ახალი სოციოლოგია - რა მოჰყვება პანდემიას?
19-03-2020
ახალი სოციოლოგია - რა მოჰყვება პანდემიას?
"უკვე დადგა ის მოცემულობა, როდესაც კაცობრიობის საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობს ჩვეულ გარემოში ისე, როგორც აქამდე არასოდეს უცხოვრია!"

"კორონას" პანდემიამ და გატარებულმა ზომებმა, სრულიად ახალი რეალობა წარმოშვა, რომელიც აქამდე კაცობრიობას არასოდეს ასეთი მასშტაბით არ განუცდია.

მილიონობით ადამიანის თვითიზოლირების "იძულება", არ არის იმდენად მარტივი საკითხი, რომ მხოლოდ ვირუსის დამარცხებით დასრულდეს. ამან უკვე მოახდინა ეფექტი ყოველდღიურობაზე, რომელიც პლანეტის უკლებლივ ყველა მოქალაქეს შეეხო, მიუხედავად იმისა დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში ცხოვრობს, თუ - არა.

უამრავი კითხვა და ვერსიები გააჩინა იმან, თუ საიდან მოვიდა საერთოდ ეს ვირუსი და რატომ აქვს ასეთი საინფორმაციო მხარდაჭერა. თუმცა, მიუხედავად მთელი ამ განსჯისა და თეორების რახარუხისა, ერთი რამ ფაქტად რჩება - ორი კვირით, პლანეტის საკმაოდ დიდი და თანაც აქტიური ნაწილის თვითიზოლირებით, მათთვის შეიქმნა ახალი საარსებო
გარემო!


ეს მოცემულობაა, რომელიც მექანიკაში გულისხმობს ყველა იმ ყოვედღიურობისათვის დამახასიათებელი დეტალის ცვლილებას, რომლითაც ჩვენ ვარსებობთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიის პირობებში, "სოციალური დისტანცირების" მეთოდის გამოყენება პირველად ხდება და მანა
მდე ის განიხილებოდა, როგორც გარკვეულწილად არაჰუმანური მეთოდი. რეალურად როგორ შეიცვლება ადამიანების ქცევა არავინ ვიცით, რადგან ასეთი მასშტაბით კაცობრიობა ერთგვაროვანი საფრთხის წინაშე არასოდეს დამდგარა. მით უმეტეს კაცობრიობის ასეთი გლობალიზების პირობებში, როდესაც დედამიწის ყველაზე დაშორებულ წერტილებს შორის მაცხოვრებელ ადამიანებს რამდნეიმე საათში შეუძლიათ ჰქონდეთ ერთმანეთან ფიზიკური კონტაქტი! სწორად ამან აქცია რეალობად პანდემია, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო ერთად ვცდილობთ გავუმკლავდეთ. შესაბამისად, ეს მოცემულობა, რა თქმა უნდა, რომ წარმოშობს "ახალ სოციოლოგიას", რომელიც განპირობებული და განსხვავებული იქნება უამრავი ფაქტორით.

დისტანაციურ მეთოდებზე გადასვლა, ყველა იმ შესაძლო სფეროში, რომელსაც კი აქვს შესაძლებლობა იმუშაოს დისტანციურად, ბუნებრივად მოახდენს, ერთგვარად ჩვევად შემორჩენილი სამუშაო პოზიციების ლუსტრაციას. გლობალურ და ლოკალურ ეკონომიკებსაც მნიშვნელოვანი ცვლილება ელის. ეს ცვლილებები პრაქტიკულად უკვე დწყებულია და რა თქმა უნდა, რომ მნიშვნელოვანწილად შეცვლის, ე.წ. ტრადიციულ ეკონომიკას დაფუძნებულ რეალობას. ის, თუ როგორი იქნება უახლოესი მომავლის ეკონომიკა, ძნელი სათქმელია პირადად ჩემთვის რადგან ამ კონკრეტულ მოცემულობაში, უმჯობესი იქნება ყველა სფეროს სპეციალსიტებმა, საკუთარი სფეროს ფარგლებში გააკეთონ ლოგიკური პროგნოზები ან თუნდაც მოდელერება იმ უახლოესი მომავლისა, რომელიც შესაძლოა დადგეს ამჟამად მოქმედი ლოგიკიდან გამომდინარე. ფაქტია ის, რომ "ახალი სოციოლოგია" და ნავთობის ბაზარზე მომხდარი "კატაკლიზმა", ვერ ჩაივლის უშედეგოდ, ვერც ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება მარტივად, ყოველგვარი ტრანსფორმაციების გარეშე!

ახალი სოციოლოგიის პირობებში, ადამიანი წარსულში, სხვა შინაარსის კრიზისებისას დამახასიათებელი ქცევის თავისებურებას მიმართავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პირობებში ქცევის მზა ინსტრუქცია ან გამოცდილება, არ გააჩნია. ეს ბუნებრივია, რადგან, მაგალითად, საომარი მოქმედების პირობებში ქცევის არსებული მოდელი, ეს არის ერთადერთი გამოცდილება, რაც გააჩნია კონკრეტულად ქართულ საზოგადოებას. მაქსიმუმი გამოცდილება, რაც ახლა შეიძლება გამოგვადგეს, ეს არის იმ გამოცდილების გახსენება, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ გამოგვიმუშავდა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რომ რადიკალურად განსხვავებულია და მსგავსება მხოლოდ იმაში შეიძლება იყოს, რომ ადამიანების მზაობა კრიზისისთვის, უნდა იყოს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი და ძალზე გონივრულად დაგეგმილი. ემოციური და პანიკური დამოკიდებულება შესაძლოა უარესი აღმოჩნდეს ახლა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ის რაც დღეს ხდება, აუცილებლად დაგვაფიქრებს მომავალშიც ანალოგიურ საფრთხეზე და შეცვლის ჩვენს ყოველდღიურ ქცევას - რაც იმას შიშნავს რომ ჩვენს ცნობიერებაში გაჩნდება კიდევ ერთი "საშიში ფაქტორი არსებობისთვის", რომელიც თავისთავად წარმოშობს "ტვინში" შესაბამისი ქცევით თუ აზროვნებით კომპლექსებს!

ახალი სოციოლოგია ასევე განპირობებული იქნება იმით, რომ ადმიანებს შორის ელექტრონული კავშირი, სხვა ხარისხზე გადავა. მიმდინარე პანდემია, სწავლების აბსულუტურად დისტანციური მოდელის ლობისტებისთვის, პირდაპირ "საჩუქარი" გახდა, რადგან ამ მეთოდის დახვეწის პრაქტიკული და გადაუდებელი საჭიროება დადგა. გლობალურად, საგანმანათლებლო ინდუსტრიის ასეთი ტრანსფორმირება კი წარმოშობს, ხარისხიანი განათლების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას, რაც პრაქტიკულად საფრანგეთის რევოლუციის ტოლფასი მოვლენა იქნება და იმდენად წინ წასწევს კაცობრიობის ზოგადი განათლების ფონს, რომ ახალი სოციოლოგია, კლასიკურს სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში, სრულად ჩაანაცვლებს და ეს მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეტად განათლებული საზოაგდოებების მართვა, დღეს აპრობირებული სახელმწიფო მართვის სისტემებითა თუ საზოგადოებრივი კონტროლის ამჟამად აპრობირებული ფენომენებით, უბრალოდ შეუძლებელი გახდება!

ძალიან მალე დადგება პერიოდი, როდესაც იზოლაციაში მყოფი მასები, სახელმწიფოს ზრუნვაზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულები შევიქნებით და აქაც ახალი ურთიერთობა წარმოიქმნება სახელმწიფოსა და რიგით მოქალაქეს შორის. აი, ამ ნაწილში, არსებული სახელმწიფო მართვის სისტემები ძალიან დიდი გამოცდის წინაშე დადგებიან და არანაკლები დღე დაადგებათ საერთაორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც წინა წლებში მილიარდობით დოლარი აქვთ მიღებული დაფინანსება. ახლა გამოჩნდება რისთვის იხდიდა კაცობრიობა ამ გადასახადს და რამდენად ეფექტიანი სისტემა შექმნა გაერომ თუ სხვა მსგავს კრიზისებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. პანდემია თუ ხანგრძლივი პერიოდით გაგრძელდა, სახელმწიფოები მხოლოდ საკუთარი ძალებით, საერთაოშორისო თანამშრომლობისა და კოლაბორაციის გარეშე, ვერ დაძლევენ ამ კრიზისს, შესაბამისად, სრულიად ახალი მოცემულობები უნდა გაჩნდეს ამ თვალსაზრისითაც.

ზემოაღწერილ ტრანსფორმაციებს, განსხვავებულ შინაარსს სძენს თავად საფრთხის შინაარსი - ეს არ არის ხილული, ის არ არის აქტიურად მოქმედი, ის არ არის ადამიანების ან ადმიანთა ჯგუფის ნებელობას დაქვემდებარებული საფრთხე. აი, ეს მოცემულობა, ყოველი ჩვენგანისთვის ქმნის ძალზედ უნიკალურ "ცნობიერ პოზიციას" - "უხილავი, საერთო მტრის ფენომენს", რომლის პირობებშიც არასოდეს გვიმოქმედია კოლექტიურად! აქ ძალზედ მნიშვნელოვანი რამ შეიძლება გამოვლინდეს, ადამიანთა შორის გლობალური სოლიდარობის თვალსაზრისით. ეს არის ის პირველი შემთხვევა, როდესაც უხილავი საფრთხის წინაშე, მსოფლიომ, მიუხედავად უახლოესი წარსულის პოლიტიკური თუ სხვა შინაარსებით გაჯერებული კონფლიქტებისა, უნდა შეძლოს გაერთიანება, მოქმედებეთა სინქრონიზაცია და საბოლოო ჯამში, გამოსავლის უანგარო გაზიარება!
აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს რადგან ვერავინ იგრძნობს თავს დაცულად, თუკი არ იქნება მჭიდრო კოორდინაციაში სხვებთან. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური შინაარსით დაპირისპირებების გვერდით გადადება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ასეთი შინაარსის საფრთხეს!

მიმდინარე პანდემიის პირობებში, ახალი სოციოლოგიის ამოქმედების ძალზედ თვალსაჩინო გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ, ჩვენს საზოგადოებაში დაწყებული პოლემიკა, რელიგიური რიტუალების შესახებ. როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს პოლემიკა, ფაქტი ის იქნება, რომ გარკვეული ნაწილი მღვდელმსახურებისა და მრევლისა, აუცილებლად შეიცვლის ქცევას, შეცვლის რიტუალის დეტალებს და ა.შ. ამას ვერავინ და ვერაფერი გააკონტროლებს!

რა თქმა უნდა, ცალკე საკითხად უნდა გამოვყოთ ოჯახის წევრებს შორის, ასეთი "ლეგიტიმური იძულების" პირობებში წარმოქმნილი მჭიდრო, ოჯახური გარემო, რომელიც უამრავი ადამიანისთვის პრაქტიკულად უჩვეულო გარემოა. ეს ყველაფერი მოიტანს ოჯახის წვრებს შორის ურთიერთობების გამყარებას, თუმცა ამავე დროს, "სოციალურად დისტანცირებულ" ადამიანებს აყენებს უახლოესი გარემოცვის სელექციის გარდაუვალობის წინაშე იმ ნიშნით თუ რამდენად რისკის შემცველია ესა თუ ის ადამიანი. უახლოესი გარემოს ასეთი რანჟირების აუცილებლობა, ბუნებრივად აჩენს ახალ რეალობას მაშინ, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილში ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული პერსონალური პასუხისმგებლობა მთელ ამ უზარმაზარ პროცესში!

აქვე ალბათ ისიც უნდა აღვნიშო, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკუდებული, თუ როგორ შესძლებენ ქვეყნების მთავრობები დაძლიონ კრიზისი. სწორედ მათ ქმედებაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორი სოციოლოგია და სოცილაური ფენომენები ჩამოგვიყალიბდება ამ ყველაფრის შემდეგ... უდიდესი მნიშვნელობა ექნება ასევე იმას თუ რამდენად მზად იქნება დედამიწა იმ ეკონომიკური და სასურსათო პრობლემებისთვის, რომელიც აუცილებლად მოჰყვება ასეთი მასშტაბის კატაკლიზმებს.
ერთი რამ ცხადია, დღეს კაცობრიობა ან მასშტაბურ, ხილვად ევოლუციური პროცესს გადის, ან იგივე კაცობრიობა ძალიან დიდი ომისთვის ემზადება, რომელიც ასევე სრულიად ახალ რეალობას დააყენებს და შესაბამისად, ახალ საზოგადოებას ჩამოაყალიბებს, რომელიც ბუნებრივია რადიკალურად განსხვავებული იქნება დღეს არსებული საზოგადოებისგან ისევე, როგორც ეს მოხდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ!

გამოცდილება, რომელიც დღეს მიმდინარე პანდემიიდან აუცილებლად იქნება მიღებული, არავინ ვიცით, რამდენად სწრაფად დაგვჭირდება კიდევ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთ რამეზე მგონი, რომ უნდა დავფიქრდეთ - ჩვენს გარემოში, სულ უფრო აქტუალური ხდება ბაქტეოროლოგიური საფრთხე, რომელიც ყოველწლიურად თუ არა, ორ-სამ წელიწადში ერთხელ მაინც, ეპიდემიური აფეთქებებით გვახსენებს თავს. ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ დღეს პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს დედამიწა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კაცობრიობისთვის უახლოესი მომავლის საფრთხე, სწორედ ამ მიკროსკოპულ განზომილებაშია და მოუწევს ჯერ ფარმაკოლოგიას, შემდეგ კი ორგანიზმს, განიცადოს ისეთი სახის გენეტიკური ევოლუცია, რომელიც დააზღვევს მის არსებობას ბაქტერიოლოგიური "დაბინძურების" (უცნობი ბაქტერიები) პირობებში არსებობისას, რომელსაც ლოგიკურად უნდა მოჰყვეს რადიაციასთან შეგუების ეტაპი, რადგან თუკი რამ გადაჭარბებულად მოიპოვება ამ სამყაროში, ეს არის ჯერ რადიაცია და შემდეგ უკვე მიკრობები...

შესაბამისად, არაფერი ალოგიკური იმაში არ არის, რომ ჩვენმა და ზოგადად ნებისმიერმა ბიოლოგიურმა არსებობამ, იმისათვის, რომ შეძლოს ამა თუ იმ გარემოში არსებობა, ასევე უნდა შესძლოს ამ გარემოში მოქმედებისთვის შესაბამისი იმუნიტეტისა და ქცევითი თავისებურებების გამომუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბიოლოგიური არსებობა წყდება!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გოგა
27 მარტი 2020 15:37
ავტორს: ეს სტატია გათვლილია ფართო მასებზე და არა მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც უკვე ჩახედულია მსგავს თემებში... აქვე ავღნიშნავ, რომ სტატია დაწერილია რთული ენით და სავსეა რთული ტერმინებით. უნდა ვაღიარო, რომ ერთხელ წაკითხვის შემდეგ დამეუფლა შეგრძნება, რომ სამყარო უძლურია პანდემიის შემდგომი პერიოდის წინაშე. აქედან გამომდინარე თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან: წერეთ მარტივი ენით, ნუ გამოიყენებთ ტერმინებს რომელთა გასარკვევად ჩვენ, უბრალო მკითხველი იძულებული ვხდებით ვიმკითხაოთ ან/და ვეძებოთ შესაბამის ტერმინთა განმარტებების საძიებო საშუალებებში. ვიღაც ვერ გაიგებს სწორად ამა თუ იმ სტატიას და... ისედაც პანიკაა საზოგადოებაში. გმადლობთ ყურადღებისათვის!
beso
21 მარტი 2020 18:38
კარგია გამბედაობა გყოფნის ასეთი რამ ფამიტანო საჯაროდ, ინტერნეტი ამას შეგინახავს. პროცესი კი ბევრ რამეს დაგანახებს, უბრალოდ იყო თუ არა განსაცდელი და მსხვრეპლი საჭირო აზროვნებისა და სისტემური ქცევის კრიზისი დაგვენახა. თუ ვერ გავაცნობიერეთ გარემოება, რამაც ეს წარმოშვა კიდევ მივარტყამთ თავს. თუ გავაცნობიერებთ დაინახავ მის ახსნას და ეს სტატიაც შდარებისათვის გამოგადგება
David
21 მარტი 2020 16:14
დამაჯერებელი და დამაიმედებელი ანალიზი,

რედაქტორის რჩევით