელთა განვითარების გეოგრაფიაც ყოფილი პოსტსაბჭოთა და ბოლო წლების განმავლობაში, თავად რუსეთის მიერ - საკუთარი "პრივილეგირებული გავლენის ზონებად" მოიხსენიებოდა და სადაც ცდილობდა, სსრკ-ს რეაბილიტირებას.

ბოლო ალიყური, რომელიც პუტინმა ჭამა, ეს იყო ბოლორუსია და მასთან ერთად არშემდგარი - საერთო სახელმწიფო. ლუკაშენკოს რეაქციებისა და ქმედებების მიხედვით, უამრავი დასკვნის გაკეთება შეიძლება იმაზე, თუ როგორ ვერ ხერხდება რუსეთთან კეთილმეზობლობა და რომ ის საკუთარი, ინტერვენტული ინტერესების მიღმა, სამყაროში სხვათა საჭიროებებს ვერ ხედავს. ბელორუსია, ეს ის საკითხია, რომელმაც ძალიან დააზარალე პუტინი.

სირიაში განახლებულმა საბრძოლო მოქმედებებმა და ზოგადად, დედამიწაზე დღეს არსებულმა ვითარებამ, კიდევ უფრო ნაკლებად გამოაჩინა ის ზიანი, რომელიც პუტინის იმიჯს მიადგა, როგორც "მიწათა შემკრების", "ძლიერი ხელის", "სტალინის დარის" და ა.შ. კულტისთვის შესაფერის ინტერპრეტაციებს ბუნებრივად უნდა მჰყოლოდა. პუტინის რეინკარნაცია

სწორედ ამიტომ არის ახლა საშიში პუტინი. მას სჭირდება ისეთი მასშტაბის მოვლენის შექმნა, რომელიც ისეთივე ხანგრძლივობით უზრუნველყოფს მისი კულტის არსებობას, მას შემდგომი რუსეთისა და მსოფლიო ისტორიაში, როგორადაც სტალინი დარჩა, ან უნდა გადააჭარბოს!

რამდენად მიეცემა პუტინს ამის შესაძლებლობა, ეს სხვა თემაა და მოიცავს ძალიან მაშტაბურ ღონისძიებათა და სხვა ფენომენთა ჩამონათვალს, რომელიც უბრალოდ დასავლური სამყაროს, როგორც რუსებს უყვართ ხოლმე თქმა - "კოლექტიური დასავლეთის", ყოფითი მექანიკაა და პუტინისეული მექანიკისთვის ბუნებრივ წინაღობებს წარმოშობს.

დამდგარი და ადვილად შესამჩნევი ფაქტია ის რომ პუტინს უნდა, იყოს სტალინის დარი ფიგურა მომავალ ისტორიის სახელმძღვანელოში, თუმცა დღეს ამის მიღწევა მხოლოდ ისეთი მასშტაბის პროვოკაციის მოწყობით შეუძლია, რომლის არც რეალური ეკონომიკური და არც სამხედრო შესაძლებლობები არ გააჩნია. ამიტომ მას მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მას საკუთარი მარადიულობის იდეა იზოლაციაში მოაქცევს და საკუთარივე ახალგზარდობას გამოატანინებს განაჩენს, ეს ასე მოხდება ბუნებრივად. ასე ემართება ყველა უზურპატორს, რომელმაც მასების სანგრებში ჩაყრა, უაზრო და აპრიორი დამარცხებული იდეოლოგიით გადაწყვიტა! ასეთად კი პუტინმა და მისმა იდეოლოგებმა, კომუნიზმს შეზავებული მართლმადიდებლობა აირჩიეს და არ დაფიქრდნენ იმაზე, რომ ორივეს უკვე დიდი პრობლემები აქვს კაცობრიობის ძალიან დიდ ნაწილთან! ერთი უკვე დამარცხებული და აპრიორი ბოროტების ინსპირატორად არის წოდებული (კომუნიზმი), ხოლო მეორე, იმდენად სხვა განზომილებას მიკუთვნებული ფენომენია და თანაც აქტუალობით განლევადი ისტორიულ ჭრილში, რომ აშკარად იკითხება მათი მოქმედების ეფექტურიბის შუალედური დანიშნულება, რომელიც ცდილობს რუსის ცნობიერება საგულდაგულოდ დაახშოს იმდენად, რომ ჯერ სანგარში კითხვის დაუსმელად ჩავიდეს და შემდეგ, ყოველგვარი განსხვავებული აზრი - მტრის ხატებად მიიჩნიოს!

პუტინის მიერ დადგმული წარმოდგენა - გახდეს მარადიული მმართველი, წესით უნდა დარჩეს ამ ქვეყნის შიდა თავის ტკივილად და ვერ უნდა გასცდეს მის საზღვრებს. დიდი ალბათობით, ასეც იქნება და ბოლოს იქამდე მივა საქმე, რომ პუტინს, უბრალოდ ილუზიას შეუქმნიან, თითქოს ის მართლაც სტალინისდარი "გენერალისიმუსი" გახდა და რუსეთი "встал с кален" (ლინკი)!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს